imedi /  01 მაისი 2019, 11:55 / სანდო წყარო

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

მოდის კვირეული

2 მაისს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება, რომელიც 6 მაისამდე გაგრძელდება. ჩვენებები სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

ჩვენებები ძირითადი ადგილმდებარეობის გარდა ასევე გაიმართება ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში, დინამოს სტადიონზე, აეროპორტის ანგარში, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან და საბჭოთა არქიტექტურის სხვა გამორჩეულ ძეგლებთან.

მოდის კვირეულის ფარგლებში 70-ზე მეტი დიზაინერი საკუთარ კოლექციას მუზეუმში მდებარე საგამოფენო დარბაზებშიც გამოფენს, რომლებიც დროებით მთლიანად კონცეპტუალური ხელოვნების სივრცეებად გარდაიქმნება. 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს, ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო სახლებიდან, როგორიცაა " Galeries Lafayette ", "Buying office", "Harvey Nichols", Net-a-Porter, Printemps Paris, Liberty London, Moda Operandi, Macondo Store, The Gloss, Browns Fashion შემსყიდველთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისს ეწვევიან ცნობილი გამოცემების: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group, The Times, Business of Fashion მთავარი რედაქტორები და ჟურნალისტები. 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები, მასტერკლასები და ცნობილი ბრიტანელი მოდის მენტორის ელისონ ლოუის (Alison Lowe) ვორქშოპი  საერთაშორისო გაყიდვებში. 

კვირეულის  ერთ-ერთ გამორჩეული პერსონა ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარაა, რომელიც  თავის გუნდთან ერთად და ახალი იდეებით უკვე მეორედ ეწვევა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს. მსოფლიოში ქუჩის მოდის ერთ-ერთ პიონერად აღიარებული ფუჯივარა ტოკიოში ყველაზე ცნობილი მოდური უბნის ურა-ჰარაჯუკუს სულისჩამდგმელია. დღეს ტოკიოს ყველაზე კონცეპტუალური ქუჩა, არა მხოლოდ ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ თანამედროვე იაპონიის მოდისა და ხელოვნების ცენტრიცაა. 80-იან წლებში პირველი მოდის სახლის "Good Enough"-ის შექმნამდე ჰიროში ფუჯივარა "Nike"-ის და "Levis"-ის მოდური ხაზის დიზაინერი იყო. 

2019-2020 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს თბილისში 48 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, მათ შორის რამდენიმე პირველად წარმოადგენს.

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. 

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2019, 18:15

ვიდეო

ქალაქი, სადაც დრო 33 წლის წინ გაჩერდა

მარიო გატიკერი

17 სექტემბერი 2019, 18:08

საქართველო

ელჩი: საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება

შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ გატიკერმა შვეიცარიის ელჩის რეზიდენციაში პრესკონფერენციაზე თქვა.

სოფი ტერნერი

17 სექტემბერი 2019, 17:55

კულტურა

სანსა სტარკის როლის შემსრულებელი ახალ სერიალში გამოჩნდება

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი ეკრანზე ახალი სერიალით დაბრუნდება. გამოცემა Just Jared-ის ინფორმაციით, მსახიობი Quibi-ს თრილერში Survive გამოჩნდება, რომელშიც მისი პარტნიორი კორი ჰოუკინსი იქნება. სერიალს ალექს მორელის რომანის მიხედვით გადაიღებენ.

ბრიტანეთი

17 სექტემბერი 2019, 17:43

ტაბლოიდი

პრინცესა შარლოტამ სკოლის მეგობრებს უთხრა რომ დედა ორსულად არის

პრინცესა შარლოტა მეგობრებს მოუყვა, რომ მისი დედა ორსულად არის და მალე დაიკო ეყოლება. ბავშვების საუბარი მასწავლებლის თანაშემწე გაიგო და ამის შესახებ მედიას აცნობა. 4 წლის შარლოტა მშობლებმა დაწყებით სკოლაში 5 სექტემბერს მიიყვანეს. პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს ორი შვილი ჰყავთ.

