imedi /  19 ოქტომბერი 2019, 18:26 / სანდო წყარო

ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დღეს ქართული ლიტერატურა ევროპარლამენტარმა შეაფასა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გრძელდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული პლატფორმის მესამე დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები გერმანიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში, მიქაელ გალერმა შეაფასა, მიმდინარე წელს წარმოდგენილი ქართულ წიგნები განსხვავებული იყო.

„მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ ვათვალიერებ ქართულ სტენდს და ვხედავ ბევრ ახალი წიგნის თარგმანს, რომელიც საზოგადოებას ქართული ლიტერატურის უკეთ გაცნობაში ეხმარება. ასევე ვნახე საინტერესო პოლიტიკური წიგნებიც, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას აღწერს“. - აღნიშნა გალერმა. 

ფესტივალზე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართველმა ავტორებმა უცხოელ მკითხველთან და გამომცემლებთან საკუთარ ნაწარმოებებზე ისაუბრეს.

ბაზრობის მესამე დღეს მკითხველებს და გამომცემლებს ასევე საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მფლობელ ავტორებს, მათ შორის იყო ბექა ადამაშვილი, რომელიც პირველი ქართველი მწერალი გახდა, აღნიშნული პრემიის მიღებით.

ფესტივალი 16 ოქტომბერს გაიხსნა და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბაზრობაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია უცხოური გამომცემლებს ქართულ ლიტერატურას გააცნობენ. 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.

მსოფლიოში უდიდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი მონაწილეობს.

ყველა სიახლე

Golden Foot

13 ნოემბერი 2019, 15:51

სპორტი

Golden Foot 2019-ის მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი პრემიის Golden Foot 2019-ის მფლობელი გახდა. მოდრიჩთან ერთად ამ პრიზისთვის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, უიენ რუნი, სერხიო აგუერო, რობერტ ლევანდოვსკი, ჯორჯო კიელინი და ჟერარ პიკე იბრძოდნენ.

უშიშროების საბჭო

13 ნოემბერი 2019, 15:45

ძალოვნები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა. გახარიას თქმით, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

კოკაინი

13 ნოემბერი 2019, 15:35

მსოფლიო

ბრიტანეთში გაყინულ ხორცში კოკაინის შეფუთვები იპოვეს

ოფიციალური ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ნიდერლანდური პორტიდან ქალაქ ჰარვიჩში ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიდიოდა. ჯამში, მანქანაში 200 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა. ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალების ღირებულება 20 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

ნავსადგურები

13 ნოემბერი 2019, 15:29

ეკონომიკა

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

პროექტმა შეხვედრის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანიის „MSC Georgia“ - ს მმართველმა დირექტორმა, ალკან ალიჩიკმა განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას საქართველოს ბაზარზე, რაც კარგია პროფილური ბიზნესისთვის.

13 ნოემბერი 2019, 15:20

საქართველო

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გადადო

საქართველოს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადაიდო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. კენჭისყრა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.

ხანძარი

13 ნოემბერი 2019, 15:17

ძალოვნები

კახეთის ალპურ ზონაში ხანძარია

კახეთში ხანძარია. imedinews- ის ინფორმაციით, ცეცხლი ალპურ ზონაშია გავრცელებული. ადგილობრივებმა ხანძრის რამდენიმე კერა, დაახლოებით ერთი საათის წინ შენიშნეს. ცეცხლის კერები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან კარგად ჩანს, თუმცა სტიქიის ეპიცენტრი სოფლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული და დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

ისრაელი

13 ნოემბერი 2019, 15:08

მსოფლიო

ღაზაში ისრაელის ავიადარტყმებს ოთხი პალესტინელი ემსხვერპლა

ერთ-ერთი დაღუპული „ისლამური ჯიჰადის“ წევრია. 12 ნოემბერს ისრაელმა ღაზის სექტორში მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა მისი მეუღლეც. გაერო და ეგვიპტე აქტიურად არიან ჩართულები სიტუაციის განმუხტვაში.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი

13 ნოემბერი 2019, 14:36

კულტურა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უორდროპების საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

2019 წლის ბრიტანეთი-საქართველო სეზონის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „უორდროპების საქართველო - ისტორია და დღევანდელობა“ გაიხსნა. დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩი-ჯასთინ მაქენზი სმითი ეწვია. მან სტუმრებთან ერთად ცენტრში დაცული, უორდროპებთან დაკავშირებული, საარქივო მასალა დაათვალიერა.

Marvel

13 ნოემბერი 2019, 14:35

კულტურა

Marvel-ის ფილმებში 3 ახალი სუპერგმირი გამოჩნდება

Marvel-ის ფილმებს სამი ახალი სუპერგმირი დაემატება. ამის შესახებ, სტუდიის ხელმძღვანელ კევინ ფაიგიზე დაყრდნობით, Independent-ი წერს. ეკრანებზე შემდეგი გმირები გამოჩნდებიან: მის მარველი, მთვარის რაინდი და ქალი ჰალკი. ჯერჯერობით უცნობია, ისინი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იქნებიან თუ მთავარი გმირები.

ნიკა მელია

13 ნოემბერი 2019, 14:32

საქართველო

ნიკა მელია: იმის კბილი, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის დატოვება "თავქუდმოგლეჯილს მოუწევს". მისი თქმით, "იმის კბილი, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა".

ჯონ ლეჯენდი

13 ნოემბერი 2019, 14:08

ტაბლოიდი

პლანეტის ყველაზე სექსუალური კაცი დასახელდა

ჟურნალმა People მსახიობი, მუსიკოსი და პროდიუსერი ჯონ ლეჯენდი პლანეტის ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა. ლეჯენდი 40 წლისაა და ის ყველაზე პრესტიჟული პრემიების: ემის, გრემის, ოსკარის, ტონის და ოქროს გლობუსის მფლობელია.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 14:06

საქართველო

ხუნდაძე „ოცნებას“ სთავაზობს რიგ ოლქებში საკუთარი კანდიდატები არ დააყენოს

დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ არცერთ მაჟორიტარულ ოლქში არ დააყენოს საკუთარი კანდიდატები იმ ოლქების გარდა, სადაც "ნაციონალების" და "ევროპულ საქართველოს" კანდიდატებს გამარჯვების რეალური შანსი აქვთ.

ვენეცია

13 ნოემბერი 2019, 13:52

მსოფლიო

ვენეციაში ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დიდ წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ვენეციაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა. წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. 1923 წლიდან ჩანაწერების მიხედვით, ვენეციაში წყლის დონემ 1.94 მეტრს მხოლოდ ერთხელ მიაღწია, ეს 1966 წელს იყო. წყალდიდობას ორი ადამიანის ემსხვერპლა.

„მეგობრები“

13 ნოემბერი 2019, 13:48

კულტურა

HBO სერიალ „მეგობრების“ ახალი ეპიზოდის გადაღების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სერიალის სცენარისტები დევიდ კრეინი და მარტა კაუფმანი, აგრეთვე „მეგობრების“ ექვსივე მთავარი მსახიობი: ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოკსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი.

გრეტა ტუნბერგი

13 ნოემბერი 2019, 13:46

მსოფლიო

გრეტა ტუნბერგი ატლანტის ოკეანეს კატამარანით გადაცურავს

შშვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ატლანტის ოკეანეს 15-მეტრიანი კატამარანით გადაცურავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. გამოცემის ცნობით, შვედი ეკოაქტივისტს ატლანტის ოკეანის გადაცურვა გემით ავსტრალიელმა ბლოგერებმა შესთავაზეს და თავიანთი გემის ბორტზე მიიპატიჟეს.

ავტობუსები

13 ნოემბერი 2019, 13:32

ეკონომიკა

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

„ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს, მუნიციპალიტეტმა 145 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. ამის შემდეგ ჩვენ შევიძინეთ 310 ერთეული სხვადასხვა ზომის 8-მერტიანი და 10-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანა უკვე დაწყებულია და წლის ბოლოსთვის მთლიანად მოგვაწვდიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჰონგ-კონგი

13 ნოემბერი 2019, 13:31

მსოფლიო

BBC: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი ბრძოლის ველად იქცა

პოლიცია კამპუსში შევიდა, დემონსტრანტებმა კი ამის საწინააღმდეგოდ საკონტროლო გამშვები პუნქტები აღმართეს, გააკეთეს ცოცხალი შექმნეს და ბენზინის ასაფეთქებლებიც გააკეთეს. BBC-ის ცნობით, სტუდენტი დემონსტრანტების ნაწილი პოლიციის წინააღმდეგ მშვილდ-ისრებსაც ისროდა, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებდა.

ყვარელი

13 ნოემბერი 2019, 13:22

ძალოვნები

ყვარელში მე-10 კლასის მოსწავლეს პოლიცია ეძებს

წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა სასტუმროში მეგობარ ბიჭთან ერთად იმყოფებოდა და მათ ნომრის დაჯავშნა სურდათ, თუმცა იმის გამო, რომ არც ერთს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგენიათ, სასტუმროს ადმინისტრაციამ მოთხოვნაზე უარით უპასუხა.

ირაკლი კობახიძე

13 ნოემბერი 2019, 13:21

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებს: ბებიაშენს მოგცემ, ნუ იკრიჭებით

„ბებიაშენს მოგცემ, ნუ იკრიჭებით“- ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ტრიბუნიდან მიმართა. მისი განცხადებით, „ნაცების", „შმაცების" და „შმაცუნების" შეცვლა არ მოხდება. ამ სიტყვებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დეპუტატისგან რეპლიკა: „ბებიაშენს დაუძახე" მოჰყვა.

ლევან გორგაძე

13 ნოემბერი 2019, 13:16

სპორტი

ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშოზე მეორედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი კუბიჰინერის საკმაოდ ეფექტური ილეთით დაამარცხა. ოთხი ტურის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 2 მოგება და 2 წაგებაა. 14 ნოემბერს ტოჩინოშინი დაიეიშოს შეხვდება, რომელთანაც აქამდე გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან ექვსი მოიგო.