Imedi /  16 აპრილი 2019, 19:48 / სანდო წყარო

არეტა ფრანკლინი პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა

არეტა ფრანკლინი

არეტა ფრანკლინი

სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. BBC-ის ინფორმაციით, მომღერალმა ჯილდო ამერიკულ მუსიკასა და კულტურაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.

ის გახდა მეთორმეტე მუსიკოსი და პირველი ქალი შემსრულებელი, რომელიც პულიცერის პრემიის მფლობელთა რიგებშია. არეტა ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს, 76 წლის ასაკში პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.

ამერიკული ჯილდო პულიცერის პრემია, რომელიც ბეჭდვით ჟურნალისტიკაში უმაღლეს დამსახურებად ითვლება, ასევე გაიცემა ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზიციებისთვის. ჯილდოს დამფიძნებელია ჟურნალისტი და საგაზეთო გამომცემელი ჯოზეფ პულიცერი.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2021, 18:30

სპორტი

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელების მთავარი კანდიდატია

გათამაშების 21-ე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ „მანრესა“ 85:70 დაამარცხა, ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი კი თამაშის „ემ ვი პი“ გახდა. შერმადინის ანგარიშზე 23 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან თოთხმეტიდან ათი ორქულიანი, ცხრიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა.

ირაკლი ხმალაძე

25 იანვარი 2021, 18:27

პოლიტიკა

ირაკლი ხმალაძე გამგებლის მოადგილის დაკავებაზე: თბილისის მუნიციპალიტეტი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს

მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. ყველა ასეთი ქმედება, რომელიც განიმარტება კანონის დარღვევად და გადამეტებად უფლებამოსილების, გამოიწვევს შესაბამის პასუხისგებას კანონით დადგენილი წესით“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება, რომელსაც არ აქვს შინაარსი და გამამყარებელი ფაქტები მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის

ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება, რომელსაც არ აქვს შინაარსი და ნებისმიერი გამამყარებელი ფაქტი, მიუღებელია ევროპაში და მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

25 იანვარი 2021, 18:21

რეგიონი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2021 წელსაც გასცემს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2021 წელსაც გასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უწყება სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობით. ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით.

ეკატერინე ტიკარაძე

25 იანვარი 2021, 18:20

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესისთვის, საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ყველა უწყება თანმიმდევრულად მუშაობს

სახელმწიფოს ყველა უწყება თანმიმდევრულად მუშაობს საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ვგულისხმობ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ნაწილს. მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც დღეს დაინიცირდა, რომ ჩვენ სწორად გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა და ზუსტად ვიცოდეთ, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, რომ გაიზარდოს ვაქცინის მიმართ სანდოობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

25 იანვარი 2021, 18:17

COVID19

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მიერ მოგზაურობაზე გაუქმებულ აკრძალვებს აღადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მიერ მოგზაურობაზე გაუქმებულ აკრძალვებს აღადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 იანვარი 2021, 18:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს

„ჯერჯერობით არ გვაქვს მოდუნების საფუძველი და ეს სტაბილიზაცია არ ნიშნავს, რომ შეიძლება ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებაში, რადგან თითოეული თამამი ნაბიჯი შეიძლება გაცილებით მეტი ადამიანების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

25 იანვარი 2021, 18:15

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2021 წლის აღმასკომის პირველი სხდომა ონლაინ-რეჟიმში გაიმართა

გადაწყდა, რომ ამ სეზონიდან ლიგა 3-ში 14, ლიგა 4-ში კი 20 გუნდი ითამაშებს. „კრისტალბეთ ლიგასა“ და „კრისტალბეთ ლიგა 2“-ში მწვრთნელებს სამის ნაცვლად, ხუთი შეცვლის განხორციელების უფლება ექნებათ. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს 2020 წელს განხორციელებული და 2021 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. უკვე გადაწყვეტილია, რომ წელს ქუთაისში ახალი, ულტრათანამედროვე საფეხბურთო აკადემია აშენდება, რომელსაც ორი ბუნებრივი და ორიც ხელოვნურსაფარიანი მოედანი ექნება.

ირაკლი ფანგანი

25 იანვარი 2021, 18:06

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აცხადებს, რომ დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრას არ ნანობს და ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება

გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, სადაც მოღალატე შევა პარლამენტში და ხალხის ხმას მოიპარავს. ყველას იგივე მოუწევს. მე არ ვნანობ ჩემს საქციელს, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ირაკლი ფანგანი, რომელმაც 23 იანვარს, ბათუმში გამართულ აქციაზე ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

რაგბი

25 იანვარი 2021, 18:03

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრისთვის ემზადება

ქართველი და რუსი მორაგბეები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 21-ე შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებს შორის რაგბი ევროპის 2020 წლის ბოლო ტურის თამაში ჯერ მარტში, შემდეგ კი ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ორივე შემთხვევაში გადაიდო. შეხვედრა 7 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება, მასპინძელი სტადიონის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კი უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ეკატერინე ტიკარაძე

25 იანვარი 2021, 17:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პრობლემა კლინიკების ტარიფებთან დაკავშირებით გადასახედია, თუმცა არა სუბსიდირების მიმართულებით

კლინიკებს ჰქონდათ 8 პუნქტიანი გეგმა, რომელიც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში წარმოადგინეს, ხოლო რამდენიმე დღით ადრე წერილობით დააფიქსირეს მათი საჭიროებები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 იანვარი 2021, 17:56

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კოვიდგანყოფილება პაციენტების ნაკადის მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

რესპუბლიკური საავადმყოფო ორი მარტიდან არის ჩართული პანდემიის მართვის პროცესში და ჩვენ დავიწყეთ ქმედებები, რომ მეტად გაგვეძლიერებინა ეს მიმართულება და სწორედ დღეს მოვახერხეთ ახალი განყოფილების გახსნა, რომელიც თავის მხრივ არის ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები.

25 იანვარი 2021, 17:55

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 1 769 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 130 485 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 769 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ეკატერინე ტიკარაძე შეხვედრა

25 იანვარი 2021, 17:50

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

„შევთანხმდით ძირითად პრინციპულ საკითხებზე და გადავდივართ სამუშაო რეჟიმზე. მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ ეკონომიკურ გუნდთან ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით მოხდება შეთანხმება. ასევე შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც , რათა მოხდეს ფასთა ინდექსაციის მექანიზმის შემუშავება“, - ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა განაცხადა.

25 იანვარი 2021, 17:49

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მიიღო

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია ესწრებოდნენ.

ეკატერინე ტიკარაძე

25 იანვარი 2021, 17:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო კლინიკების გაძლიერებით პანდემიის უფრო ეფექტურ მართვას შევძლებთ

ინფექციური საავადმყოფოს შენობა შევიძინეთ, ახლა მიმდინარეობს დეტალური მუშაობა შიდა გეგმარებისთვის. გეგმარება აუცილებლად უნდა იყოს მაღალი სტანდარტის, შემდეგ უკვე განხორციელდება სარემონტო სამუშაოები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო კლინიკების წილის გაზრდა მენეჯმენტის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია.

ონლაინ-ფორმატში შეხვედრა

25 იანვარი 2021, 17:39

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში თანამონაწილეობას სთავაზობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის 30-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.

ლევან იოსელიანი

25 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, მანდატის შეწყვეტის თაობაზე, არასწორად მიიჩნევს

„არ იყო სწორი, როცა ოპოზიციამ პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე მიმართა. ​„ქართული ოცნება“ თუ არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას, ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, კიდევ გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

25 იანვარი 2021, 17:25

ეკონომიკა

დავოსის ეკონომიკური ფორუმი დისტანციურად გაიხსნა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა „დავოსის დღის წესრიგი“ ორშაბათს, 25 იანვარს გაიხსნა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ცნობით, ფორუმში მსოფლიო განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ. მათ შორის გერმანია, ინდოეთი, იტალია, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, რუსეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკის რესაუბლიკა და იაპონია.

ტიტუს კორლატინი

25 იანვარი 2021, 17:23

პოლიტიკა

ტიტუს კორლატინი: ოპოზიციას მოვუწოდებდით დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა თავიდან აიცილონ პოლარიზაცია

„ზოგადად, თავისუფლება და ადამიანი ძირითადი უფლებები დაცული იყო. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, თუმცა იყო დარღვევებიც. დავამატებდი პოლარიზაციის საკითხს, რაც საგანგაშოა. ბოლო წლები ამის ტენდენცია შეინიშნება და მოვუწოდებთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შეამსუბუქონ პოლარიზაციის შტრიხები და შეასრულონ საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ოპოზიციას მოვუწოდებდით, დაბრუნდნენ პარლამენტში რათა თავიდან აიცილონ პოლარიზაცია. საკითხები საპარლამენტო ფორმატში უნდა გადაწყდეს“, - განაცხდა