ავღანეთი ჯარისკაცი

17 სექტემბერი 2019, 17:37

მსოფლიო

ქაბულში ტერაქტის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ CBS-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სერჟანტი ჯერემი გრიფინი ავღანეთის დედაქალაქში „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტს ემსხვერპლა. აფეთქება ქაბულის ცენტრში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მოხდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.

ამება

17 სექტემბერი 2019, 17:26

მსოფლიო

აშშ-ში 10 წლის გოგო ე.წ. ტვინის მჭამელმა ამებამ შეიწირა

აშშ-ში 10 წლის გოგო ე.წ. ტვინის მჭამელმა ამებამ შეიწირა, - წერს CNN. კერძოდ, 10 წლის ტეხასელმა ლაილი მაემ ამ შემთხვევამდე ტბაში იცურავა. შედეგად გოგო ე.წ. ტვინის მჭამელი ამებით დაინფიცირდა, რომელიც სწორედ ტბებსა და მდინარეებში ბინადრობს. მგვარი ამებით დაინფიცირების შემთხვევა იშვიათია, მაგრამ ყოველთვის ლეტალურად სრულდება.

ცურვა

17 სექტემბერი 2019, 17:13

სპორტი

სარა თომასი პირველი ქალია ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

სარა თომასმა სრუტის გადაცურვა კვირას დილით ადრე დაიწყო და 54 საათში დაასრულა. მცურავმა მკერდის კიბო ერთი წლის წინ დაამარცხა და ეს გამოწვევა "ყველა გადარჩენილს" მიუძღვნა. სარა თომასი აშშ-დან, კოლორადოდან არის. ღია წყალში ცურვის გამოცდილმა სპორტსმენმა პირველი წარმატება 2007 წელს მოიპოვა.

კრიშტიანუ რონალდუ

17 სექტემბერი 2019, 17:11

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუმ დაქორწინება გადაწყვიტა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, საყვარელ გოგოსთან ჯორჯიანა როდრიგესთან, 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ფეხბურთელი თვლის, რომ დროა ცოლი შეირთოს. 37ლის რონალდუ 25 წლის ჯორჯიანას 2016 წლიდან ხვდება.

ჰონგ-კონგი

17 სექტემბერი 2019, 16:55

მსოფლიო

100-წამიან ვიდეოში ასახული ჰონგ-კონგის 100 საპროტესტო დღე

ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო აქციების დაწყებიდან 100 დღე გავიდა. BBC-მ ჰონგ-კონგის დემონსტრაციების 100 დღეს 100-წამიანი ვიდეო მიუძღვნა. პროტესტის ძირითადი ტალღა ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა. ახლა დემონსტრანტები სხვა მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ.

პოლიცია დანაშაული

17 სექტემბერი 2019, 16:50

მსოფლიო

ესპანეთში კაცმა საკუთარი ოჯახის წევრები შვილების თვალწინ მოკლა

ესპანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი, რომელმაც საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 16 სექტემბერს ქალაქ ვალგაში მოხდა. 45 წლის ხოსე ლუის აბეტ ლაფუენტე თავისი ყოფილი ცოლის სახლში მივიდა, რომელიც მათ საერთო შვილებს სკოლაში წასაყვანად ამზადებდა.

სასამართლო

17 სექტემბერი 2019, 16:37

საქართველო

ქართული სასამართლოს მიმართ ნდობის ასამაღლებლად კონფერენცია ჩატარდა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დღეს, 17 ოქტომბერს, კონფერენცია სახელწოდებით -„ქართული სასამართლოს განვითარების უახლესი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები“ გაიმართა. ის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა. ასოციაცია გეგმავს, რომ კონფერენცია ყოველწლიური გახდეს.

