imedi /  14 მაისი 2019, 16:52 / სანდო წყარო

ალენ დელონისთვის კანის ფესტივალის ჯილდოს გადაცემას ფემინისტები ეწინააღმდეგებიან

ალენ დელონი

ალენ დელონი

72-ე კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს ლაურეატი, 83 წლის მსახიობი ალენ დელონი უნდა გახდეს, რომელმაც თავისი კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და 80-მდე ფილმში ითამაშა. 

კანის ფესტივალის კომიტეტმა, ალენ დელონისთვის საპატიო ჯილდოს გადაცემის შესახებ 17 აპრილს განაცხადა. კომიტეტმა მას „ცოცხალი ლეგენდა და კინემატოგრაფიის სიმბოლო“ უწოდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არაკომერციული ორგანიზაცია „ქალები და ჰოლივუდი“ და მისი ხელმძღვანელი მელისა სილვერშტეინი შეეწინააღმდეგა.

კრიტიკის მიზეზი რიგ საკითხებთან დაკავშირებით მსახიობის პოზიციებია. ალენ დელონი არაერთხელ გამოსულა ერთნაირსქესიანთა ქორწინების და მათთვის შვილად აყვანის უფლების მიცემის წინააღმდეგ. ასევე, მისი აზრით, დროსთან ერთად ქალები კაცებს ემსგავსებიან და რომ საფრანგეთი „თეთრი რასის წარმომადგენელი ადამიანების ქვეყნად უნდა დარჩეს“.

ინტერნეტში დელონისთვის ჯილდოს გადაცემის წინააღმდეგ პეტიციაც გავრცელდა, რომელსაც თითქმის 18 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. 

მიუხედავად წინააღმდეგობისა, კანის კინოფესტივალის კომიტეტი აცხადებს, რომ არ აპირებენ ჯილდოსთვის უარის თქმას. „ჩვენ აქ ნობელის პრემიით არ ვაჯილდოებთ ადამიანებს. ოქროს პალმის რტო მას სამსახიობო ნიჭისთვის გადაეცემა“, - განაცხადა ფესტივალის კრეატიულმა დირექტორმა ტიერი ფრემომ. 

ყველა სიახლე

ელისაბედ მეორე

26 მაისი 2019, 09:37

საქართველო

ელისაბედ მეორე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2019, 09:28

საქართველო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ვიდეო

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თბილისში იმ ადგილს ეწვია, სადაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

26 მაისი

26 მაისი 2019, 09:23

საქართველო

ლატვიის საგარეო უწყება: გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

მერაბ კოსტავა

26 მაისი 2019, 09:16

საქართველო

მამუკა ბახტაძემ მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო

" მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. მინდა ქედი მოვიხარო მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბენუა პერი

26 მაისი 2019, 09:05

სპორტი

ლიონის ტურნირი ფრანგმა ბენუა პერიმ მოიგო

მისი მეტოქე კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი იყო. ფრანგმა შეხვედრა ანგარიშით 6:4, 6:3 მოიგო. ტურნირზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილიც გამოდიოდა და მან ნახევარფინალური შეხვედრა კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დათმო.

ძეგლი

26 მაისი 2019, 08:47

კულტურა

თბილისში საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

დარეჯან ბერეკაშვილის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება. ქანდაკება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით აღიმართა.

პოლიცია

26 მაისი 2019, 08:39

ძალოვნები

დღეს თბილისში ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

26 მაისი

26 მაისი 2019, 08:26

ეკონომიკა

დღეს რუსთაველზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება

"გამოფენა-გაყიდვაზე წარდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გარდა, ღონისძიებაზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და ა.შ“, - აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

26 მაისი 2019, 08:16

მსოფლიო

ებრაელებს ურჩევენ გერმანიაში კიპა არ ატარონ

ამის მიზეზი კი ქვეყანაში გაზრდილი ანტისემიტური განწყობაა. მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ებრაელებზე თავდასხმის 90% მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ არის განხორციელებული. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი სამარცხვინოა.

26 მაისი

26 მაისი 2019, 08:05

საქართველო

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

ბორდო

26 მაისი 2019, 00:37

მსოფლიო

ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის. ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე განჩდა და მიმდებარე შენობებზე გავრცელდა, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2019, 23:50

მსოფლიო

Twitter-მა დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ორი ძმა სამუდამოდ დაბლოკა

სოციალურ ქსელში დაასკვნეს, რომ ედ და ბრაიან კრასენშტეინები იყენებდნენ ყალბ ექაუნთებს, რათა ამერიკის ლიდერის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო ფართო მასშტაბებში წარმოეჩინათ. „Twitter-ის წესები ყველაზე ვრცელდება. რამდენიმე ყალბი ანგარიშის წარმოება მკაცრად აკრძალულია“, - განაცხადეს კომპანიაში.

25 მაისი 2019, 23:25

თემა

„ისტორიული არჩევნები“. როგორ არის მოწყობილი ევროპარლამენტი და რას წყვეტს ის?

25-26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანოს უფლებამოსილებები დიდი არ არის, ამ კენჭისყრას უკვე უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის ისტორიაში.

გადაღლილობა

25 მაისი 2019, 23:21

ტექნოლოგიები

გადაღლილობა დაავადებად აღიარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) მე-11 ვერსია დაამტკიცა. სიის ახალ რედაქციაში გადაღლილობა და ლუდომანია ფსიქოლოგიური აშლილობებად დასახელდა. გადაღლილობა, რომელიც ასევე „ემოციური გადაწვის სინდრომის“ სახელით არის ცნობილი, განმარტებულია როგორც „სამსახურთან დაკავშირებული ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიკური დაუძლურება“.

პონ ჯუნ ჰო

25 მაისი 2019, 22:51

კულტურა

კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ სამხრეთკორეელმა პონ ჯუნ ჰომ მიიღო

Guardian-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულთა გამოცხადების საზეიმო ცერემონიაზე გამოაცხადა. კანის კინოფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ხელმძღვანელობდა, კორეელი რეჟისორი ფილმ „პარაზიტებისთვის“ დააჯილდოვა.

25 მაისი 2019, 22:29

კულტურა

„სამეფო კარის თამაშებში“ 6 887 პერსონაჟი მოკვდა

გამოცემა The Washington Post-მა სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ დაღუპული პერსონაჟების რიცხვი დათვალა. მათი მთლიანი ჯამი 6 887-ია. ყველაზე სასტიკი ფინალური სეზონი აღმოჩნდა. ბოლო სეზონის განმავლობაში 4 548 ცხედარი დათვალეს, რომელშიც შედიოდა როგორც მნიშვნელოვანი პერსონაჟები, ასევე უბრალო ჯარისკაცები და მოსახლეობა.

„მაკდონალდსი“

25 მაისი 2019, 22:20

ეკონომიკა

აშშ-ში „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელი გაიფიცა

სწრაფი კვების რესტორნების ქსელის „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელმა აშშ-ში გაფიცვა გამოაცხადა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი დაბალ ანაზღაურებას, სახიფათო პირობებში მუშაობას და სექსუალურ შევიწროებას აპროტესტებდნენ. პროფკავშირებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 13 ამერიკულ ქალაქში რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილები „პიკის საათში“ დატოვა.

ნიკა გვარამია

25 მაისი 2019, 22:08

საქართველო

„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ ნიკა გვარამიამ განაცხადა, ლადო ჭანტურია ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს.

25 მაისი 2019, 21:45

მსოფლიო

ბალიზე ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანი აგუნგი ამოიფრქვა, რის გამოც ქვეყნაში ასობით ავიარეისი გადაიდო. ვულკანი ღამე ამოიფრქვა. BBC-ის ცნობით, ამჟამად ყველა გადადებული ფრენა აღდგა. მიუხედავად ვულკანის გააქტიურებისა, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.

დავით ზალკალიანი

25 მაისი 2019, 20:58

საქართველო

ზალკალიანი: საინჟინრო სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს მიმდინარეობდა

„გვაქვს სამი მოცემულობა - არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაა, არის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და ერთი მესამედი სადავო ტერიტორია. საინჟინრო სამუშაოები ხდებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა.