imedi /  25 იანვარი 2020, 15:32 / სანდო წყარო

ჯენიფერ ენისტონმა სერიალ „მეგობრების“ თაყვანისცემლებს სიურპრიზი მოუწყო

ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი

მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა „ელენ დეჯენერესის შოუს“ წამყვანის როლი მოირგო, რადგან ცნობილი შოუს ავტორი მართვის მოწმობის შესაცვლელად იყო წასული. ენისტონმა კი იქვე მდებარე გადასაღები მოედანი მოინახულა, სადაც 10 წლის განმავლობაში სერიალ „მეგობრებზე“ მუშაობდა. ახლა პავილიონი Warner Brothers-ის ექსპოზიციის ნაწილია და იქ ექსკურსიები ეწყობა.

ენისტონი ყავახანა Central Perk-ის ცნობილი დივანის უკან დაიმალა. როცა ექსკურსიის მონაწილეები დივანზე სურათის გადასაღებად სხდებოდნენ, მათ ეკითხებოდნენ, ვინ არის მითი საყვარელი პერსონაჟი. ამის შემდეგ კი ენისტონი მათ წინაშე ჩნდებოდა და არჩევანზე კომენტარს აკეთებდა. 

„მეგობრები“ 1994-2004 წლებში გადიოდა და ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად ითვლება. ენისტონი პროექტში რეიჩელ გრინის როლს ასრულებდა.

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2020, 22:35

ძალოვნები

თელავის სოფელ აკურაში ხანძარია

სოფელ თეთრიწყლების შემდეგ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 22:26

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ფედერალურ მიწებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას მოსთხოვს

ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, ყოველ თვე გერმანიაში ათასობით დევნილი ჩამოდის იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. გერმანია ასევე შეაჩერებს თავშესაფრის მაძიებელთა იტალიაში და იტალიიდან გადმოყვანას, რაც ე.წ. დუბლინის რეგულაციების ფარგლებში ხდება.

27 თებერვალი 2020, 22:10

საქართველო

მედია რეიტინგების მთვლელი კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის

„ტრი მედია ინტელიჯენსი" საქართველოში დაფარვის მასშტაბს ზრდის. ეს არის კომპანია, რომელიც მედია რეიტინგებს ითვლის. ამ დრომდე მონაცემების შეგროვება საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ხდებოდა. ამიერიდან კი, რეიტინგი პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც დაითვლება

ემანუელ მაკრონი

27 თებერვალი 2020, 21:57

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: იტალიასთან საზღვრებს არ ჩავკეტავთ

ნეაპოლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ყოფნისას ჟურნალისტებმა ემანუელ მაკრონს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა ის კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის საზღვრების ჩაკეტვას. „არა, საზღვრები იტალიასთან არ ჩაიკეტება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

27 თებერვალი 2020, 21:28

საქართველო

სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ექიმების რაოდენობა გაიზრდება

საბაჟოზე მკაცრად მოწმდება ძირითადად ის მგზავრები, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვთ ან იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. მებაჟეები და სამართალდამცველები პირბადეებით არიან აღჭურვილები.

ჰადი ხოსროშაჰი

27 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ხადი ხოსროუშახი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ყოფილი ელჩის მდგომარეობა მძიმე იყო. ანალიზებით მას კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2020, 20:38

საქართველო

განათლების სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

მიქაელ ჯაბაროვი

27 თებერვალი 2020, 20:30

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

27 თებერვალი 2020, 20:18

საქართველო

სუს-ში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ე.წ. გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი დაადასტურეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 20:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი“-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს წარმატებული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 19:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 19:43

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი იმ ქვეყნებს მიმართავს, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა

ეს თქვენი შესაძლებლობის ფანჯარაა. თუ ახლა აგრსიულად იმოქმედებთ, შესძლებთ ვირუსის შეკავებას. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ხალხის დაავადება. შეგიძლიათ გადაარჩინოთ სიცოცხლეები. ამ ქვეყნებისთვის ჩემი რჩევაა-იმოქმედეთ სწრაფად“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ლუდი Corona

27 თებერვალი 2020, 19:32

ეკონომიკა

ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona ზარალს განიცდის

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona საიმიჯო ზარალს განიცდის. აღნიშნულს ცხადყოფს ორგანიზაცია YouGov-მიერ ჩატარებული გამოკვლევა.

27 თებერვალი 2020, 19:32

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე: არსებობს მოლოდონი, რომ კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება

კობახიძის შეფასებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსიისას, სხვადასხვა ვარიანტები იქნა განხილული. საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

27 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

რუსეთმა გაძევებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდის პირობები დაასახელა

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოამზადოს დაზარალებულთა საბოლოო სია, რომლებსაც კომპენსაცია ეკუთვნის. სია უნდა მოიცავდეს დაზარალებულ პირთა სახელს, დაბადების თარიღს, მათთან მიმართებაში დადგენილ დარღვევებს, ასევე კომპენსაციის თანხას.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:17

საქართველო

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. “გვაქვს მოლოდინი, რომ მალე სრულად განიკურნება, თუმცა მოუწევს, რომ გარკვეული პერიოდი მაინც დაჰყოს კლინიკაში, რათა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს“, - განმარტა გაბუნიამ.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

დავით უსუფაშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში ვხვდებით ერთმანეთს

უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში სადილებსა და საუზმეებზე ვხვდებით ერთმანეთს, იმდენად პოლარიზებულია ჩვენი პოლიტიკური სისტემა, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:07

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის

პირბადის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თავად აქვს დაავადების ნიშნები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის. „დაავადებულმა ადამიანმა ნიღაბი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს გაფრქვევა და გადაცემა ინფიცირებული მასალის“, - განმარტა გაბუნიამ.