imedi /  31 ოქტომბერი 2019, 00:12 / სანდო წყარო

სერიალ „მეგობრების“ მსახიობები ახალ პროექტზე მუშაობენ

მეგობრები

პოპულარულ სერიალ „მეგობრების“ მსახიობები ახალ პროექტზე მუშაობენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯენიფერ ენისტონმა სტივენ კოლბერის შოუზე განაცხადა. „რაღაც ხდება“, - თქვა ენისტონმა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მსგავსი განცხადება მსახიობმა რამდენიმე დღის წინ ელენ დეჯენერესის შოუზეც გააკეთა

სერიალი „მეგობრები“ 1994-2004 წლებში გადიოდა და ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად ითვლება. ენისტონთან ერთად მასში მთავარ როლებს კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეთიუ პერი, დევიდ შვიმერი და მეტ ლებლანი ასრულებდნენ. რამდენიმე კვირის წინ ენისტონი Instagram-ზე დარეგისტრირდა და ძველ კოლეგებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 14:03

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი ინფიცირების წყარო ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიზის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. მათგან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, ორი კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელთაც საზღვარი სარფის გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთეს.

05 ივლისი 2020, 13:55

სპორტი

ქართველმა შერკინების მწვრთნელმა აქვსენტი გიორგაძემ „ლა როშელი" დატოვა

კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 44 წლის ქართველ სპეციალისტს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა სურვილი გამოთქვა, გაამდიდროს თავისი პროფესიონალური გამოცდილება და ძალების სხვაგან მოსინჯვა გადაწყვიტა.

05 ივლისი 2020, 13:47

სამართალი

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცავები იმ აქტივისტს და თვითმხილველებს კითხავენ, რომელთაც ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაჭის ყოფილი გუბერნატორი ფიზიკურად გაუსწორდა.

05 ივლისი 2020, 13:40

პოლიტიკა

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარტიები 151-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვიან. მთავარი მოწინააღმდეგეები მმართველი პარტია, „ხორვატიის დემოკრატიული კავშირი“ და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ არიან.

05 ივლისი 2020, 13:30

საზოგადოება

ამსტერდამიდან ჩარტერული რეისით სამშობლოში 136 ადამიანი დაბრუნდა

ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე.

05 ივლისი 2020, 13:22

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა. როგორც ახლობლები აცხადებენ, მათი კვალი გუშინ საღამოს საათების შემდეგ დაიკარგა. ახლობლები ამ დრომდე ოთხივე მათგანს უშედეგოდ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, მათი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქალები წუხელ უკან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით უნდა გადმოსულიყვნენ და შესაძლოა ოთხივე მათგანი ენგურმა წაიღო. დამატებით დეტალები სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით არ ვრცელდება. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

სომხეთი

05 ივლისი 2020, 13:09

სპორტი

სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ხუთი კლუბი, „არაგაცი", „ტორპედო“, „მასისი“, „ლოკომოტივი“ და „ერევანი" სხვადასხვა ვადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

05 ივლისი 2020, 12:52

სამართალი

სუს-ი რუსი ოკუპანტების მიერ 21 წლის ტატო ზარქუას დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში „იმედისნიუსს“ დაუდასტურეს, რომ რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი 3 ივლისს, დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა.

კინოწარმოება

05 ივლისი 2020, 12:50

COVID19

კორონავირუსის პირობებში კინოწარმოებისთვის ახალი რეკომენდაციები დამტკიცდა

კინოგადაღებაში ჩართული პირების სხვა ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა, დოკუმენტშია მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული, მაგალითად როგორიც არის გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი.

05 ივლისი 2020, 12:35

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზატორებმა და მსმენელებმა - რეკომენდაციები

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებისა და მსმენელებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

05 ივლისი 2020, 12:19

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 681 251-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 134 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 10 161-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 12:16

COVID19

კორონავირუსის პირობებში აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა

საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ, ამის შესახებ აღნიშნულია მოთხოვნებში, რომელიც მოფრენის დროს ტერმინალის მიმართ ექნებათ. შესაბამისი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

05 ივლისი 2020, 12:13

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან სასტუმროებში და ღია/დახურული ტიპის აუზებში

სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

05 ივლისი 2020, 12:13

COVID19

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 19 800-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 534 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 19 801 შეადგინა. დღე-ღამეში 6 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 241-მდე გაიზარდა.

05 ივლისი 2020, 12:05

COVID19

რა წესები უნდა დაიცვათ ზღვაზე - განახლებული რეკომენდაციები

პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მირიან ნიკოლაძე

05 ივლისი 2020, 11:40

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დახრჩობასთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად განზრახ მკვლელობა რჩება

„ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება - ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ - არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს“.

05 ივლისი 2020, 11:32

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება. კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.

მირიან ნიკოლაძე

05 ივლისი 2020, 11:23

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: მოწმეები და ბრალდებულები სიმართლეს რომ ამბობდნენ, აქამდე ეს საქმე ბოლოში გვექნებოდა გაყვანილი

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ უმთავრესი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, არის განზრახ მკვლელობა. მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს და მეტიც - ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთაც ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

თვითმფრინავი

05 ივლისი 2020, 11:21

COVID19

დამტკიცდა რეკომენდაციები, რომელიც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავში უნდა დაიცვან

თვითმფრინავში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს ის დამატებითი ნიღბებით; იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე;

05 ივლისი 2020, 11:07

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის.