„ღამე მუზეუმის“ ფარგლებში ვარძიის კომპლექსი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს
ვარძია
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს უერთდება.
პროექტ „ღამე მუზეუმის“ ფარგლებში ვარძიის განათებული კომპლექსი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს.
საღამოს 18:00 საათიდან მუზეუმ ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა.
„ღამე მუზეუმში“ პროგრამის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული გუნდი, რომელიც მაყურებელს ეფექტურ სანახაობას შესთავაზებს. მოფარიკავეთა წარმოდგენას კი ცოცხალი შესრულებით მომღერალ სოფო ხალვაშისა და მისი მუსიკალური ბენდის კონცერტი განაგრძობს.
ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „ზრდას“ ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე იმართება.
აქციას „ღამე მუზეუმში“ 2005 წელს ევროსაბჭომ ჩაუყარა საფუძველი. საქართველოში კი ეს ინიციატივა 2015 წელს დამკვიდრდა.
ყველა სიახლე
29 ივნისი 2026, 18:10
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთი ევროპის ყველა თავდაცვით და უსაფრთხოების სტრუქტურაში უნდა იყოს ჩართული
თურქეთი ევროპის ყველა თავდაცვით და უსაფრთხოების სტრუქტურაში უნდა იყოს ჩართული, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
29 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: რაიმე არგუმენტი რომ ჰქონდეთ რატომ შეიძლება სხვისთვის ირანთან ურთიერთობა და რატომ არა საქართველოსთვის, ალბათ იტყოდნენ კიდეც
რაიმე არგუმენტი რომ ჰქონდეთ რატომ შეიძლება სხვისთვის [ირანთან ურთიერთობა] და რატომ არა საქართველოსთვის, ალბათ იტყოდნენ კიდეც, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ირანთან ურთიერთობაზე
29 ივნისი 2026, 18:05
მსოფლიო
ტრამპი: ირანმა შეხვედრა ითხოვა - ის ხვალ დოჰაში გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს დოჰაში სამშაბათს შეხვდება.
29 ივნისი 2026, 18:04
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში აუცილებლად უნდა გამკაცრდეს საწარმოების კონტროლი, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ შედეგს, რომელიც რუსთავის ეკოლოგიასა და მომავალს სჭირდება
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.
29 ივნისი 2026, 17:55
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა გარედან სიძულვილის ენის დათესვა, რათა გამოეწვიათ საზოგადოებაში დაპირისპირება. იმიტომ, რომ გახლეჩილი ემორჩილება გარედან შემოსულ დავალებებს. პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად
პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად. რაც მთავარია, ეს პროცესი, ეს წარმატება, ეს შედეგი ეფუძნება გამჭვირვალობის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, - ასე შეაფასა „დღის „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა.
29 ივნისი 2026, 17:55
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ჩვენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე
არც ქილიკი მაკვირვებს და არც დუმილი, ეს არის აბსურდის და ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოხატულება. ჩვენ ხან პრო ირანულს გვეძახიან, ხან პრო ჩინურს, ხან სხვა რამე გაახსენდებათ და იმას გვეძახიან. სინამდვილეში ამ გარე დავალებების გამცემებმაც და შიდა რადიკალებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველი ხალხის ინტერესების გამტარი ხელისუფლება და ჩვენი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს ქართველი ხალხის ინტერესებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.
29 ივნისი 2026, 17:55
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ელენე ხოშტარია აბსოლუტურად კანონგარეშე მოქმედებს - ის არ თანამშრომლობს არც ერთ სახელმწიფო უწყებასთან და საკუთარი მდგომარეობით პოლიტიკური ქულების დაწერა სურს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი სახელმწიფო უწყებებს არ მიმართავს და საკუთარი მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. ქადაგიძე პარალელს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან ავლებს და აცხადებს, რომ „ტრაგედიის შექმნის“ მცდელობა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენება.
29 ივნისი 2026, 17:48
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით
ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აკაკი ალადაშვილმა.
29 ივნისი 2026, 17:48
პოლიტიკა
პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას ინიციატივით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
29 ივნისი 2026, 17:25
პოლიტიკა
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სესიას მასპინძლობს
საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. საპარლამენტო ფორუმის მთავარი თემაა: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“.
29 ივნისი 2026, 17:24
მსოფლიო
ECR: ევროპაში ქრისტიანობის აღდგენისა და ქრისტიანთა დაცვის დრო დადგა
ევროპარლამენტარების თქმით, ევროპაში შემაშფოთებლად იმატა ქრისტიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფაქტებმა, კერძოდ, მათი მხრიდან, ვისაც ცივილიზაციის განადგურება სურს.
29 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი და ნორმალური პოლიტიკური პროცესი
როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი, ნორმალური პოლიტიკური პროცესი, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.
29 ივნისი 2026, 17:20
სამართალი
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
პროკურატურამ გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანიის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო გამოძიება.
29 ივნისი 2026, 17:19
სამართალი
სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის გიორგი სარაჯიშვილი 1500 ლარით, გრიგოლ ზამბახიძე კი 4 000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის გიორგი სარაჯიშვილი 1500 ლარით, გრიგოლ ზამბახიძე კი 4 000 ლარით დააჯარიმა
29 ივნისი 2026, 17:18
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი ერევანში ირანის დელეგაციის სტუმრობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებაზე: ჩვენ თუ პროირანულობას, პრორუსულობას, პროჩინეთობას გვაბრალებენ, ზოგიერთის პრაგმატული პოლიტიკა თუ დელეგაციის მასპინძლობა თურმე პროევროპელობა ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უსტანდარტობას
ქართული ოპოზიცია საქართველოს ირანთან ნებისმიერი ურთიერთობის წინააღმდეგია და ამას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ამართლებს სომხეთის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას.
29 ივნისი 2026, 17:15
მსოფლიო
„პატრიოტები ევროპისთვის“: ევროკავშირის ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპელი მოქალაქეების ინტერესებს არ ემთხვევა
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპელი მოქალაქეების ინტერესებს არ ემთხვევა. შესაბამისი საინფორმაციო ვიდეო სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკურმა ჯგუფმა გაავრცელა.
29 ივნისი 2026, 17:13
მსოფლიო
ბრიუსელი და პეკინი სავაჭრო მოლაპარაკებებს აახლებენ
ევროკავშირი და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკებებს აახლებენ. ევროპული ბლოკის კომისარი ვაჭრობის საკითხებში დღეს ბრიუსელში ჩინეთის კომერციის მინისტრს უმასპინძლებს.
29 ივნისი 2026, 17:12
სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის მას ორი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
29 ივნისი 2026, 17:09
მსოფლიო
ერდოღანი იმედოვნებს, რომ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მთავარი მიღწევა ალიანსში სოლიდარობისა და ერთიანობის გაძლიერება იქნება
„ჩვენი მთავარი მოლოდინია ისეთი შედეგების მიღწევა, რომლებიც დაიცავს მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებს, განამტკიცებს ალიანსის სოლიდარობისა და ერთიანობის სულისკვეთებას. თუ გვსურს ვებრძოლოთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ, უნდა მოვხსნათ შეზღუდვები თავდაცვის ინდუსტრიით ვაჭრობაზე, ამავდროულად კი ტვირთის განაწილება ბალანსირებულად და სამართლიანად განვახორციელოთ“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში, ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტარებისთვის გამართულ ღონისძიებაზე.
29 ივნისი 2026, 17:07
სამართალი
შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორი, რომელიც ამბობდა, რომ წყევლა შეურაცხყოფად არ მიაჩნია, სასამართლომ 3 ათასი ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამარ გიორგაძის საქმე განიხილა. ის სამართალდამრღვევად ცნეს და სამიათას ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.


