imedi /  26 ივნისი 2019, 00:30 / სანდო წყარო

ნაომი კემპბელი: მოდის ინდუსტრიაში კანის ფერის თემა ისევ გამოწვევაა

ნაომი კემპბელი

ნაომი კემპბელი

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში კანის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები გაუმჯობესდა, ძველებურად მაინც "დიდ საქმედ" ითვლება როდესაც მოდის ცნობილი ჟურნალების გარეკანზე ფერადკანიანია გამოსახული. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში თქვა.

ნაომი კემპბელის თქმით, მოდის ინდუსტრიაში ბევრი ცვლილება და გარდატეხა მოხდა, თუმცა არასაკმარისი. სუპერმოდელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბრიტანული Vogue-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ალექსანდრა შულმანის მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით და თქვა, რომ მაშინ ჟურნალში ნაკლებად ჩნდებოდნენ ფერადკანიანი მოდელები. 

2017 წლის აპრილში მოდის ჟურნალ Vogue-ის ბრიტანული გამოცემის მთავარი რედაქტორი, გამოცემის 100-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად კაცი - 45 წლის ედუარდ ენინფული გახდა.

ენინფული წარმოშობით აფრიკის სახელმწიფო განადან არის. მან ბრიტანული Vogue-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ალექსანდრა შულმანი შეცვალა, რომელიც 25 წელი ხელმძღვანელობდა გამოცემას. 

ყველა სიახლე

პაატა სალია

19 ივლისი 2019, 10:36

საქართველო

ახალი გენერალური დირექტორი თანამშრომლებთან შესახვედრად „რუსთავი 2“-ში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის შენობაში მივიდა. როგორც სალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის დღეს ჟურნალისტებს შეხვდება და ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ სიტუაციას გაეცნობა.

ლედი გაგა

19 ივლისი 2019, 10:20

ტაბლოიდი

ლედი გაგამ ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა

ოსკაროსანმა მუსიკოსმა ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა. ამის შესახებ Vogue წერს. ანუკის დიზაინით შექმნილი ტყავის კაბით ლედი გაგა თავისი კოსმეტიკის ხაზის წარდგენაზე მივიდა. ანუკი არეშიძემ ეს კაბა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარადგინა. ნამუშევარი 2019/20-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.

19 ივლისი 2019, 10:20

ძალოვნები

აბიტურიენტისგან ქრთამის აღების ბრალდებით სამედიცინო უნივერისტეტის სპეციალისტი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.

თბილისის მეტრო

19 ივლისი 2019, 10:18

საქართველო

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებულია. როგორც imedinews-ს ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

19 ივლისი 2019, 09:57

საქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

კერძოდ, 37% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მეირ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა, 34%-ის აზრით, ისინი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ენდობიან. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

სამების საკათედრო ტაძარი

19 ივლისი 2019, 09:50

საქართველო

IRI: ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად.

19 ივლისი 2019, 09:45

საქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს

კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:39

ძალოვნები

არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

19 ივლისი 2019, 09:36

ეკონომიკა

IRI: გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა

გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ბოლო ერთ წელიწადში ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 30% მიიჩნევს, რომ ძალიან გაუარესდა. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:22

საქართველო

IRI: არჩევნების შემთხვევაში გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“ , 22% კი „ნაციონალურ მოძრაობას“მისცემდა ხმას

სხვა პარტიების შედეგი ასეთია: „ევროპული საქართველო“ 7 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5 %, „ლეიბორისტული პარტია“ 5 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2 %, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ – 2 %, „შენების მოძრაობა“ – 2%, „გირჩი“ 1%.

მოსკოვი

19 ივლისი 2019, 09:13

საქართველო

IRI: რუსეთთან დიალოგის გაგრძელება გამოკითხულთა 46%-ს სურს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 30%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 7%, სრულად ეწინააღმდეგება 12%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:07

საქართველო

IRI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 57% უჭერს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 18%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 4%, სრულად ეწინააღმდეგება 8%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:01

საქართველო

IRI: ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 49% უჭერს მხარს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 19%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 6%, სრულად ეწინააღმდეგება 13%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 08:55

სპორტი

ბაჩანა არაბული საბერძნეთში ითამაშებს

ამის შესახებ ინფორმაციას „პანიონიოსის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.25 წლის თავდამსხმელმა საბერძნეთის სუპერლიგის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.არაბული მანამდე უნგრული კლუბებში, „ბალმაზუივაროშსა“ და „პუშკაშის აკადემაში“ თამაშობდა.

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ივლისი 2019, 08:47

მსოფლიო

ტრამპი: თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი გადაწყვეტილი არაა

"რთული სიტუცია. ვაკვირდებით და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვნახოთ რა იქნება",- უთხრა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამანადგურებელი F-35-ს თურქეთს აღარ მიჰყიდის. ანკარისთვის ამ შეზღუდვის დაწესების მიზეზი ის გახდა, რომ თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა შეიძინა.

19 ივლისი 2019, 08:34

ძალოვნები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი ადამიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დაკავებულ სოსო ბაჯელიძეს და ცოტნე ცოტნიაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო დღეს 12:30 საათზე იმსჯელებს. ლევან ჯიქურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 11:00 საათზე მოხდება, სადაც ბრალდებული მკურნალობს.

19 ივლისი 2019, 08:25

კულტურა

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად ქართველი დაინიშნა

ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის ხელმძღვანელის პოსტებს შეითავსებს. აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

სერგეი ლავროვი

19 ივლისი 2019, 08:05

საქართველო

ლავროვი: არ მოგვწონს მცდელობები, რომ მედია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის დასანგრევად გამოიყენონ

"ჩვენ ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები გვსურს. არ მოგვწონს მცდელობები, რომ „პროდასავლური დამოუკიდებელი“ მედია გამოყენებული იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის დასანგრევად“, - განაცხადა ლავროვმა. სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

სკანდინავიელი ტურისტების მკვლელები

19 ივლისი 2019, 00:42

მსოფლიო

მაროკოში სკანდინავიელი ტურისტების მკვლელებს სიკვდილი მიუსაჯეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებს, რომლებსაც ბრალი მაროკოში ორი სკანდინავიელი ტურისტის მკვლელობაში ედებოდათ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 24 წლის დანიელის, ლუიზა ვესტერაგერ იესპერსენისა და 28 წლის ნორვეგიელის, მარენ უელანდის თავმოჭრილი გვამები მაროკოში გასული წლის დეკებმერში აღმოაჩინეს.

 Lotus Evija

19 ივლისი 2019, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანული Lotus-ი ახალ სუპერმანქანას შექმნის

ბრიტანული ავტომწარმოებელი Lotus -ი სუპერმანქანების დარგში ლიდერობის დაბრუნებისთვის იბრძვის. კომპანია ახალ ავტომობილ Evija-ს შექმნის, რომლიც კომპანიას ელიტური ავტომობილების ბაზარზე დააბრუნებს. ახალი ელექტრომობილი 2000 ცხენის ძალის სიჩქარეს განავითარებს. კომპანია წარმოებაში პირველ ეტაპზე 130 ავტომობილს ჩაუშვებს.