imedi /  03 ნოემბერი 2019, 18:33 / სანდო წყარო

ჯეინ ფონდა გეგმავს რომ ის ყოველ პარასკევს დააპატიმრონ

ჯეინ ფონდა

ჯეინ ფონდა

81 წლის მსახიობის, ჯეინ ფონდას პლანეტის გადარჩენის გეგმა უჩვეულოა - ფონდას სურს, რომ ყოველ პარასკევს, "ისევ და ისევ" დააპატიმრონ და ასე იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს. შემდეგ მსახიობი აშშ-ში, ჰოლივუდში უნდა დაბრუნდეს, რათა Netflix-ის სერიალის "გრეისი და ფრანკის" გადაღებებში გააგრძელოს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

პარასკევს, Greenpeace-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ფონდა ამბობს, რომ ის კალიფორნიიდან ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, რათა პარასკევობით მონაწილეობა მიიღოს Fire Drill Fridays-ში, რაც კლიმატის დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკური ინიციატივაა. ინიციატივა ყოველ პარასკევს კლიმატის შესახებ აქციების გამართვას გულისხმობს.

"ჩვენ ყოველკვირეულად კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სახეს ვხედავთ, დღეს ეს არის ქალი და კლიმატი. გასულ კვირას იყო კლიმატი და ოკეანეები", - ამბობს მსახიობი.

ყოველ პარასკევს ფონდა იცმევს წითელ მოსასხამს და Fire Drill Fridays-ისთვის ემზადება. ინსტრუქციაა, რომ აქტივისტს აუცილებლად რამე მკვეთრი წითელი უნდა ეცვას. თუ დემონსტრანტი რისკზე წასვლას აპირებს და სურს, რომ დააკავონ, თან უნდა იქონიოს პირადობა და 50 დოლარი. 

"არ ვნერვიულობ დაჭერის გამო, ამას ვაკეთებ, იმიტომ, რომ ვაღიარებ, რომ საშინელ კრიზისში ვართ და დიდი დრო არ გვაქვს", - თქვა მსახიობმა.

ფონდა გასულ ოთხ პარასკევს უკვე დააკავეს, მასთან ერთად კი სხვა დემონსტრანტებიც დააპატიმრეს. 



 

 

ყველა სიახლე

ავსტრალია ხანძარი

12 ნოემბერი 2019, 12:04

მსოფლიო

ავსტრალიაში კატასტროფული ხანძრებისთვის ემზადებიან

ამ ეტაპზე ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის 50 კერაა დაფიქსირებული. ხელისუფლების თქმით, მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდება. რეგიონში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საფრთხე ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ - სიდნეისაც ემუქრება.

ჰარი პოტერი

12 ნოემბერი 2019, 11:28

ტაბლოიდი

Airbnb-ზე ჰარი პოტერის მშობლების სახლი ქირავდება

ჰარი პოტერის ფანებს Airbnb-ზე ოთახის ქირაობა ჯეიმს და ლილი პოტერების სახლში შეეძლებათ. ჯადოსნური ატმოსფერო, ინგლისურ სოფელ ლავენჰემში, ფოლკის საგრაფოში განთავსდება. სიუჟეტის მიხედვით, ჰარი ამ ადგილას დაიბადა და ცოტახნით ცხოვრობდა კიდეც. თავისი მშობლები კი გარდაცვალებამდე აქ იყვნენ.

კიმ როზენფელდი

12 ნოემბერი 2019, 11:26

ტექნოლოგიები

პლატფორმის Apple TV+ ტოპ-მენეჯერმა კომპანია სერვისის ამოქმედებიდან 10 დღეში დატოვა

როზენფელდი კომპანიაში სერიალებზე, დოკუმენტურ ფილმებზე და ეთერში ჯერ არ გასულ შოუებზე იყო პასუხისმგებელი. მენეჯერის გადაწყვეტილების მიზეზი Apple TV+-ის სტრუქტურის ცვლილება გახდა. როზენფელდი Apple-თან თანამშრომლობას თავისი კომპანია Hალფ Fულლ Pროდუცტიონს-ის სახელით განაგრძობს.

ჯვრის მონასტერი

12 ნოემბერი 2019, 11:05

კულტურა

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

2019 წლის აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსში ჯვრის მონასტრის განვითარების პროექტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩომ გაავრცელა. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს გადაეცემა.

ჰილარი კლინტონი

12 ნოემბერი 2019, 10:55

მსოფლიო

კლინტონი ბრიტანეთს რუსეთის მიერ ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს ანგარიშს არჩევნებამდე გაეცნოს. „ეს აუცილებელი პირობა უნდა იყოს. იმიტომ, რომ უდავოა, რომ რუსეთი დასავლური დემოკრატიების პოლიტიკის განსაზღვრას ცდილობს“.

ტრეფიკინგი

12 ნოემბერი 2019, 10:50

ძალოვნები

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს.

