ლიზა გეგეჭკორი: თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და კობახიძესთან რუბიოს ზარი არის აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და ადმინისტრაციისგან, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე, სუვერენული სახელმწიფო და ხელისუფლება ლეგიტიმური
ფოტო: Imedinews
ნურავის ეგონება, რომ თეთრ სახლში ვინმე ვინმეს შემთხვევით პატიჟებს ან ვინმე ვინმეს შემთხვევით ურეკავს. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და პრემიერ კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან იმისა, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე და სუვერენული სახელმწიფო, ხოლო მისი ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი.
მისივე თქმით, თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში, პრემიერის პირდაპირი კომუნიკაცია ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები ერთ მიზანს ემსახურება - საქართველოს ინტერესების დაცვას და იმ გაუგებრობების დასრულებას, რაც წლების განმავლობაში ხელოვნურად იქმნებოდა რადიკალური ჯგუფების მიერ.
„ბოლო დღეებია, თვალს ვადევნებთ ტვ უკანასკნელებისა და ჩვენი ნულოვანი ოპოზიციური სპექტრის სასოწარკვეთილ მცდელობას, როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც დაამატეს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძის გუშინდელი პირდაპირი კომუნიკაციის გაუფასურების უბადრუკი მცდელობა.
როცა არგუმენტი არ გაქვს, როცა შენი ერთადერთი იარაღი ღვარძლია და როცა ხედავ, რომ შენი ქვეყნის წარმატება შენს პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს, სწორედ მაშინ იწყება ის ისტერიკა, რასაც ვხედავთ. მაგრამ მოდით, ემოციები გვერდით გადავდოთ და ცივი გონებით შევხედოთ იმ გეოპოლიტიკურ მოზაიკას, რომელიც ჩვენს თვალწინ იწყობა.
1. საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი აშშ-ში, პირველი ლედის, მელანია ტრამპის პირადი მიწვევით, არ არის მხოლოდ „პროტოკოლური მიწვევა“. ეს არის უმძლავრესი პოლიტიკური სიგნალი. ვაშინგტონი, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ნათლად აჩვენებს, ვის აღიქვამს ლეგიტიმურ და ღირსეულ პარტნიორად. თამარ ბაგრატიონი, თავისი თავშეკავებულობითა და ღირსებით, საუკეთესოდ წარმოაჩენს იმ საქართველოს, რომელიც არავის წინაშე არ დგას მუხლებზე, მაგრამ მზად არის თანასწორი და მეგობრული ურთიერთობებისთვის.
2. გუშინდელი სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის იყო წერტილი იმ სპეკულაციებზე, თითქოს საქართველო იზოლაციაშია. როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, წამყვანი ფიგურა ტრამპის ადმინისტრაციაში, პირადად განიხილავს სტრატეგიულ საკითხებს საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ეს ნიშნავს, რომ „ურთიერთობების გადატვირთვა“ აღარ არის მხოლოდ სურვილი – ეს უკვე პროცესია.
შევხედოთ სურათს მთლიანობაში:
თამარ ბაგრატიონის ელეგანტური და ეფექტური ვიზიტი ვაშინგტონში;
პრემიერის პირდაპირი კომუნიკაცია ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უმაღლეს დონეზე;
მანამდე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები;
ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება - საქართველოს ინტერესების დაცვას და იმ გაუგებრობების დასრულებას, რაც წლების განმავლობაში ხელოვნურად იქმნებოდა რადიკალური ჯგუფების მიერ.
რატომ სტკივათ ასე?
იმიტომ, რომ ოპოზიციის მთელი ნარატივი და ფუჭი იმედი „იზოლაციაზე“, ჩამოიშალა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საქართველო დასავლეთთან ხიდებს დაწვავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ შეინარჩუნა ხიდები, არამედ ახალი, უფრო მყარი საყრდენების მშენებლობა დაიწყო - ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის.
ნურავის ეგონება, რომ თეთრ სახლში ვინმე ვინმეს შემთხვევით პატიჟებს ან ვინმე ვინმეს შემთხვევით ურეკავს. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და პრემიერ კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან იმისა, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე და სუვერენული სახელმწიფო, ხოლო მისი ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება. რამდენიც არ უნდა ეცადონ ნაძირალებმა ამ ყველაფრის სხვანაირად შეფუთვას, ფაქტი ფაქტად რჩება.
ჩვენ კი, მხოლოდ ის დაგვრჩენია, სიამაყით ვუყუროთ, როგორ იბრუნებს საქართველო თავის ადგილს მსოფლიო პოლიტიკის დიდ სცენაზე.
ჩვენი ქვეყანა წინ წავა და გაიმარჯვებს, აკაცუკები კი როგორც აქამდეც არაერთხელ მითქვამს, ჩარჩებიან ჭაობში, თუ საკუთარ ქვეყანას არ შეიყვარებენ“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 13:01
სამართალი
შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს.
31 მარტი 2026, 12:58
პოლიტიკა
სადღობელაშვილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებაზე: აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს - შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება
„ბოლო დღეებში აშკარაა, როგორ ცდილობს ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებას - მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა მელანია ტრამპ-ის მიწვევით და რაც ყველაზე საინტერესოა ამ თემის აქტუალურობა საეჭვოდ არ იკარგება! თითქოს “ვიღაცა” სერიოზულად გაღიზიანდა აღნიშნული ვიზიტით და ამ ვიზიტის დინამიური შედეგებით. თუ ცივად და სტრატეგიულად შევხედავთ, ეს ამბავი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოპოზიციის მიერ ერთი ვიზიტის „გაფუჭების“ მცდელობა. აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს - შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“.
31 მარტი 2026, 12:55
სამართალი
სუს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 12:54
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2025-2026 წლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონოდ მოჭრა 34 ძირი ცაცხვის და 13 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე. მოპოვებული მასალა კი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა. 2026 წლის 28 მარტს, მეორე ბრალდებული არარეგისტრირებული, მოძრავი სახერხი დანადგარის გამოყენებით ახდენდა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის დამუშავებასა და ფიცრების დამზადებას, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
31 მარტი 2026, 12:53
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: 2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს გაუტოლდა
„მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმაც - ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა და 1,026.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გამორიცხვით) 659.7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 70.0%-იანი ზრდაა“.
31 მარტი 2026, 12:52
რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტს ათეა-ს საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო გადაეცა
ხაშურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი მერია ავრცელებს.
31 მარტი 2026, 12:45
მსოფლიო
კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
31 მარტი 2026, 12:45
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.
31 მარტი 2026, 12:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს
„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
31 მარტი 2026, 12:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.
31 მარტი 2026, 12:37
პოლიტიკა
კირცხალია: 31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა
31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
31 მარტი 2026, 12:29
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი - „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პირველი მოსმენით წარადგინა.
31 მარტი 2026, 12:27
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
31 მარტი 2026, 12:26
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარული სხდომა ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო
პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.
31 მარტი 2026, 12:08
მსოფლიო
AP: აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა 4 დოლარს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის შემდეგ
აშშ-ში ერთ გალონ ბენზინზე ფასი 4 დოლარს გადასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 12:03
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა
,,1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს ურყევი ნება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.
31 მარტი 2026, 11:58
კულტურა
სელინ დიონმა სცენაზე დაბრუნების შესახებ განაცხადა
„წელს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარს მივიღებ. მექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდე თქვენთან და ამ შემოდგომიდან კვლავ ვიმღერო თქვენთვის პარიზში“, - განაცხადა დიონმა ფრანგული ტელეარხის, France 2-ის ეთერში. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მომღერალმა ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ „საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს“ და თავს კარგად გრძნობს. „მე ისევ ვმღერი და ცოტას ვცეკვავ კიდეც“, - თქვა მან.
31 მარტი 2026, 11:47
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი მზადაა ირანთან ომი ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე დაასრულოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს უთხრა, რომ ის მზადაა ირანში სამხედრო კამპანია დაასრულოს ისე, რომ ჰორმუზის სრუტე არსებითად ჩაკეტილი დარჩეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 11:36
რეგიონი
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან განიხილეს
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში პროგრამის განხორციელების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზებულად წარმართვისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
31 მარტი 2026, 11:26
ტექნოლოგიები
იტალიელი მეცნიერების ვარაუდით, გიზის პლატოს ქვეშ მეორე სფინქსი იმალება
ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ბიონდის განმარტებით, როდესაც მათ პირამიდებიდან არსებულ სფინქსამდე ხაზები გაავლეს და ეს გეომეტრია სარკისებურად აირეკლეს, ზუსტად იმ წერტილზე გავიდნენ, სადაც მიწისქვეშ მასშტაბური სტრუქტურა ფიქსირდება. ბიონდი 80%-ით დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მეორე სფინქსია. მისივე თქმით, ეს თეორია სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ცნობილ „სიზმრის სტელაზე“ (რომელიც სფინქსის თათებს შორის მდებარეობს) გამოსახულია ორი სფინქსი, რაც დიდი ხანია აჩენდა ეჭვს, რომ მონუმენტს მეწყვილე ჰყავდა.


