08 ნოემბერი 2019, 10:48 / სანდო წყარო

დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

პატრიკ-ლუი ვიტონი

პატრიკ-ლუი ვიტონი

საფრანგეთში, ცნობილი დიზაინერი, პატრიკ-ლუი ვიტონი, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Tellerreport-ი წერს, Louis Vuitton-ის მოდის სახლის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

იგი სავაჭრო სახლ Louis Vuitton-ის დამაარსებლის შვილიშვილი იყო და კომპანიაში მუშაობა 1973 წელს დაიწყო, რითაც  ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. 

ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა და მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული მოდის სახლია.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 18:04

საზოგადოება

ვის უნდა მიმართოთ თბილისში მშენებლობის გაგრძელების უფლების მისღებად

„ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select-ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან რატიანი

02 აპრილი 2020, 17:58

COVID19

ლევან რატიანი: თუ კორონავირუსზე განმეორებითი პასუხები უარყოფითი იქნება, დღის ბოლოს რამდენიმე პაციენტს გავწერთ

ამ დრიოისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 52 პაციენტი წევს. ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაყდასტურდათ, საკარნტინო ზონაში გადაიყვანეს- ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან COVID-19 23 პაციენტს დაუდასტურდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:57

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საპატრიარქოსთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში

ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც ეს მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც პანდემიის ფონზე, დისტანციის დაცვის პირობებში, სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე დაუსვეს შეკითხვა.

სტრასბურგის სასამართლო

02 აპრილი 2020, 17:47

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევები დაადგინა

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინ. სტრასბირგის გადაწყვეტილება საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დღეს გამოქვეყნდა. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრების: 23 ზურაბ კუხალაშვილისა და 29 წლის არსენ ბუხრაშვილის გარდაცვალებას ე.წ. „ბუნტის“ დროს მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:45

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ენზელ მკოიანის დაკავების ან მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს

ნამდვილად არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ძალიან კარგად ჩანს რომ სამველ პეტროსიანი ისვრის საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის მისამართით, რასაც მკოიანი პასუხობს თავდაცვის მიზნით. ეს არის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეოკადრებიდან, დანარჩენი გამოძიების საქმეა- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, ვიდეოკადრებიდან პირდაპირ და აშკარად ჩანს, რომ კონფლიქტის ინიციატორი პეტროსიანია.

არჩილ მინდიაშვილი

02 აპრილი 2020, 17:44

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა

არჩილ მინდიაშვილი 1973 წლიდან მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა ორგანიზაციაში. იყო საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი.

ინგოროყვას კლინიკა

02 აპრილი 2020, 17:39

პოლიტიკა

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია და შედეგი უარყოფითია. ეს ინფორმაცა Imedinews-ს კლინიკაში დაუდასტურეს. ტესტი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ამავე კლინიკაში პირად ექიმთან იყო მისული,კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორი ნინო ქოჩორაშვილმა Imedinews-ს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ზაფხულისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, არჩევნების ჩატარებას კი 31 ოქტომბერს შევძლებთ

ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეს შევჯერდით იმ შემჭიდროვებულ ვადებზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია კონსტიტუციის კანონის მიღება და ეს არის დაახლოებით ორკვირიანი ვადა, როდესაც ამოიწურება საგანგებო მდგომარეობის პერიოდი.

02 აპრილი 2020, 17:23

COVID19

ონლაინ გაყიდვები თანამშრომლებისა და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის შემთხვევაში იქნება დაშვებული

შესაბამისი სამინისტროები, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ ინფორმაციას ონლაინ გაყიდვების იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც დადგენილ წესებს დაექვემდებარებიან და შექმნიან უსაფრთხო პირობებს დასაქმებულთა და მომხმარებელთათვის, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათთვის საქმიანობის გაგრძელების ნებართვის გაცემის თაობაზე.

02 აპრილი 2020, 17:11

საზოგადოება

დიდუბესა და დიღომში 11 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბესა და დიღომში 11 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული ინფრასტრუქტურა განახლდა. შეიცვალა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, შეიღება და დაიჭიმა არსებული მავთულბადე, გამოიცვალა დაზიანებული ხელოვნური საფარი. სამუშაოები კომპანია „პებემ“ შეასრულა და ჯამში 114 000 ლარამდე იყო გამოყოფილი.

ნინო ლომჯარია

02 აპრილი 2020, 17:10

საზოგადოება

ომბუდსმენმა პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა

2020 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 432 გვერდიანი ანგარიში, რომელიც მოიცავს 335 რეკომენდაციას და 35 წინადადებას და სადაც წარმოდგენილია 2019 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი. ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:05

COVID19

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ ხელისუფლებამ გამოწვევას თავი გაართვა.

02 აპრილი 2020, 17:05

საზოგადოება

ლუბლიანას ქუჩის პირველ ჩიხში 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება

დიდუბის რაიონის გამგეობა, დიღმის მასივში, ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს. ლუბლიანას ქუჩის პირველ ჩიხში 800 კავდრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება და ბორდიური წესრიგდება. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო. აღნიშნული სამუშაოებისთვის 40 000 ლარამდე გამოიყოფა.

ეკატერინე ტიკარაძე

02 აპრილი 2020, 17:01

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პიკს ველოდებით მაისის დასაწყისში და იქნება რამდენიმე ასეული პაციენტი

შემდეგი კვირის ბოლომდე ჯერ კიდევ ველოდებით ინფიცირებულთა მომატებას იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც შესაძლოა, იმპორტირებულ კოვიდ პაციენტებად იყვენენ ჩვენი ეპიდემიოლოგებისგან მოხსენიებული. ესენი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ეტაპისთვის იმყოფებიან საკარანტინო ზონებში და კარანტინში5 ათასზე მეტი მოქალაქეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა POSTV-ის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჯერჯერობით ძირითადად საკარანტინო ზონებში მყოფი პირების შემთხვევაში ხდება კორონავირუსის დადასტურება.

02 აპრილი 2020, 16:55

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანია თანამშრომლებს 40 კამერით უთვალთვალებდა

ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიაში განთავსებული 40 ერთეული კამერით მიმდინარეობდა თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის 2919 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. „შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიაში განთავსებული 40 ერთეული კამერით მიმდინარეობდა თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში. აუდიომონიტორინგი მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში მომსახურების გაწევის ხარისხისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის შინაარსის შეფასებას ემსახურებოდა.

გიორგი ვოლსკი

02 აპრილი 2020, 16:44

COVID19

გიორგი ვოლსკი: შექება ჩვენთვის უცხო არ არის და არც რაიმე სისუსტეს თუ მოდუნებას განაპირობებს

„რასაკვირველია ძალიან სასიამოვნოა და საზოგადოებისათვის წამახალისებელიც და ენერგიის მიმცემიც არის ჩვენი დაწესებულებებისათვის ის შექება, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიმართავენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი“.

კახა კალაძე

02 აპრილი 2020, 16:41

საზოგადოება

კახა კალაძე: თუ ბაზრები და ბაზრობები მუშაობას აგრძელებენ, ისინი დაