პირველი აზიური ევროვიზია ტაილანდში გაიმართება
ფოტო: EBU
პირველი აზიური „ევროვიზია“ ნოემბერში ბანგკოკში გაიმართება. ინფორმაციას ევროპის მაუწყებელთა კავშირი ადასტურებს, რომელიც ამ კონკურსის ორგანიზატორია. მათი მონაცემებით, მონაწილეობაზე განაცხადი უკვე 10-მა ქვეყანამ შეიტანა: სამხრეთ კორეამ, ტაილანდმა, ფილიპინებმა, ვიეტნამმა, მალაიზიამ, კამბოჯამ, ლაოსმა, ბანგლადეშმა, ნეპალმა და ბუტანმა. აზიური „ევროვიზიის“ პოტენციური აუდიტორია 600 მილიონ ადამიანად არის შეფასებული.
ევროპული კონკურსის მსგავსად, თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს უახლოეს თვეებში ეროვნული შესარჩევი ეტაპების შედეგად გამოავლენენ. ფინალი 14 ნოემბერს, ტაილანდის დედაქალაქში ჩატარდება.
რაც შეეხება ევროპულ „ევროვიზიას“, 2026 წლის კონკურსი ვენაში, 12-დან 16 მაისამდე გაიმართება. საქართველოს მასზე ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს, სიმღერით On Replay.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 11:26
ტექნოლოგიები
იტალიელი მეცნიერების ვარაუდით, გიზის პლატოს ქვეშ მეორე სფინქსი იმალება
ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ბიონდის განმარტებით, როდესაც მათ პირამიდებიდან არსებულ სფინქსამდე ხაზები გაავლეს და ეს გეომეტრია სარკისებურად აირეკლეს, ზუსტად იმ წერტილზე გავიდნენ, სადაც მიწისქვეშ მასშტაბური სტრუქტურა ფიქსირდება. ბიონდი 80%-ით დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მეორე სფინქსია. მისივე თქმით, ეს თეორია სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ცნობილ „სიზმრის სტელაზე“ (რომელიც სფინქსის თათებს შორის მდებარეობს) გამოსახულია ორი სფინქსი, რაც დიდი ხანია აჩენდა ეჭვს, რომ მონუმენტს მეწყვილე ჰყავდა.
31 მარტი 2026, 11:24
პოლიტიკა
ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას - მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა - პრემიერის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. კავშირები მყარდება, საქართველო კი დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება
თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე.
31 მარტი 2026, 11:22
საზოგადოება
ირაკლი ანთაძე: მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თავისუფალი გადაადგილების საკითხი ერგნეთში შეხვედრაზე აუცილებლად გაჟღერდება, რათა მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოებზე დაუბრკოლებლად გასვლა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 131-ე სამუშაო შეხვედრა იმართება. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს,მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს განიხილავენ.
31 მარტი 2026, 11:19
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
31 მარტი 2026, 11:18
პოლიტიკა
ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კომუნიკაციაა, რაც გვაძლევს იმედს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა, მართლაც ახალი ფურცლიდან, ორივე მხარისთვის სასარგებლო მიმართულებით განვითარდება
ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რაც გვაძლევს ჩვენ იმის იმედს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა, მართლაც ახალი ფურცლიდან, ორივე მხარისთვის სასარგებლო მიმართულებით განვითარდება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
31 მარტი 2026, 11:16
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას,- წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
31 მარტი 2026, 11:15
საზოგადოება
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის განცხადებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი პურის ღირებულებაზე არ აისახება
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი პურის ღირებულებაზე არ აისახება.
31 მარტი 2026, 11:14
კულტურა
BTS-ის ახალი ალბომი Billboard 200-ის ლიდერი გახდა
პირველ კვირაში რელიზმა 641,000 ალბომის ეკვივალენტური ერთეული დააგროვა - ეს ჯგუფისთვის საუკეთესო შედეგია 2014 წლის შემდეგ, როდესაც Billboard-მა სტრიმინგისა და გაყიდვების ერთობლივად აღრიცხვა დაიწყო. აქედან 532,000 ალბომის „სუფთა“ გაყიდვებია, რაც ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჯგუფებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახდა.
31 მარტი 2026, 11:13
მსოფლიო
ალექსეი არესტოვიჩი: ზელენსკი ტრამპისა და მთელი მისი ადმინისტრაციისთვის აუტანელი ფიგურაა. ვარაუდობენ, რომ ის მშვიდობის ერთადერთი დაბრკოლებაა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განრისხებულია და მათი მხრიდან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მთავარ დაბრკოლებად აღიქმება.
31 მარტი 2026, 11:12
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი პარტნიორობის განახლების კიდევ ერთი დამადასტურებელი სიგნალია
სატელეფონო საუბარი პარტნიორობის განახლების კიდევ ერთი დამადასტურებელი სიგნალია, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რითაც, ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
31 მარტი 2026, 11:07
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო: ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და განათლების მინისტრმა ისაუბრეს გაცვლით პროგრამებზე, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის კავშირს უწყობს ხელს
გუშინ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი განათლების მინისტრ მიქანაძეს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
31 მარტი 2026, 11:00
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ა.რ, 1984 წელს დაბადებული მ.ნ, 2004 წელს დაბადებული ა.მ. და 2003 წელს დაბადებული ტ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
31 მარტი 2026, 10:59
ტექნოლოგიები
ავსტრია 14 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს
ავსტრიის მთავრობამ ბავშვთა ონლაინ დაცვის ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც 14 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. ეს შეზღუდვა სავალდებულო გახდება ისეთი პლატფორმებისთვის, როგორებიცაა Instagram-ი, TikTok-ი და Snapchat-ი.
31 მარტი 2026, 10:53
საზოგადოება
ეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრდება აქციზის განაკვეთი. სეფაშვილმა თქვა, რომ ტარიფები უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი.
31 მარტი 2026, 10:37
მსოფლიო
ზელენსკი: ტრამპი პუტინის შესაჩერებლად სხვა გზას, დონეცკიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანისა გარდა, ვერ ხედავს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ომის შესაჩერებლად უკრაინაზე წნეხს ახორციელებენ და ითხოვენ, რომ უკრაინულმა ჯარმა ტერიტორიები დატოვოს.
31 მარტი 2026, 10:37
სამართალი
კკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი: 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
31 მარტი 2026, 10:33
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა იმერეთის თვითმმართველობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
„მელიორაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უშუალოდ ფერმერებისგან მოვისმინოთ დარგში არსებული გამოწვევები და მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ მათი ეფექტიანი გადაჭრა“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა.
31 მარტი 2026, 10:29
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის\ თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.
31 მარტი 2026, 10:27
ტაბლოიდი
სიდნეიში „ტორტების პიკნიკმა“ ასობით ადამიანს უმასპინძლა
პროექტის ავტორი Google-ის თანამშრომელი და მოყვარული კონდიტერი, ელისა სუნგაა. მან 2 წლის წინ სან-ფრანცისკოში უბრალო ონლაინ მიწვევა გამოაქვეყნა ერთი პირობით: ყველას უნდა მოეტანა ტორტი. მას შემდეგ იდეამ მასშტაბური სახე მიიღო და პიკნიკზე დასასწრები ბილეთები დუბაიში, ლონდონსა და ნიუ-იორკში მომენტალურად იყიდება.
31 მარტი 2026, 10:22
მსოფლიო
„ცაჰალი“ ლიბანის სამხრეთით ოთხი მოკლული ებრაელი ჯარისკაცის შესახებ იუწყება
სამხრეთ ლიბანში საომარი მოქმედებების დროს ოთხი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია (“ცაჰალი“) ავრცელებს.


