თბილისში Mercedes Benz-ის მოდის კვირეული იწყება
ფოტო: თბილისის მერია
30 ოქტომბერს დედაქალაში თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული მეათედ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს, რომელიც ღონისძიების მხარდამჭერია.
31 ოქტომბრიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორები ეწვევიან.
ღონისძიების მნიშვნელობა წელსაც ზუსტად ეხმიანება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კონცეფციას. თანამედროვე მოდის ინდუსტრია ხელოვნების წარმოჩენასთან ერთად ცდილობს საზოგადოების ყურადღების გამახვილებას მისი სოციალური როლისადმი. ამიტომაც, 30 ოქტომბერს, პრესკონფერენციის შემდეგ, 12:00 საათზე სასტუმრო “სტამბაში” მოდის კვირეულის ორგანიზატორსა და გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ორგანიზაციის საქართველოს ოფისს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომლის მთავარი მიზანი ქალთა ძალადობის თემაზე ცნობიერების ამაღლებაა. მემორანდუმის ფარგლებში UNFPA Talk-ი გაიმართება, სადაც სასაუბროდ წარმოდგენილი იქნება თემა Yes! You Empower Society.
ამავე საღამოს 17:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” მაყურებელს საშუალება ექნება პირადად ესაუბროს ახალგაზრდა რეჟისორს, ტომას ოკსას და იხილოს დოკუმენტური ფილმები Intersex Army და In this Climate. 27 წლის დოკუმენტალისტი „LIBERATUM”-ის კრეატიული დირექტორია, რომლის ინტერესის საგანი სამყაროს გლობალური გამოწვევები, სოციალური სტიგმა და უმცირესობების პრობლემებია.
კინოჩვენების დასრულებისთანავე „ღვინის ქარხანა N1“-ში კვირეულის სტუმრები არტისტის და ფოტოგრაფიაში ახალი გამომსახველობითი ხერხების ოსტატის ჯონათან ჰალამის გამოფენას „La Femme De Cabine - Martin Margiela“-ს დაესწრებიან. ფოტოგრაფმა, რომელიც 1997-2008 წლამდე მარჯიელას ისტორიას და კულისებს იღებდა, თავდაპირველად მოდის სახლთან თანამშრომლობა თმის სტილისტად დაიწყო, თუმცა, მალევე დიზაინერის გარემოცვის წევრი გახდა.
ჯონათან ჰალამის გამოფენის დამთვალიერებელი, ანონიმი ქალების 32 პორტრეტით, ბრენდის ისტორიის ყველაზე დაფარულ, მნიშვნელოვან და უნიკალურ მომენტებს იხილავს. აღსანიშნავია, რომ პარიზის დახურული ჩვენების შემდეგ თბილისი მეორე ქალაქი იქნება, რომელიც ამ პრივატულ გამოფენას უმასპინძლებს.
მომდევნო დღეებში თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ძირითადი ნაწილი ქართველი დიზაინერების კოლექციების ჩვენებას დაეთმობა. მოდის კვირეულის უმეტესი ჩვენებები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, თუმცა ცალკეული დიზაინერებისთვის ის თბილისის სხვა ადგილებშიც ჩატარდება.
31 ოქტომბერს კაფე „ლოლიტაში“ Pitti Imagine-ის ორგანიზებით ბიკემბერქსის კრეატიული დირექტორის, დიზაინერის ლიი ვუდის მასტერკლასი გაიმართება, რომლის წარმდგენი არის SOLO. მილანში გადასვლის შემდეგ 1998 წლიდან ის 16 წლის განმავლობაში დონატელა ვერსაჩესთან თანამშრომლობდა. ოთხი წლის წინ კი მილანის მოდის კვირეულზე წარდგენილ მის ახალ ლეიბლს „ l72“ უდიდესი წარმატება ხვდა წილად.
1-ელ ნოემბერს, კვირეულის ფარგლებში, მწერალთა სახლში პაველ პავლიკოვსკის თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ პირადად გაესაუბრონ ცნობილ პოლონელ რეჟისორს. „ცივი ომის“, „იდას“, „ქალი მეხუთე ოლქიდან“, „ჩემი სიყვარულის ზაფხულის“ ავტორს, რომელსაც ამერიკელი კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს - ოსკარების ტრიუმფატორად და ინტელექტუალური კინოს ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად იცნობენ.
3 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, ესპანელი დიზაინერის – Dominnico-ს ჩვენება გაიმართება, ხოლო კვირეულის დასკვნით დღეს, 4 ნოემბერს მაყურებელი VIRGIL ABLOH-ის პროტეჟეს და სოციალური ქსელებში ძალიან მოთხოვნადი ახალგაზრდა დიზაინერის, სამუელ როსის გამოფენას იხილავს. მან 2015 წელს, ლონდონში, 25 წლის ასაკში დაარსა პირველი ბრენდი “A COLD WALL”, რომლის წლიურმა ბრუნვამ 1.7 მილიონს მიაღწია. ამჟამად ის პარტნიორობს “NIKE”-თან, Mercedes-Benz Fashion პლატფორმასთან და მის კამპანიასთან „HOW TO”.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. სსიპ-ის - "აწარმოე საქართველოში" დამსახურებით თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო ცენტრებიდან, როგორიცაა Galeries Lafayette, Harvey Nichols, Moda Operandi, Browns Fashion და სხვა, შემსყიდველების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ცნობილი გამოცემების: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group, The Times, Business of Fashion მთავარი რედაქტორები და ჟურნალისტები კვლავ ეწვევიან თბილისს.
დღეისათვის ქართველი დიზაინერების სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს და ხშირად მათ სასცენო კოსტიუმებადაც ირჩევენ, მათ რიცხვშია: Lady Gaga, Bjork, Rihanna, Heidi Klum, Katy Perry, Beyoncé Knowles, Winnie Harlow, Olivia Culpo, Isabelle Huppert, Elle Fanning, Gigi Hadid, Paloma Faith, Lord, Kelela, Ashlee Simpson, Kat Graham, Amber Valletta, Jessie J, Kelly Zutrau, Janice Delon, Kristen Noel, Nathalie Kelley, Kelly Rowland, Solange Knowles, Kendall Jenner, Alek Wek, Pamela Anderson, Kourtney Kardashian, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid, Doutzen Kroes, Elizabeth Sulcer, Tiffany Hsu, Jessica Chastain, Lindsay Lohan, Isla Fisher, Tiffany Hsu, იორდანიის დედოფალი Rania, Kelsea Ballerini, Mathilde Ollivier და სხვა.
25 წელია, რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ანალოგიური მოდის კვირეულები ბერლინში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, სტამბულში, მოსკოვში და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება. ის 90 ქვეყანაში უწყობს ხელს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და მათ მსოფლიოს აცნობს.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, მსჯავრდებულებს პროკურატურამ ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.
08 სექტემბერი 2026, 17:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი - კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:25
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო
ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს
დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.
08 სექტემბერი 2026, 17:08
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს
ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:36
ეკონომიკა
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.
08 სექტემბერი 2026, 16:30
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:20
ეკონომიკა
საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
08 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.
08 სექტემბერი 2026, 15:49
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
08 სექტემბერი 2026, 15:40
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.
08 სექტემბერი 2026, 15:35
კულტურა
რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს
პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.
08 სექტემბერი 2026, 15:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.
08 სექტემბერი 2026, 15:18
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.
08 სექტემბერი 2026, 15:16
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.
08 სექტემბერი 2026, 15:01
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.
08 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას
ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.
08 სექტემბერი 2026, 14:50
მსოფლიო
Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.


