Imedi /  06 აპრილი 2019, 15:59 / სანდო წყარო

სიღნაღის მუზეუმი ლევან მოსიაშვილის გამოფენას მასპინძლობს

ლევან მოსიაშვილის გამოფენა

ლევან მოსიაშვილის გამოფენა

სიღნაღის მუზეუმი საფრანგეთში მოღვაწე საქართველოს მოქალაქის ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. „გზა თავისუფლებისაკენ“ - ასე ჰქვია ექსპოზიციას, სადაც მხატვრის 61 ტილოა წარმოდგენილი.

ხელოვანი თამამია ფერთა შეხამებაში, გამოხატვის ფორმებში და საკუთარ ვნებად მთას მიიჩნევს.

მხატვრის შთაგონების პირველი წყარო კი მშობლიური კახეთია, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მის ნამუშევრების ძირითადი თემა კახელი გლეხების ყოფა-ცხოვრება, მათი ტკივილი, ლხინი და საზრუნავია.

ლევან მოსიაშვილის შემოქმედების მეორე ეტაპი კი მთლიანად თბილისს ეძღვნება.

საქართველოში მოღვაწეობის შემდეგ შემოქმედებითი ცხოვრება არტისტმა მოგვიანებით საფრანგეთში განაგრძო, რამაც მხატვრის ფერები და სტილი შეცვალა, ასევე გამოიწვია კუბიზმისადმი მისი დაინტერესება.

ბოლო ორი წელია მხატვარი „ფილოსოფიური აბსტრაქციით” არის გატაცებული და მიიჩნევს, რომ პიროვნული თავისუფლების გამოხატვის მწვერვალზეა.

ლევან მოსიაშვილმა არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ლიონში, პარიზში, ნიცასა და ტულუზაში, პერუჟის, ტურნეფოისა და ვერდიეს საგამოფენო სივრცეებში.

სიღნაღის მუზეუმში ლევან მოსიაშვილის გამოფენა დღეს გაიხსნა და 30 ივნისის ჩათვლით გასტანს.

ფოტო: კახაბერ კუპატაძე

ყველა სიახლე

25 იანვარი 2021, 16:57

სამართალი

აქტივისტს, რომელმაც ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა, ბრალი წარუდგინეს

გამოძიება ირაკლი ფანგანს 156-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც პატიმრობასა ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს. დაცვის მხარის თქმით, ფანგანი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს, დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.

25 იანვარი 2021, 16:57

მსოფლიო

ჩინეთში, შახტიდან 9 მუშის ცხედარი ამოასვენეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, ოქროს მომპოვებელი შახტიდან ცხრა მუშის ცხედარი ამოასვენეს. მუშები შახტაში ორი კვირის წინ ჩავიდნენ, თუმცა, 10 იანვარს, უცნობი მიზეზით მომხდარი აფეთქების გამო, შახტიდან ამოსასვლელი ჩაინგრა და 20-ზე მეტი მუშა მიწის ზედაპირიდან 600 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდა.

მიხეილ სარჯველაძე

25 იანვარი 2021, 16:48

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა

ბიუროს სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

კახა კუჭავა

25 იანვარი 2021, 16:47

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წელს ჩატარდება და ჩვენი პოლიტიკური პარტია მზად არის, იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს რეკომენდაციების განხილვა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და არჩევნების ადმინისტრირების პროცესის სტანდარტების გაუმჯობესება“, - განაცხადა კუჭავამ.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 16:44

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ქართველებო, ამ პარლამენტის განადგურებისთვის ოპოზიციას ან ხელისუფლებას რომ შეაგინებთ, მათ შორის მე არ მომაყოლოთ

„ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული, ჩემი ამოცანაა, რომ გითხრათ, მე არაფერ შუაში ვარ ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“.

ბექა ოდიშარია

25 იანვარი 2021, 16:39

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მინდა გაჟღერდეს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვნად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა

„ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება. პირველ რიგში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია; ტოივო კლაარი

25 იანვარი 2021, 16:38

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

თეა წულუკიანი

25 იანვარი 2021, 16:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ევროპული სასამართლოს გადაწვეტილება ჩვენს თაობას ქვეყნის გაერთიანების საშუალებას მისცემს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა.

მამუკა მდინარაძე

25 იანვარი 2021, 16:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

პანდემიისგან მიყენებული ზიანი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და პოლიტიკური შოუების და კინკლაობის დრო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 16:25

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს ქუჩაში დგომისთვის წირავს

„ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან მე არაფერ შუაში ვარ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი კოლეგები, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება ამას აკეთებენ, მე პირნათელი ვარ თქვენთან რადგან მე ამას, რასაც ვეწინააღმდეგებოდი, რაც ცოტა ხანში მოხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება კრიზისი, რადგან ოპოზიციას სამოქმედო გეგმა არ აქვს. ოპოზიცია საკუთარ თავს, მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს წირავს ქუჩაში დგომისთვის, თან რევოლუციას მოუწოდებს ისე, რომ 60-ამდე ადამიანს იმუნიტეტს აკარგვინებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 16:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს

სტრასბურგში, PACE-ის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. სესიაში ქართული დელეგაციის მონაწილეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სტრასბურგში. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. დაემსის გარდა, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება დუნია მიატოვიჩს, ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

25 იანვარი 2021, 16:18

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის „სასამართლო სხდომა“ გადაიდო

ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გადაიდო. პროცესი 28 იანვარს, დილის 10 საათზე ჩატარდება. ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში გასული წლის 11 ივნისიდან იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე

25 იანვარი 2021, 16:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მთავრობას პარლამენტისგან ექნება სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისთვის, რომ დროულად მივიღოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია

საქართველოს მთავრობას პარლამენტისგან ექნება სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისთვის, რომ დროულად მივიღოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

დავით სერგეენკო

25 იანვარი 2021, 16:09

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომა დაჩქარდეს

წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინასა და შესაბამისად, პანდემიის ეფექტურ მართვაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განხილვის თაობაზე მსჯელობდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანი

25 იანვარი 2021, 16:08

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინცორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 15:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

სრულად ვემიჯნები პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია, ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია Facebook-ზე წერს. მისი თქმით, „დღევანდელი საპარლამენტო ისტერია ძალიან ჰგავს კორონა ისტერიას“.

არჩილ თალაკვაძე

25 იანვარი 2021, 15:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს - ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე დაკომპლექტდეს, როგორც ხალხმა აირჩია

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ბელგია

25 იანვარი 2021, 15:43

მსოფლიო

ბელგია არააუცილებელ მგზავრობას 1-ელ მარტამდე აჩერებს

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგად, ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებითა და რისკების შესამცირებლად იღებს. „სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბელგიაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსზე ბელგიაში სრული კონტროლი გვაქვს დაწესებული. ამ ფაზამდე ჯერ კიდევ შორია.

25 იანვარი 2021, 15:43

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 19 290 შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 290 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 456 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3 738 690 შემთხვევა გამოვლინდა, 69 918 ადამიანი გარდაიცვალა, 3 150 763 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ნიკა მელია

25 იანვარი 2021, 15:36

პოლიტიკა

ნიკა მელია: თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება - რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა

თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. ამაზე ცხადად როგორ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას იქ, სადაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის „ქართული ოცნებაც", - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია.