31 მარტი 2026, 11:07 / სანდო წყარო

აშშ-ის საელჩო: ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და განათლების მინისტრმა ისაუბრეს გაცვლით პროგრამებზე, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის კავშირს უწყობს ხელს

გუშინ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი განათლების მინისტრ მიქანაძეს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მათ ისაუბრეს აშშ-ის გაცვლით პროგრამებზე, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის კავშირს უწყობს ხელს და 34-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

31 მარტი 2026, 12:55

სამართალი

სუს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 12:54

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2025-2026 წლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონოდ მოჭრა 34 ძირი ცაცხვის და 13 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე. მოპოვებული მასალა კი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა. 2026 წლის 28 მარტს, მეორე ბრალდებული არარეგისტრირებული, მოძრავი სახერხი დანადგარის გამოყენებით ახდენდა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის დამუშავებასა და ფიცრების დამზადებას, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ვახტანგ ცინცაძე

31 მარტი 2026, 12:53

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: 2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს გაუტოლდა

„მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმაც - ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა და 1,026.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გამორიცხვით) 659.7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 70.0%-იანი ზრდაა“.

31 მარტი 2026, 12:52

რეგიონი

ხაშურის მუნიციპალიტეტს ათეა-ს საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო გადაეცა

ხაშურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი მერია ავრცელებს.

კაია კალასი ანდრეი სიბიგა

31 მარტი 2026, 12:45

მსოფლიო

კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

31 მარტი 2026, 12:45

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.

ირაკლი კირცხალია

31 მარტი 2026, 12:42

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს

„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

31 მარტი 2026, 12:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

ირაკლი კირცხალია

31 მარტი 2026, 12:37

პოლიტიკა

კირცხალია: 31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა

31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

31 მარტი 2026, 12:29

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი - „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პირველი მოსმენით წარადგინა.

31 მარტი 2026, 12:27

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

31 მარტი 2026, 12:26

პოლიტიკა

პარლამენტის პლენარული სხდომა ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო

პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.

31 მარტი 2026, 12:08

მსოფლიო

AP: აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა 4 დოლარს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის შემდეგ

აშშ-ში ერთ გალონ ბენზინზე ფასი 4 დოლარს გადასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი

31 მარტი 2026, 12:03

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა

,,1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს ურყევი ნება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

სელინ დიონი

31 მარტი 2026, 11:58

კულტურა

სელინ დიონმა სცენაზე დაბრუნების შესახებ განაცხადა

„წელს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარს მივიღებ. მექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდე თქვენთან და ამ შემოდგომიდან კვლავ ვიმღერო თქვენთვის პარიზში“, - განაცხადა დიონმა ფრანგული ტელეარხის, France 2-ის ეთერში. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მომღერალმა ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ „საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს“ და თავს კარგად გრძნობს. „მე ისევ ვმღერი და ცოტას ვცეკვავ კიდეც“, - თქვა მან.

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2026, 11:47

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი მზადაა ირანთან ომი ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე დაასრულოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს უთხრა, რომ ის მზადაა ირანში სამხედრო კამპანია დაასრულოს ისე, რომ ჰორმუზის სრუტე არსებითად ჩაკეტილი დარჩეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 11:36

რეგიონი

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან განიხილეს

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში პროგრამის განხორციელების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზებულად წარმართვისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

31 მარტი 2026, 11:26

ტექნოლოგიები

იტალიელი მეცნიერების ვარაუდით, გიზის პლატოს ქვეშ მეორე სფინქსი იმალება

ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ბიონდის განმარტებით, როდესაც მათ პირამიდებიდან არსებულ სფინქსამდე ხაზები გაავლეს და ეს გეომეტრია სარკისებურად აირეკლეს, ზუსტად იმ წერტილზე გავიდნენ, სადაც მიწისქვეშ მასშტაბური სტრუქტურა ფიქსირდება. ბიონდი 80%-ით დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მეორე სფინქსია. მისივე თქმით, ეს თეორია სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ცნობილ „სიზმრის სტელაზე“ (რომელიც სფინქსის თათებს შორის მდებარეობს) გამოსახულია ორი სფინქსი, რაც დიდი ხანია აჩენდა ეჭვს, რომ მონუმენტს მეწყვილე ჰყავდა.

გიორგი ზერეკიძე

31 მარტი 2026, 11:24

პოლიტიკა

ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას - მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა - პრემიერის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. კავშირები მყარდება, საქართველო კი დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება

თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე.

31 მარტი 2026, 11:23

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და კობახიძესთან რუბიოს ზარი არის აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და ადმინისტრაციისგან, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე, სუვერენული სახელმწიფო და ხელისუფლება ლეგიტიმური

ნურავის ეგონება, რომ თეთრ სახლში ვინმე ვინმეს შემთხვევით პატიჟებს ან ვინმე ვინმეს შემთხვევით ურეკავს. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და პრემიერ კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან იმისა, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე და სუვერენული სახელმწიფო, ხოლო მისი ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი.