imedi /  03 სექტემბერი 2019, 09:12 / სანდო წყარო

მივიწყებული ქართული კერძების კრებული „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ გამოიცა

კულინარია

ორწლიანი კვლევის შედეგად კულინარმა წყვილმა ქართული ტრადიციული კულინარიული რეცეპტების კრებული "ქართული გემოს მემკვიდრეობა" გამოსცა.

წიგნი 155 თანამედროვე და ძველ, უკვე მივიწყებული კერძების მომზადების წესს აერთიანებს და ის ქართულ-ინგლისურ ენებზეა. პროექტის ფარგლებში არჩილ ზამბახიძემ და ქეთევან პაპავამ იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ადგილობრივ უხუცეს ადამიანებთან ეძებდნენ ავთენტურ, ქართულ რეცეპტებს. 

"ქართული გემოს მემკვიდრეობიდან" შეიტყობთ რას მოიცავდა და როგორ ვითარდებოდა ქართული გასტრონომია საუკუნეების განმავლობაში; გაიცნობთ ისეთი უცნაური დასახელების კერძებს, როგორებიცაა ყათმაყაიღამა, ადირგანირშა, მძაღე, აცხამგალი, ყურუთი, კოტრანა, ხირხიტო, ამაჟვა, ძრძ და სხვა.

წიგნი "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" დაფინანსებით გამოიცა.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2020, 10:27

საქართველო

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სკოლებში ტრენინგი ჩაატარა

უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, სამ საჯარო სკოლაში ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ჩაატარეს, რომელსაც მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ტრენინგის მიზანს მოზარდების ონლაინ სივრცეში მავნე ზეგავლენისგან დაცვა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია წარმოადგენს.

ანექსია

25 თებერვალი 2020, 10:17

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და პარტიის წევრებმა კოჯორში იუნკრების მემორიალს პატივი მიაგეს

საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და პარტიის წევრებმა კოჯორში იუნკერბის მემორიალს პატივი მიაგეს. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ლევან გელბახიანი

25 თებერვალი 2020, 10:12

კულტურა

ბერლინალეზე ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვარსკვლავს ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა. ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო სულ 10-მა მსახიობმა მიიღო.

ნაქერალა

25 თებერვალი 2020, 10:01

საქართველო

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,

ფარავნის უღელტეხილი

25 თებერვალი 2020, 09:55

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

25 თებერვალი 2020, 09:40

საქართველო

აშშ-ის საელჩო: საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, აშშ საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად

დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

25 თებერვალი 2020, 09:20

ძალოვნები

გუდაურში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს, გუდაურში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ.წ. და ამავე ბარის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შ.ე., ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვ.წ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაფე-ბარის მეპატრონესაც.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 09:10

მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 71 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი, ჩინეთში გარდაცლილთა რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. 9-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა სამხრეთ კორეაში, ინფიცირებული კი - 893 ია.

25 თებერვალი 2020, 08:47

ძალოვნები

თბილისში დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს.

ამინდი

25 თებერვალი 2020, 08:34

საქართველო

დღეს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების განცხადებით, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში უმეტესად თოვლის სახით, ზღვაზე კი 4-6 ბალიანი შტორმი.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 08:25

საქართველო

დღეს დავით ზალკალიანი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს დაგეგმილ ღონისძიებებსა და პრიორიტეტებს, მათ შორისაა მაისში დაგეგმილი მინისტერიალი, რომლის გამართვაზეც ქართულ მხარეს პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

ხორავას ქუჩა

25 თებერვალი 2020, 08:11

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ადვოკატი ზურაბ თოდუა გამამართლებელ განაჩენს ელის. მისივე თქმით, გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მიხეილ კალანდიას უდანაშაულობა დაამტკიცოს. განაჩენი 12 საათზე გამოცხადდება. მიხეილ კალანდია სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს.

25 თებერვალი 2020, 08:00

საქართველო

საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა

12 თებერვალს საქართველოში შემოსულ რუსულ ჯარებს, წინააღმდეგობა ქართულმა ჯარმა, სახალხო გვარდიამ და მოხალისეებმა გაუწიეს. იუნკრებმა თავდაპირველად მტრის მოგერიება შეძლეს, თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად, დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 01:10

მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული ბოლო პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს

„საფრანგეთში კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული ბოლო პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს“, -ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა. საფრანგეთში სულ 12 ადამიანი იყო კორონავირუსით ინფიცირებული. აქედან ერთი გარდაიცვალა, ხოლო 11 კი განიკურნა.

Sony Xperia

25 თებერვალი 2020, 00:56

ტექნოლოგიები

კომპანია Sony-იმ ახალი ტელეფონი Xperia 1 II წარადგინა

კომპანია Sony-იმ ფლაგმანი სმარტფონი Sony Xperia 1 II წარადგინა, რომელიც ევრპპის ბაზარზე 2020 წლის გაზაფხულის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. Xperia 1 II სამი კამერა და Zeiss-ის ოპტიკა აქვს. სმარტფონს წამში 20 კადრის გადაღება შეუძლია, - აცხადებენ კომპანიაში.

დროშის დაშვება

25 თებერვალი 2020, 00:47

საქართველო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კობი ბრაიანტი

25 თებერვალი 2020, 00:39

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში Staples Center-ის სპორტულ კომპლექსში კობი ბრაიანტის ხსოვნის საღამო იმართება

ლეგენდარული კალათბურთელის ხსოვნის საღამო ბიონსემ გახსნა, რომელმაც თავისი ჰიტი XO შეასრულა. მისი თქმით, ეს სიმღერა კობის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო. „აქ ვარ იმიტომ, რომ კობი მიყვარს“, - განუცხადა მან ღონისძიებაზე შეკრებილებს.

იტალიის საელჩო

25 თებერვალი 2020, 00:20

საქართველო

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო საგარეო უწყება კალაბრიის რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

„გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან. საქართველოს საკონსულო მოუწოდებს კალაბრიის რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: +39 333 8879123“, - იტყობინება საგარეო უწყება.

კობი ბრაიანტი

24 თებერვალი 2020, 23:52

მსოფლიო

კობი ბრაიანტის ცოლი ავიაკომპანიასა და გარდაცვლილი პილოტის ოჯახის წევრებს უჩივის

კობი ბრაიანტის ცოლმა ვანესა ბრაიანტმა სარჩელი შეიტანა კომპანია Island Express Helicopters-ისა და გარდაცვლილი პილოტის არა ზობაიანის ოჯახის წევრების წინააღმდეგ. წერს hollywoodreporter. ამ კომპანიას ეკუთვნოდა ვერტმფრენი, რომელმაც კატასტროფა გასულ თვეს განიცადა. რის შედეგადაც კობი ბრაიანტი, მისი შვილი და კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.

,

საქართველო