სპორტი

17 სექტემბერი 2019, 16:34

ტაბლოიდი

ბეისბოლის გულშემატკივარმა საყვარელი სპორტსმენები საცირკო ილეთით გაამხნევა

იოგის ცეკვამ სპორტული კომენტატორების ყურადღება მიიქცია. მოგვიანებით იოგისგან ინტერვიუ NBC Sports-ის ჟურნალისტმა აიღო. ვიდოეში გულშემატკივარი ძალიან გახარებულია და ამბობს "თავს უკვე ძალიან ცნობილად ვგრძნობ". როგორც გაირკვა, ის ცირკში მუშაობდა.

რუსეთის სასაზღვრო სამსახურის გემი

17 სექტემბერი 2019, 16:31

მსოფლიო

იაპონიის ზღვაში ჩრდილოკორეული გემის ეკიპაჟი რუს მესაზღვრეებს დაესხა თავს

იაპონიის ზღვაში ჩრდილოკორეული იალქნიანი გემის ეკიპაჟი რუს მესაზღვრეებს დაესხა თავს, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ადგილობრივი სასაზღვრო სამმართველოს პირადი შემადგენლობა უკანონო საქმიანობის აღსაკვეთად აუცილებელ ზომებს მიმართავს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

17 სექტემბერი 2019, 16:22

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის მეცის ტურნირზე იასპარეზებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის მეცის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე იასპარეზებს. ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, ჩოგბურთელი მეორე ნომრად არის წარმოდგენილი და ასპარეზობაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება. ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერია.

17 სექტემბერი 2019, 16:20

თემა

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

დეპრესია არა მარტო ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა ამ შემთხვევას უფროსები ხშირად უზრდელობას, სისულელეს ან გამოხტომებს უწოდებენ. მშობლები იმასაც ამბობენ, რომ მათი შვილები არც თუ ისე იშვიათად გაბუტულის როლს ირგებენ. საქმე ის არის, რომ ბავშვებისა და ზრდასრულების დეპრესიის სიმპტომები ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ თუ უფროსი ასაკის ადამიანების დეპრესიის დიაგნოსტირება მეტ-ნაკლებად არაპროფილირებულ სპეციალისტებს ან ახლობლებსაც კი შეუძლიათ, ბავშვების შემთხვევაში ეს გაცილებით რთული პროცესია.

სერიალი

17 სექტემბერი 2019, 16:15

კულტურა

Netflix-მა კლონების შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, რადის პერსონაჟი მაილს ელიოტი საოფისე სამსახურისგან გადაღლილი და მოწყენილი ადამიანია. ის სპა-სალონში მიდის, სადაც ჰპირდებიან რომ მის საუკეთესო ვერსიად გადააქცევენ. სალონში წასვლა სრულიად მოულოდნელი შედეგით მთავრდება.

სეს

17 სექტემბერი 2019, 16:14

საქართველო

თბილისში კვების 13 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კვების 57 ობიექტი შემოწმდა. კერძოდ, სააგენტოს წარმომადგენლები განახლებული აღმაშენებლისა და ბელიაშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტს ეწვივნენ. კრიტიკული შეუსაბამობები მხოლოდ 13 ობიექტში აღმოჩნდა.

ლუქსორი

17 სექტემბერი 2019, 16:12

მსოფლიო

ლუქსორში იტალიელ დიპლომატს ათასობით არტეფაქტის მოპარვაში ადანაშაულებენ

ეგვიპტეს გენერალურმა პროკურორმა ნაბილ სადექმა ლუქსორში იტალიის ყოფილი საპატიო კონსულის ლადისლავ ოტაკარ სკაკალის დაკავების ბრძანება გასცა. იტალიელ დიპლომატს 22 000 არტეფაქტის მოპარვაში და მათი საზღვარზე გადატანის მცდელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Egypt Today ავრცელებს.

საქართველოს ბიზნესასოციაცია

17 სექტემბერი 2019, 15:32

ეკონომიკა

ბიზნესასოციაცია შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებს

საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნესგარემოსათვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებელებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს.

კინოლოგიის სამსახური

17 სექტემბერი 2019, 15:32

ძალოვნები

შსს კინოლოგიურ სამსახურს აახლებს

უწყების ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ.