Imedi /  20 აპრილი 2019, 10:05 / სანდო წყარო

დემი მური ახალ მემუარებში ყოფილ ქმრებზე დაწერს

ეშტონ კატჩერი დემი მური

ეშტონ კატჩერი
დემი მური

56 წლის მსახიობი მემუარებში სახელად Inside Out ყოფილ ქმრებზე დაწერს, რითაც დემი მურის გულშემატკივარი პირადი ცხოვრების შესახებ კიდევ უფრო მეტ დეტალს შეიტყობს. ამის შესახებ Yahoo წერს.

The Ghost-ის ვარსკვლავი მემუარებში იმ კაცებთან ქორწინებებზე ისაუბრებს, როგორებიც მუსიკოსი ფრედი მური, ბრიუს უილისი და ეშტონ კატჩერია. 

დემი და ფრედი მურები ქორწინებაში 1980-85 წლებში იყვნენ. The Ghost-ის ვარსკვლავი ბრიუს უილისზე 1987 წელს დაქორწინდა, რომელთანაც სამი გოგო ეყოლა. 

2000 წელს დემი მური და ბრიუს უილისი ერთმანეთს დაშორდნენ, ხუთი წლის შემდეგ კი მსახიობი 16 წლით უმცროს ეშტონ კატჩერზე დაქორწინდა. კატჩერი და მური ერთმანეთს 2013 წელს დაშორდნენ.

დემი და ფრედი მური. 1982 წლის 19 მარტი
ფოტო: WireImage

ბრიუს უილისი და დემი მური. 1993 წლის 9 მარტი
ფოტო: WireImage

ეშტონ კატჩერი და დემი მური. 2011 წლის 30 იანვარი
ფოტო: Getty Images

ყველა სიახლე

პირბადე კორონავირუსი

29 მარტი 2020, 18:14

COVID19

ნიდერლანდების მთავრობამ კლინიკებიდან ჩინეთში შეძენილი 600 ათასი პირბადე გაიწვია

ნიდერლანდებმა ჩინეთში სულ 1.3 მილიონი პირბადე შეიძინა, თუმცა გაირკვა რომ 600 ათასი ნიღბის ოდენობის პირველი პარტია უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ნიღბები მჭიდროდ არ ეკვრის სახეს, ფილტრები კი სწორად არ ფუნქციონირებს.

საირმე

29 მარტი 2020, 18:02

COVID19

საირმის საკარანტინო ზონა 41-მა მოქალაქემ დატოვა

იმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა. ბოლო სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ კარანტინში მყოფნი სრულიად ჯანმრთელები არიან და შეუძლიათ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. დილიდან ადგილზე იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც საკარანტინო ზონიდან მოქალაქეების გაყვანის პროცესს დაესწრო.

კშიშტოფ პენდერცკი

29 მარტი 2020, 18:00

კულტურა

პოლონეთში „გრემის“ მფლობელი კომპოზიტორი კშიშტოფ პენდერეცკი გარდაიცვალა

პენდერეცკი თანამედროვეობის კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი იყო. მისი ნაწარმოების ადაპტაციები ისეთ ცნობილ ფილმებში ჟღერს, როგორებიცაა სტენლი კუბრიკის „ნათება“, მარტინ სკორესეზეს „დაწყევლილთა კუნძული“, დევიდ ლინჩის „ველური გულები“ და ა.შ. პენდერეცკის „გრემის“ ოთხგზის ლაურეატია.

კახა კალაძე

29 მარტი 2020, 17:40

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს

ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობაში ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა მიმდინარეობს და ეს ღონისძიება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. თუ დამატებითი ღონისძიებები საჭიროება იქნება, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო ამასაც გააკეთებს.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 17:40

COVID19

თენგიზ ცერცვაზე: 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „რა დროს ძილია“-ში განაცხადა. მისი თქმით, ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ჯერ არ დასჭირვებიათ.

კახა კალაძე

29 მარტი 2020, 17:38

COVID19

კახა კალაძე: სწრაფი ტესტების გამო ევროპის ბევრ ქვეყანაში პრობლემები შეიქმნა, რადგან ცდომილება ძალიან დიდი იყო

„რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს. ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ PCR ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ.“- განაცხადა კალაძემ.

იტალია

29 მარტი 2020, 17:26

COVID19

მედია: ძარცვის შემთხვევების გამო იტალიის პოლიცია სუპერმარკეტებთან განლაგდა

ხელკეტებითა და იარაღით აღჭურვილი იტალიის პოლიცია სიცილიაზე სუპერმარკეტების დასაცავად გამოჩნდა. იტალიური მედია წერს, რომ აქ ძარცვის შემთხვევების შესახებ ვრცელდება ცნობები. საუბარია ადგილობრივებზე, რომლებსაც საკვების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. იტალიური მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.

მარნეული ბოლნისი საკარანტინო ზონა

29 მარტი 2020, 17:22

COVID19

რა ვითარებაა ბოლნისის საკარანტინო ზონაში

საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ბოლნისში დილიდან ოჯახების კარდაკარ შემოწმება მიმდინარეობს. საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები ექიმებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. პარალელურად, მკაცრად კონტროლდება ქუჩაში ხალხის გადაადგილებაც. ადგილობრივი ხელისუფლება კი საკვებ პროდუქტებზე ფასებს აქტიურად აკონტროლებს.

ათონის მთა

29 მარტი 2020, 16:47

COVID19

საბერძნეთში, ათონის მთის მონასტრის ბერს კორონავირუსი გამოუვლინდა

ინფიცირებული ბერი 60 წლისაა, რომელიც მონასტრის დელეგაციასთან ერთად დიდი ბრიტანეთში იმყოფებოდა. დელეგაციამ საბერძნეთში ათონის მთის მომლოცველებისთვის ჩაკეტვამდე დაბრუნდა მოასწრო.

ევროპა ჰაერის დაბინძურება

29 მარტი 2020, 16:37

COVID19

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ევროპაში ჰაერის დაბინძურების დონე შემცირდა

„თანამგზავრ Copernicus Sentinel-5P-დან მიღებული ახალი მაჩვენებლები ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში, მადრიდსა და რომში აზოტის დიოქსიდის დონის კლებაზე მიუთითებს“, - ნათქვამია მეცნიერების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

29 მარტი 2020, 16:31

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული

ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული და ამისათვის მადლობას ვუხდი ყველა უწყების წარმომადგენელს, რომლებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად და ორგანიზებულად მუშაობენ კორონავირუსთან საბძოლველად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნოციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.

კორონავირუსი ჩინეთი

29 მარტი 2020, 16:28

COVID19

ჩინეთის ხელისუფლება: ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია შეჩერებულია

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, მი ფენგის განცხადებით, ქვეყნის შიგნით კორონავირუსის გავრცელება შეჩერებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პატრიკ დევედჯიანი

29 მარტი 2020, 16:16

COVID19

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი პატრიკ დევედჯიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

სომხური წარმოშობის დევადჯიანი ნიკოლა სარკოზის მთავრობაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოფხვრაზე იყო პასუხისმგებელი. მან საკუთარი დიაგნოზის შესახებ 25 მარტს, Twitter-ზე განაცხადა. „ეპიდემია მეც შემეხო, ამიტომ პირადად ვხედავ ექიმების და მედდების საოცარ მუშაობს. დიდ მადლობას ვუხდი მათ პაციენტების დახმარებისთვის“, - დაწერა მან.

ხალხმრავლობა

29 მარტი 2020, 16:03

COVID19

მედია: კორონავირუსის გამო აშშ-ის ხელისუფლება თავისი მოქალაქეების გადაადგილებას სმარტფონების საშუალებით აკვირდება

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილებას მათი სმარტფონების საშუალებით აკვირდება. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

29 მარტი 2020, 16:00

თემა

გვიცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი კორონავირუსისგან?

ბოლო დროს მთელი მსოფლიო კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ პროფილაქტიკურ ზომებზე საუბრობს. დაავადებისგან დამცავ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო ნიღბებს მიიჩნევენ. საინტერესოა, შეუძლია თუ არა რეალურად სამედიცინო ნიღაბს კორონავირუსისგან დაცვა?

აშშ

29 მარტი 2020, 15:52

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსს პირველი პატიმარი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფედერალური ბიურო ავრცელებს. 49 წლის პატიმარი სასჯელს ლუიზიანას შტატის ციხეში იხდიდა და მან ერსონალს ხველების სიმპტომის გამო მიმართა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

ჩინეთი

29 მარტი 2020, 15:37

COVID19

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია: იმპორტირებულ შემთხვევათა მატება მეორე ტალღის რისკს ზრდის

ჩინეთში, ეპიდემიის ახალი ტალღისგან დასაცავად ემზადებიან, - ამის შესახებ ეროვნული ჯანდაცვის კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მი ფენის თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დედაქალაქია. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, საზღვარგარეთიდან შემოსული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 693-ს შეადგენს.

მოხალისეები ლაგოდეხი

29 მარტი 2020, 15:35

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის გამო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო. რიგითი მოქალაქეები, საჯარო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლებას კორონავირუსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კარდაკარის პრინციპით მიაწვდიან.

ვლადიმერ ბორცვაძე

29 მარტი 2020, 15:04

COVID19

24 საათში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა

დღე-ღამეში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა და , - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

რუსეთის პატრიარქი კირილი

29 მარტი 2020, 14:52

COVID19

რუსეთის პატრიარქი მრევლს: თავი შეიკავეთ ტაძრებში მისვლისგან

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრებში მისვლისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.