imedi /  11 ივნისი 2019, 21:05 / სანდო წყარო

სოტბის აუქციონზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის თმას გაყიდიან

ბეთჰოვენი ბეთხოვენი

ბეთჰოვენის თმა

სოტბის აუქციონზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის თმას გაიტანენ. ლოტის საწყისი ფასი 15 ათასი ფუნტი სტერლინგია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ბევრად უფრო მაღალ ფასად გაიყიდება. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

ბეთჰოვენის თმის ავთენტიკურობა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაადასტურეს. მისი თმა აუქციონზე უკვე მეორედ იყიდება, პირველად 1994 წელს იყო. მაშინ ორმა ენთუზიასტმა თმა იმ მიზნით იყიდა, რომ გაერკვიათ რატომ ჰქონდა მაესტროს სუსტი ჯანმრთელობა. 

ისტორიის მიხედვით, თმა ბეთჰოვენის გარდაცვალებამდეა მოჭრილი. ბეთჰოვენი 1827 წლის მარტში, 56 წლისა გარდაიცვალა. 

ყველა სიახლე

ძილი დედა-შვილი

19 ოქტომბერი 2019, 22:07

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ჩაძინებისას მშობელთან ჩახუტება ბავშვისთვის სასარგებლოა

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთი მიდგომა ბავშვებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაძლიერებას უწყობს ხელს და მომავალში მათ წარმატებაზე დადებითი გავლენა აქვს.

მეგან მარკლი

19 ოქტომბერი 2019, 22:06

ტაბლოიდი

მეგან მარკლი: მე არ ვგრძნობ თავს კარგად

სამხრეთ აფრიკის სამეფო ტურში, მეგან მარკლმა Itv-ის ჟურნალისტთან, ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც დოკუმენტური გადაცემის ნაწილი იქნება. პრინც ჰარისთან ნიშნობის შემდეგ, ეს მეგანისთვის პირველი ინტერვიუა.ჰერცოგინია საკმაოდ გულახდილი აღმოჩნდა.

Qantas თვითმფრინავი

19 ოქტომბერი 2019, 21:40

ტექნოლოგიები

ავიაკომპანია Qantas-მა ყველაზე ხანგრძლივ მარშრუტზე პირველი სატესტო ფრენა დაიწყო

თვითმფრინავს 50 მგზავრი გადაჰყავს. უმეტესობა კომპანიის თანამშრომელია. ფრენის მანძილზე მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან. თვითმფრინავი სიდნეიში 19,5 საათში დაჯდება. წლის ბოლომდე ავიაკომპანია კიდევ 2 სატესტო ფრენას ჩაატარებს.

ბაქო პოლიცია

19 ოქტომბერი 2019, 21:19

მსოფლიო

სამართალდამცველებმა ბაქოში 60 დემონსტრანტი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, 42 დაკავებული მალევე გაათავისუფლეს, დანარჩენების საქმეებს კი სასამართლო განიხილავს. დაკავებულთა შორის ოპოზიციის ლიდერი ალი კერიმლიც არის. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიტინგის ჩატარების ნებართვა ერთ-ერთ სტადიონზე გასცა, ოპოზიციამ კი აქციის ჩატარება ქალაქის ცენტრში გადაწყვიტა.

ბადრი პატარკაციშვილი

19 ოქტომბერი 2019, 20:45

კულტურა

ხელოვნების მუზეუმში ბადრი პატარკაციშვილისადმი მიძღვნილი ინსტალაცია გაიხსნა

19 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ლიკა პატარკაციშვილის ინსტალაცია გაიხსნა, რომელიც შვილმა მამას - ბადრი პატარკაციშვილს მიუძღვნა. გამოფენა ვიზუალურად ავტორის ემოციებს ირეკლავს და ყვება ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო თვეების ისტორიას,

დემონსტრაცია ბარსელონაში

19 ოქტომბერი 2019, 20:43

მსოფლიო

მადრიდი ბარსელონასთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

მადრიდს მოლაპარაკებების თხოვნით კატალონიის პრეზიდენტმა კიმ ტორამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ მიმართა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მის წინადადებას უარით უპასუხა.

გორის გვირაბი

19 ოქტომბერი 2019, 19:53

საქართველო

გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვის მიზეზი გვირაბში დაგეგმილი ვენტილატორის დამონტაჟებაა. ამის გამო 11:00-დან 18:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე იმოძრავებენ.

რუსეთი ოკუპანტია

19 ოქტომბერი 2019, 19:47

საქართველო

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები გააპროტესტეს

აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია მიმდინარეობს.

ილია სულამანიძე

19 ოქტომბერი 2019, 19:28

სპორტი

ილია სულამანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ქართველმა ძიუდოსტმა ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი (-100კგ) კატეგორიაში იაპონელ მეტოქეს დაუპირსპირდა.

კვენტინ ტარანტინო

19 ოქტომბერი 2019, 19:27

კულტურა

ტარანტინომ თავისი ფილმის გადაკეთებაზე უარი განაცხადა

საუბარია ფილმზე „ერთხელ ჰოლივუდში“, რომლის 25 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერის გადადების მიზეზი მსახიობ ბრიუს ლის ქალიშვილი გახდა. მან ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ ადმინისტრაციაში საჩივარი შეიტანა, რადგან არ მოეწონა როგორ არის ასახული ფილმში მამამისი. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

შინდისი

19 ოქტომბერი 2019, 19:15

კულტურა

ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ გადაეცა. თავად დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2019, 18:50

საქართველო

კალაძე: უნდა გავაკონტროლოთ ერთმანეთი რომ ჩვენი დაუდევრობით სხვა ოჯახები არ დავაზიანოთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, გაზის გამათბობლებთან დაკავშირებით შემოწმებები გამკაცრებულია, თუმცა თავად მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება, რომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მძიმე შემთხვევის მსგავსი კიდევ არ განმეორდეს.

თემთა პალატა

19 ოქტომბერი 2019, 18:28

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის გადავადებას მისცა ხმა

ამგვარად, პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობამ ჯერ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის აუცილებელი კანონმდებლობა უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოს კენჭისყრაზე ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების პროექტი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

19 ოქტომბერი 2019, 18:26

კულტურა

ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დღეს ქართული ლიტერატურა ევროპარლამენტარმა შეაფასა

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გრძელდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული პლატფორმის მესამე დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები გერმანიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში, მიქაელ გალერმა შეაფასა,

სირია

19 ოქტომბერი 2019, 18:06

მსოფლიო

თურქეთი და ქურთები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

ანკარა აცხადებს, რომ ბოლო 36 საათის განმავლობაში ქურთებმა ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე 14 „პროვოკაციული“ თავდასხმა განახორციელეს. თავის მხრივ, ქურთული დაჯგუფებები აცხადებენ, რომ თურქეთმა ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების გასაყვანად უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

ჯაზის და ღვინის ფესტივალი

19 ოქტომბერი 2019, 17:43

კულტურა

წინანდალი ჯაზის და ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

ფესტივალი წინანდლის მამულში მიმდინარეობს. სტუმრებს ქართველი მეღვინეების მიერ წარდგენილი ღვინის და სხვადასხვა კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. ფესტივალის მუსიკალური ნაწილი იტალიურმა ბენდმა Sugar Pie And Candyman გახსნა. ფესტივალი „Jazz and Wine“ უკვე მესამედ ტარდება.

ჰილარი კლინტონი

19 ოქტომბერი 2019, 17:08

მსოფლიო

კლინტონი: რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატ კანდიდატს ამზადებს

შესაბამისი განცხადება კლინტონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გააკეთა. ის აცხადებს, რომ კრემლს წინასაარჩევნო კამპანიაში მესამე სერიოზული კანდიდატის გამოჩენა სურს, რაც ლიბერალთა ხმებს გაყოფს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპს პოსტის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ჯეინ ფონდა

19 ოქტომბერი 2019, 16:48

ტაბლოიდი

ჯეინ ფონდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს

ცნობილი მსახიობი ჯეინ ფონდა საპოტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს. გამოცემა Hollywoodreporter-ის ცნობით, ის კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად კვლავ აქციას მართავდა და მასთან ერთად მსახიობი სემ უოტერსტონი დააპატიმრეს,

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 16:35

საქართველო

გახარია მედვედევს პასუხობს

„მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რუსი კოლეგის განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და მის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ ექნება.

დამბის გარღვევა რუსეთი

19 ოქტომბერი 2019, 16:24

მსოფლიო

რუსეთში დამბის გარღვევის შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, დაშავებულია 14. კიდევ 13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რადგან სამართალდამცველების ვარაუდით დამბაზე შესაძლოა უსაფრთხოების ზომებს არ იცავდნენ.