22 აპრილი 2026, 21:05 / სანდო წყარო

სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში.

მან "დროას" წევრი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გიგა ლემონჯავას და ზოგიერთ სხვას აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი კვლავ ლიდერია. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს იმასაც, რომ ლემონჯავას კატეგორიის ხალხს პოლიტიკოსად არავინ აღიარებს.

"ეს რომ მტკნარი სიცრუეა, ძალიან ადვილი შესამოწმებელია ჩემი ყველა პოსტის და საჯარო განცხადების ნახვით.

მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი - პრობლემა ის კი არაა, რომ მე თავს ლიდერად ვაცხადებ - ლიდერს ხალხი ასახელებს და ისტორია ადასტურებს, არამედ ის, რომ ლემონჯავა და ზოგიერთ სხვას მართლა მივაჩნივარ ლიდერად და ეს ფაქტი მათ სასტიკად აღიზიანებთ და ფიქრობენ - რა სულ მიშა, რით ვერ დადგა ჩვენი დრო?

სინამდვილეში მიმაჩნია, რომ ალიანსს ყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები, ნაცმოძრაობას ხომ მთელი თანავარსკვლავედი ( ძირითადად ციხეში).

მაგრამ არსებობს ლემონჯავას კატეგორიის ხალხი, რომლებიც გაჭედილია იმიტომ, რომ თვითონ კი მიაჩნიათ თავი პოლიტიკოსად, მაგრამ მათ გარშემო არავინ აღიარებს ამას და ამ ამბავს საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ, ხოდა ისევ „არ დავუშვებთ მიშას ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადებას!“ აწვებიან.

ნუ, ჩემი აზრით ამას მალე დაემატება „მიშა გადადექი“-ც.

გადავწყვიტე აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც.

ენის მოჩლექის დრო ნამდვილად არ გვაქვს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველა სიახლე

ზაალ ანჯაფარიძე

22 აპრილი 2026, 22:23

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს, გაცილებით მეტს მოითხოვს, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი. ევროპისთვის ახლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით

უშველის თუ არა უკრაინას ევროკავშირის მორიგი 90 მილიარდის ინექცია? არ ვიცი ვენაში შეუშვეს თუ კუნთებში. რა თქმა უნდა არ და ვერ უშველის, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

22 აპრილი 2026, 21:55

რეგიონი

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.

სკოტ ბესენტი

22 აპრილი 2026, 21:52

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა.

22 აპრილი 2026, 21:47

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

22 აპრილი 2026, 21:45

ჯანდაცვა

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება - სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სერვისების ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება - სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სერვისების ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი.

ანა წითლიძე

22 აპრილი 2026, 21:39

პოლიტიკა

ანა წითლიძე: გიგა ლემონჯავას მამა „ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას, იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა. ბელადები სახლებში მოიკითხეთ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ "დროას" წევრ გიგა ლემონჯავაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ლემონჯავას მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, მანამდე კი - ფოთის მერი და სააკაშვილს ფეხქვეშ ეგებოდა.

22 აპრილი 2026, 21:31

პოლიტიკა

მაია ბითაძე ესპანეთში გამართულ შეხვედრებზე: დიდი იყო ინტერესი ჩვენი დელეგაციის მიმართ. მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, ხაზი გაესვა დიალოგისა და სამომავლო თანამშრომლობის აღდგენის, გაძლიერების აუცილებლობას

დიდი იყო ინტერესი ჩვენი დელეგაციის მიმართ, - განაცხადა მაია ბითაძემ ესპანეთში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით. მაია ბითაძის თქმით, ქართულმა დელეგაციამ ევროინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა მიიღო.

22 აპრილი 2026, 21:30

საზოგადოება

„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.

დონალდ ტრამპი

22 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

ტრამპი: ახლახან შემატყობინეს, რომ რვა მომიტინგე ქალს, რომელთა დასჯაც ირანში ამაღამ იგეგმებოდა, სიკვდილით აღარ დასჯიან - ძალიან ვაფასებ, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს თხოვნას

ძალიან კარგი ამბავი - ახლახან შემატყობინეს, რომ რვა მომიტინგე ქალს, რომელთა დასჯაც ირანში ამაღამ იგეგმებოდა, სიკვდილით აღარ დასჯიან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ლევან მახაშვილი

22 აპრილი 2026, 20:57

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ესპანეთში გამართულ შეხვედრებზე: დავგეგმეთ ის შემდგომი ნაბიჯები, რაზეს შესაძლოა ორივე ქვეყანამ ერთად ვითანამშრომლოთ

დავგეგმეთ ის შემდგომი ნაბიჯები, რაზეს შესაძლოა ორივე ქვეყანამ ერთად ვითანამშრომლოთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ესპანეთში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

22 აპრილი 2026, 20:55

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში არტურ გებალთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

სამხარაძე: ესპანელ კოლეგებს დაწვრილებით მოვუყევით იმ პრობლემის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის - ხაზი გავუსვით ჩვენი ხელისუფლების მზაობას, რომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ ევროკავშირის წარმომადგენლებთან

ჩვენ დაწვრილებით მოვუყევით [ესპანელ კოლეგებს] იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ესპანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

22 აპრილი 2026, 20:50

პოლიტიკა

მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილები და ოპოზიციური ალიანსის სკანდალი - დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილები და ოპოზიციური ალიანსის სკანდალი - პარტიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ალიანსში ყოფნა-არყოფნის საკითხი სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობის წევრთა დამოკიდებულებაზე გადის.

22 აპრილი 2026, 20:42

პოლიტიკა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და პროტესტი უნგრეთში. როგორ შეცვალა ქართულმა ოპოზიციამ რიტორიკა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი ბუდაპეშტისგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რაც გენდერულ პროპაგანდაზე ბავშვების წვდომის აკრძალვას გულისხმობს. ევროპამ პიტერ მადიარს ღიად უთხრა, რომ აკვირდება და კონკრეტული ვადაც განუსაზღვრა. რას აპირებს მადიარი, ჯერ არ უთქვამს.

22 აპრილი 2026, 20:34

პოლიტიკა

საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში გამართულ გახსნით სხდომაზე დაიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 აპრილი 2026, 20:30

მსოფლიო

ზელენსკი: 90 მილიარდი ევროს განბლოკვა სიგნალია რუსეთისთვის, რომ დაასრულოს ომი

ევროკავშირის ფინანსური დახმარების განბლოკვამ, ახალ სანქციებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

22 აპრილი 2026, 20:30

სამართალი

საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 20:26

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე. „ქრონიკა“ ვენიდან

ეუთო-ს უსაფრთხოების ფორუმი ავსტრიაში და საქართველო თავმჯდომარის რანგში. ქვეყანამ ეს სტატუსი 13 აპრილიდან მიიღო.

22 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

საკადრო ცვლილების ეფექტი, პარლამენტი სიახლეს დაჩქარებული წესით დაამტკიცებს - მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მამუკა მდინარაძე-სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაკა ბოჭორიშვილი-ვიცე-პრემიერი, გეკა გელაძე- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და სულხან თამაზაშვილი-შსს-ში.