საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში გამართულ გახსნით სხდომაზე დაიწყო.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გამოწვევებსა და საქართველოს პრიორიტეტებზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას.
მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე, სწრაფად ცვალებად საფრთხეებზე, რომლებიც ტრადიციულ უსაფრთხოების ჩარჩოებს სცდება. მინისტრმა განმარტა, რომ ამ რეალობის გათვალისწინებით FSC-იმ უნდა გააძლიეროს არა მხოლოდ არსებული ვალდებულებები, არამედ განავითაროს თანამშრომლობა და ინოვაციური მიდგომები - „საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.“
ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით მინისტრმა განმარტა, რომ საქართველო FSC-ის ფარგლებში კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს უჭერს მხარს და ცდილობს, ფორუმი დარჩეს დიალოგისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის პლატფორმად.
„ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების, სუვერენიტეტის დარღვევის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები, მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას.“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთო გამოწვევების ფონზე ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
„ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. რისკის შემცირების მექანიზმები ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება.“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
ამ პრინციპებზე დაყრდნობით, მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს თავმჯდომარეობის სამი ძირითადი მიმართულება: ქცევის კოდექსის გაძლიერება, შეიარაღებული კონფლიქტების გავლენა ქალებსა და გოგოებზე და ადამიანის უფლებათა დარღვევები კონფლიქტების დროს.
დასასრულს მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე, რაც ორგანიზაციის ღირებულებების მიმართ ქვეყნის ერთგულებას ადასტურებს. მისი თქმით, არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობითა და ურთიერთპატივისცემით არის შესაძლებელი და საქართველო მზად არის ამ პროცესში აქტიური და პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობის როტაცია წელიწადში სამჯერ ხორციელდება. საქართველო FSC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2026 წლის სექტემბრამდე იქნება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
09 მაისი 2026, 16:55
მსოფლიო
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
09 მაისი 2026, 16:34
მსოფლიო
რომში დააკავეს იტალიის ყოფილი ელჩი უზბეკეთში, რომელიც შენგენის ვიზებს ყიდდა
იტალიელმა სამართალდამცველებმა უზბეკეთში იტალიის ყოფილი ელჩი, პიერგაბრიელე პაპადია დე ბოტინი დი სანტ-ანიეზე დააკავეს, რომელსაც შენგენის ვიზების უკანონო გაცემა ედება ბრალად. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
09 მაისი 2026, 16:14
მსოფლიო
პუტინი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სლოვაკეთის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დავაკმაყოფილოთ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრატისლავის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს.
09 მაისი 2026, 16:00
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: წლების განმავლობაში ნიკა გვარამია და სხვები ებრძოდნენ ქართულ ეკლესიას. ეს ძალები კვლავ ცდილობენ, ეს გააკეთონ. როდესაც სცდება საკითხი სასულიერო არჩევნებს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, სიმართლის მხარეს დადგეს
როდესაც სცდება საკითხი სასულიერო არჩევნებს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, სიმართლის მხარეს დადგეს, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას.
09 მაისი 2026, 15:22
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე „იმედის“ „წაღების“ შესახებ დევდარიანის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებების გაკეთება მიუთითებს იმ უტიფრობაზე, რასაც კადრულობენ კოლეტქიური „ნაციონალური მოძრაობა“, მათი პროპაგანდისტები
ქეთი დევდარიანის განცხადებასა და ბრალდებას, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერასა და პროპაგანდას უწოდებს, რადგან ბიუროკრატია, იმ ევროპული ღირებულებას უპირისპირდება, რასაც მედიის თავისუფლება ჰქვია. კერძოდ, დევდარიანმა თქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ წართმეული ტელეკომპანია “იმედის" კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის "წაღება" იყო. მან ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილს წაუყენა.
09 მაისი 2026, 15:20
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: შერჩევით სამართალთან დაკავშირებით ოპოზიციის ნარატივი სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება
ოპოზიციის ის ნარატივი, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.
09 მაისი 2026, 15:05
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
09 მაისი 2026, 14:58
პოლიტიკა
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა არ უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას, რატომ არ ცვლის გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ ვებგვერდზე ატვირთულ ძველ მონაცემებს
„ქრონიკამ“ კიდევ ერთხელ ჰკითხა გერმანიის ელჩს, გერმანიის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით რატომ არ ცვლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი. პეტერ ფიშერმა კითხვას არ უპასუხა.
09 მაისი 2026, 14:52
მსოფლიო
უკრაინაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 9 მაისს მაღალი რანგის უკრაინელი სამხედროს მკვლელობას გეგმავდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურმა ქალაქ ოდესაში დააკავა მამაკაცი, რომელიც რუსეთის დავალებით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მაღალი რანგის სამხედრო პირის ლიკვიდაციას გეგმავდა.
09 მაისი 2026, 14:52
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აბაშის მერთან გიგა გაბელიასთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კაჭარავას მიულოცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აბაშის მერთან გიგა გაბელიასთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კაჭარავას მიულოცა.
09 მაისი 2026, 14:49
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სახლში ესტუმრა.
09 მაისი 2026, 14:47
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
09 მაისი 2026, 14:45
საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ აწყურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს უსამძიმრებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 10 მაისს „ახალციხის ციხეზე“ დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, - წერს სოციალურ ქსელში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური.
09 მაისი 2026, 14:43
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გმირი კაპიტნის საფლავი ყვავილებით შეამკეს
ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წელი აღინიშნა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
09 მაისი 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
09 მაისი 2026, 14:40
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი რადიკალებზე: იმის ნაცვლად, რომ აქებდნენ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს იმისთვის, რომ საქმეები ბოლომდე იყო მიყვანილი და გამოძიებული, ახლა გამოდიან და ისევ ცდილობენ, სიცრუით გავიდნენ ფონს
მათ ხელიდან გამოეცალათ ის საკითხები, რითაც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას და ამით, როგორც ჩანს, არიან ძალიან დაბნეულები, შეშფოთებულებიც და შეშინებულებიც, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენების შეფასებისას.
09 მაისი 2026, 14:37
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.
09 მაისი 2026, 14:33
პოლიტიკა
ევროპის დღის ღონისძიება პაველ ჰერჩინკიმ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა
ევროპის დღის ღონისძიება პაველ ჰერჩინკიმ, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა. ევროკავშირის ელჩმა, მთავრობის მისამართით მორიგი ბრალდება გააჟღერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა.
09 მაისი 2026, 14:21
რეგიონი
ფაშიზმზე გამარჯვების დღე გურჯაანში დიდების მემორიალთან აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ხალხმრავლობა იყო გურჯაანის დიდების მემორიალთან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მერის წარმომადგენლებმა კი ადმინისტრაციულ ერთეულებში პატივი მიაგეს თავიანთი სოფლებიდან დაღუპულ გმირების ხსოვნას
09 მაისი 2026, 14:17
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.


