31 მარტი 2026, 11:47 / სანდო წყარო

The Wall Street Journal: ტრამპი მზადაა ირანთან ომი ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე დაასრულოს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს უთხრა, რომ ის მზადაა ირანში სამხედრო კამპანია დაასრულოს ისე, რომ ჰორმუზის სრუტე არსებითად ჩაკეტილი დარჩეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო დღეებში ტრამპი და მისი თანაშემწეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის საკვანძო ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაცია კონფლიქტს დროში გაწელავს.

ამიტომაც, როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ტრამპმა ჩათვალა, აშშ-მა თავის მთავარი მიზნებს, ირანული ფლოტის პარალიზებისა და რაკეტების მარაგების განადგურების ჩათვლით, უნდა მიაღწიოს. პარალელურად ვაშინგტონი თეირანზე დიპლომატიურ წნეხს გააგრძელებს, რათა თავისუფალი ნაოსნობა აღადგინოს.

თუ ვაშინგტონი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს, ის ევროპასა და სპარსეთის ყურეში მოკავშირეებზე წნეხს გააგრძელებს, რათა მათ ჰორმუზის გახსნის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, არსებობს რამდენიმე სამხედრო ვარიანტი, რომლის განხილვა ტრამპს შეუძლია, მაგრამ ახლა ეს მის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

ყველა სიახლე

31 მარტი 2026, 13:08

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა, რომლის მიზანს გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

31 მარტი 2026, 13:07

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა - ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს

„დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ოჯახის შექმნა არის მხარდაჭერილი, მრავალშვილიანობა - წახალისებული და დედობა - დაფასებული, როგორც სოციალური და ეროვნული მნიშვნელობის ფუნქცია“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

31 მარტი 2026, 13:06

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დემოგრაფია არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკის სფერო. ის განსაზღვრავს სახელმწიფოს გრძელვადიან მდგრადობას, ეკონომიკურ პოტენციალს და მის სტრატეგიულ გამძლეობას რეგიონში

„ქვეყანა, რომელსაც უჭირს საკუთარი დემოგრაფიული პოტენციალის შენარჩუნება, დროთა განმავლობაში კარგავს სტრატეგიულ წონას. ამასთან, დემოგრაფიული სიმცირე ზრდის მოწყვლადობას გარე გავლენების მიმართ — ეკონომიკურ, სოციალურ და, გარკვეულ შემთხვევებში, პოლიტიკურ დონეზეც“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შალვა პაპუაშვილი

31 მარტი 2026, 13:05

პოლიტიკა

პაპუაშვილი: რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა - მისი ღვაწლი იქნება არამხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ თანმდევი ჩვენი სახელმწიფოსი, ეკლესიის და საზოგადოებრივი ცნობიერების

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

31 მარტი 2026, 13:01

სამართალი

შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს.

ლადო სადღობელაშვილი

31 მარტი 2026, 12:58

პოლიტიკა

სადღობელაშვილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებაზე: აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს - შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება

„ბოლო დღეებში აშკარაა, როგორ ცდილობს ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებას - მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა მელანია ტრამპ-ის მიწვევით და რაც ყველაზე საინტერესოა ამ თემის აქტუალურობა საეჭვოდ არ იკარგება! თითქოს “ვიღაცა” სერიოზულად გაღიზიანდა აღნიშნული ვიზიტით და ამ ვიზიტის დინამიური შედეგებით. თუ ცივად და სტრატეგიულად შევხედავთ, ეს ამბავი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოპოზიციის მიერ ერთი ვიზიტის „გაფუჭების“ მცდელობა. აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს - შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“.

31 მარტი 2026, 12:55

სამართალი

სუს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 12:54

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2025-2026 წლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონოდ მოჭრა 34 ძირი ცაცხვის და 13 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე. მოპოვებული მასალა კი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა. 2026 წლის 28 მარტს, მეორე ბრალდებული არარეგისტრირებული, მოძრავი სახერხი დანადგარის გამოყენებით ახდენდა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის დამუშავებასა და ფიცრების დამზადებას, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ვახტანგ ცინცაძე

31 მარტი 2026, 12:53

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: 2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს გაუტოლდა

„მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმაც - ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა და 1,026.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გამორიცხვით) 659.7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 70.0%-იანი ზრდაა“.

31 მარტი 2026, 12:52

რეგიონი

ხაშურის მუნიციპალიტეტს ათეა-ს საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო გადაეცა

ხაშურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი მერია ავრცელებს.

კაია კალასი ანდრეი სიბიგა

31 მარტი 2026, 12:45

მსოფლიო

კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

31 მარტი 2026, 12:45

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.

ირაკლი კირცხალია

31 მარტი 2026, 12:42

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს

„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

31 მარტი 2026, 12:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

ირაკლი კირცხალია

31 მარტი 2026, 12:37

პოლიტიკა

კირცხალია: 31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა

31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

31 მარტი 2026, 12:29

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი - „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პირველი მოსმენით წარადგინა.

31 მარტი 2026, 12:27

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

31 მარტი 2026, 12:26

პოლიტიკა

პარლამენტის პლენარული სხდომა ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო

პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.

31 მარტი 2026, 12:08

მსოფლიო

AP: აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა 4 დოლარს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის შემდეგ

აშშ-ში ერთ გალონ ბენზინზე ფასი 4 დოლარს გადასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი

31 მარტი 2026, 12:03

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა

,,1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს ურყევი ნება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.