12 ნოემბერი 2019, 10:34

ძალოვნები

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 მგზავრი დაშავდა

მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჰაკერი

12 ნოემბერი 2019, 10:23

მსოფლიო

ისრაელმა აშშ-ს რუსი ჰაკერი გადასცა

ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკულ მხარეს რუსი ალექსეი ბურკოვი გადასცა, რომელიც საკრედიტო ბარათებით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი თელ-ავივის აეროპორტში აშშ-ის მოთხოვნით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი კიბერდანაშაულში წაუყენეს.

შაკო ბარამიძე

12 ნოემბერი 2019, 09:56

საქართველო

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი „გირჩის“ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება

მისი მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.

ევო მორალესი

12 ნოემბერი 2019, 09:34

მსოფლიო

ბოლივიის ექსპრეზიდენტმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

როგორც ევო მორალესმა Twitter-ზე დაწერა, ის ტოვებს ბოლივიას, რათა უფრო „დიდი ძალითა და ენერგიით“ დაბრუნდეს. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა დაადასტურა, რომ მორალესმა ქვეყანა მექსიკის სამთავრობო თვითმფრინავით უკვე დატოვა.

ღაზის სექტორი

12 ნოემბერი 2019, 09:22

მსოფლიო

ისრაელის ავიაციის იერიშს „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური ემსხვერპლა

მის საცხოვრებელ სახლზე საჰაერო იერიში გამთენიისას განხორციელდა. ოპერაციას კიდევ ერთი პალესტინელი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას ალ-ატას გარდაცვალების შესახებ „ისლამური ჯიჰადიც“ ადასტურებს და ისრაელს საპასუხო ზომებით იმუქრება.

ღვინის ფესტივალი

12 ნოემბერი 2019, 09:03

კულტურა

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალში მონაწილეობას მეღვინეები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები მიიღებენ. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და გაიმართება მასტერკლასები. ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა.

მაკო გომური

12 ნოემბერი 2019, 08:52

საქართველო

მაკო გომური: ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვისა და ტკივილის შემდეგ მაინც გავიმარჯვე

„ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების,უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე. 5 თვის შემდეგ, მაგრამ მაინც“ - ასეთია მაკო გომურის რეაქცია პროკურატურის მიერ მის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით.

ბესიკ ხარანაული

12 ნოემბერი 2019, 08:37

კულტურა

ბესიკ ხარანაული 80 წლის გახდა

ბესიკ ხარანაულს 80 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით მწერლთა სახლში პოეტის კოლეგებმა და მეგობრებმა მისი 50-წლიანი შემოქმედება მასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს. გარდა ამისა, მწერალთა სახლში ბესიკ ხარანაულის კრებულების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

ბიუჯეტი

12 ნოემბერი 2019, 08:28

ეკონომიკა

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შუალედურ ვერსიას განიხილავენ

რაც შეეხება პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებას, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, დოკუმენტი პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე შევიდა. უმრავლესობაში ასევე ბიუჯეტის სოციალურ პრიორიტეტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ხორავას ქუჩა

12 ნოემბერი 2019, 08:14

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება

კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება. მისივე ინფორმაციით, საქმეში სულ წარმოდგენილია 150 მოწმე და ამ დრომდე გამოკითხულ 54 მოწმეთა ჩვენებებიდან, მიხეილ კალანდიას ბრალეულობა არ დასტურდება.

ჯიმი კარტერი

12 ნოემბერი 2019, 08:07

მსოფლიო

ჯიმი კარტერი ისევ საავადმყოფოში მოხვდა

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 85 წლის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში შიდაქალის წნევის დასარეგულირებლად გადაიყვანეს. ბოლოს კარტერი საავადმყოფოში 21 ოქტომბერს მოხვდა, მას შემდეგ, რაც დაეცა და მენჯის ძვალი მოიტეხა.

ერგნეთი

12 ნოემბერი 2019, 08:00

საქართველო

ერგნეთში დღეს მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდება

დღეს ერგნეთში მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. მთავარი საკითხი კი ისევ სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები იქნება. ამ საკითხზე მხარეების პოზიციები პრინციპულად უცვლელია. დეფაქტო ცხინვალი ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს აღებას ისევ ითხოვს.

Twitter

12 ნოემბერი 2019, 00:55

ტექნოლოგიები

Twitter-მა ვენესუელის საგარეო უწყების ექაუნთი დაბლოკა

ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე წვდომა დროებით დაკარგა. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, ექაუნთი დროებით დაიბლოკა, მიზეზი შემთხვევითობაა. კომპანიის განმარტებით, ანგარიშის დიდი მოცულობიდან გამომდინარე ის შემთხვევით ე.წ. სპამის კატეგორიაში მოხვდა. პრობლემა ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში აღმოიფხვრა.

პიტ დოერტი

12 ნოემბერი 2019, 00:43

კულტურა

მუსიკოსი პიტ დოერტი პარიზში მეორედ დააკავეს

ბრიტანელი როკ მუსიკოსი პიტ დოერტი, რომელიც პარიზში კოკაინის შეძენისთვის დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს, ისევ დააკავეს. ამჯერად, მუსიკოსი გისოსებს მიღმა 19 წლის ბიჭთან ჩხუბის გამო მოხვდა. პიტ დოერტი როკჯგუფ Libertines-ის გიტარისტი და ვოკალისტია.