imedi /  26 ივლისი 2019, 21:56 / სანდო წყარო

ვენეციის კინოფესტივალის 2019 წლის პროგრამა გამოქვეყნდა

ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის 76-ე კინოფესტივალმა პროგრამა გამოაცხადა. წელს „ოქროს ლომისთვის“ იბრძოლებენ რომან პოლანსკი, როი ანდერსონი, ჰიროკაძუ კორეედა, სტივენ სპილბერგი და სხვა რეჟისორები. კონკურსანტ ფილმებში რეკორდულად ბევრი კინოვარსკვლავი მონაწილეობს, ბრეტ პიტით დაწყებული, რობერტ დე ნიროთი დამთავრებული. და ბოლოს, ვენეციის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა არის ის, რომ პირველად ისტორიაში ძირითად კონკურსში მონაწილეობს ფილმი, რომელიც კომიკსს ეფუძნება. ეს არის „ჯოკერი“ ჰოაკინ ფენიქსის მონაწილეობით. 

ევროპულ კინოფესტივალებს ამდენი ვარსკვლავი ერთად დიდი ხანია არ უნახავს. ესენი არიან ბრედ პიტი, ტომი ლი ჯონსი, რეობერტ დე ნირო, ჰოაკინ ფენიქსი, პენელოპა კრუზი, გაელ გარსია ბერნალე, ჟულიეტ ბინოში, იტან ჰოუკი, სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი, კატრინ დენევი, ჯონი დეპი, დევიდ ტიულისი, რობერტ პატისონი, მერილ სტრიპი, ჟან დიუჟარდენი - ესეც კონკურსის მონაწილეების ჩამონათვალია და არა სრული სია.

კონკურსანტ რეჟისორებს შორის, რომლებიც „ოქროს ლომის“ პრეტენდენტები არიან, რამდენიმე ცოცხალი კლასიკოსია. პირველ რიგში, ესაა 85 წლის რომან პოლანსკი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა #MeToo-ს ტალღაზე ყველა სიიდან ამოშლილია, ევროპულ ფესტივალებზე პატივსაცემ სტუმრად მიიჩნევენ. მისი „მე ბრალს ვდებ“ („J’Accuse“), ჟან დიუჟარდენით მთავარ როლში, დრეიფუსის საქმეს ეხება - პროცესს, რომლიდანაც თანამედროვე ევროპული ანტისემიტიზმი დაიბადა. მეორე ცნობილი რეჟისორი - როი ანდერსონია, რომელსაც წინა ფილმმა „მტრედი ტოტზე ზის და ცხოვრების საზრისზე ფიქრობს“, მას „ოქროს ლომი“ მოუტანა. ახალი ფილმი, რომელზეც გავლენა მოახდინა „ათას ერთი ღამის ზღაპრებმა“, „უსუსრულობის შესახებ“ („About Endlessness“) ჰქვია.      

ყველა ელოდება იაპონელი ჰიროკაძუ კორეედას პირველ ევროპულ ფილმს - სწორედ მისი „მაღაზიის ქურდები“ იქცა კანის სენსაციად, მიიღო რა შარშან ამ ფესტივალის მთავარი პრიზი; კინოჩვენებას ეს ფილმი გახსნის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა სტივენ სოდერბერგია - ბოლო ოცი წლის დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული „სამრეცხაო“ პანამის დოკუმენტებს ეძღვნება და ცნობილი ადამიანების დიდ ჯგუფს მოუყარა თავი.     

ოდნავ ნაკლებად ცნობილები არიან ფესტივალების მუდმივი სტუმრები: ამერიკელები ჯეიმს გრეი (ეპიკური ფანტასტიკა „ვარსკვლავებისკენ“ ბრედ პიტის მონაწილეობით) და ნოა ბაუმბახი („ქორწინების ისტორია“); ფრანგები რობერ გედიგიანი („გლორია მუნდი“) და ოლივიე ასაიასი („კრაზანების ქსელი“ - ჯაშუშური ტრილერი 1980-90-იანი წლების კუბაზე); ჩინელი დისიდენტი ლოუ ე („შაბათის გამოგონება“); ჩილელი პაბლო ლარაინი („ემა“); კანადელი ატომ ეგოიანი („საპატიო სტუმარი“). ყველაზე დამაინტრიგებლად გამოიყურება ორი პროექტი: კოლუმბიელი სირო გერას პირველი ინგლისურენოვანი ფილმი („გველის ამბორი“, „გადამფრენი ფრინველები“), რომელიც მან ნობელის ლაურეატის ჯონ კუტზეეს რომანის „ბარბაროსების მოლოდინში“ მიხედვით შექმნა და რა თქმა უნდა, „ჯოკერი“. ისტორიაში პირველად, მეინსთრიმულ კომიკსზე დაფუძნებული ფილმი სერიოზული კინოფესტივალის პროგრამაში შეიტანეს. ამ ხმაურიანი პროექტის ავტორი ტოდ ფილიპსია. მაგრამ, დიდი ალბათობით, ჰოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გადაღებული ფილმი ცნობილი ხუმარა-ტერორისტის შესახებ, კომედია სულაც არ არის.

კონკურსში მხოლოდ ორი რეჟისორი ქალია წარმოდგენილი: ხაიფა ალ-მანსური საუდის არაბეთიდან ფილმით „იდეალური კანდიდატი“ და დებიუტანტი შენონ მერფი ფილმით „სარძევე კბილი“. მაგრამ ვენეციის ჟიურის წელს ქალი, არგენტინელი ლუკრესია მარტელი ხელმძღვანელობს. ის ცნობილია თავისი რადიკალური და უკომპრომისო არტ-კინოთი, რომელშიც ის არ უთმობს მეინსთრიმს და ეგრეთ წოდებულ ბაზრის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ აინტერესებთ, როგორი იქნება მისი ვერდიქტი.

არასაკონკურსო პრემიერებიდან ყველაზე დიდი ინტერესია ბენედიქტს ენდრიუსის პოლიტიკური ტრილერის „სიბერგის“ მიმართ, რომელიც ნამდვილ ამბებს ეფუძნება: ვარსკვლავ ჯინ სიბერგის როლს აქ კრისტენ სტიუარტი ასრულებს. მაყურებელი ნახავს ასევე პაოლო სორენტინოს „ახალი პაპის“ ორ სერიას (ამასთან მეორეს და მეშვიდეს). სპეციალურ მოვლენად იქცევა ცაი მინლიანის სინეფილური შედევრის „ურჩხულის თავშესაფრის“ (2003) ჩვენება, რომელიც რეჟისორის ცოცხალი პერფორმანსით გაფორმდება.

ვენეციის კინოფესტივალი 2019 წლის 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2026, 00:40

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო

„განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 სექტემბერი 2026, 00:11

მსოფლიო

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს, - წერს გამოცემა POLITICO.

18 სექტემბერი 2026, 23:55

მსოფლიო

The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს

პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2026, 23:21

მსოფლიო

ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს

სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დავით ჩიხელიძე

18 სექტემბერი 2026, 22:43

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში, თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.

18 სექტემბერი 2026, 22:20

მსოფლიო

გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ

გერმანიამ და ევროკავშირმა რუსეთში დაწყებული საპარლამენტო არჩევნები მკვეთრად გააკრიტიკეს.

ვილი სანიოლი

18 სექტემბერი 2026, 22:11

სპორტი

ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს

„ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს. იმ დროისთვის ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ მივიჩნევდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი აღარაა. ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს.

ავთანდილ კასრაძე

18 სექტემბერი 2026, 21:54

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: დარწმუნებული ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტები განხორციელდება და ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ძალიან მაღალ დონეზე წარმოჩინდა ქართული ინოვაციური ეკოსისტემა, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შაიხა ნასერ ალ ნუვასის ვიზიტისას განაცხადა.

დიდიე ტღებიუკი მაკა ბოჭორიშვილი

18 სექტემბერი 2026, 21:47

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.

ალის ვაიდელი

18 სექტემბერი 2026, 21:40

მსოფლიო

Reuters: პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 სექტემბერი 2026, 21:40

ეკონომიკა

ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატის ოფიციალური მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026 წლის მეორე კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა, მიმდინარე ფასებში 28,147მლრდ ლარს მიაღწია. ოფიციალურ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

18 სექტემბერი 2026, 21:33

სპორტი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლომ“ „ბუდვა“ ანგარიშით 19:16 დაამარცხა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლოსა“ და „ბუდვას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო. მატჩი ქართული კლუბის - „აპოლოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 19:16 დასრულდა.

18 სექტემბერი 2026, 21:30

თემა

მართალია თუ არა, რომ ბლოგერები “ოქტობერფესტის” ბრენდის გამოყენებისთვის დაჯარიმდებიან

მიუნხენის ლუდის ფესტივალზე რეკლამის გადაღების მსურველ ნებისმიერ პირს ოქტობერფესტის ბრენდის ხსენებისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

18 სექტემბერი 2026, 21:27

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო.

ემანუელ მაკრონი

18 სექტემბერი 2026, 21:13

მსოფლიო

მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა.

18 სექტემბერი 2026, 21:10

სამართალი

საჯარო სივრცეში სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის სიუჟეტი

საჯარო სივრცეში სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.

18 სექტემბერი 2026, 21:04

პოლიტიკა

ევროპის უსაფრთხოება სხვისი სიცოცხლის და ნგრევის ხარჯზე - ბუნდესტაგის დეპუტატის სკანდალური განცხადება და აღიარება მმართველი კოალიციიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების დასაცავად ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა- ამას გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს.

მაია ბითაძე

18 სექტემბერი 2026, 20:57

კულტურა

პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ კიკნაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია დაესწრნენ.

18 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

ადგილობრივ მცხოვრებლად წარმოჩენილი ოპოზიციონერი აქტივისტი და მარიამ მეყანწიშვილის შეძახილების პროტესტად წარმოჩენის მცდელობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური აქტივიზმი სამგორში. დედაქალაქის მერიის მიერ სამგორის პარკში გამართულ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას, მცირე ექსცესი მოჰყვა.

18 სექტემბერი 2026, 20:47

ეკონომიკა

უპრეცედენტო მასშტაბის საფინანსო ფორუმი და რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უპრეცედენტო მასშტაბის საფინანსო ფორუმი და რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები თბილისში - შეხვედრა, რომელიც ეროვნული ბანკისა და „ჯი პი მორგანის“ ორგანიზებით გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გახსნა.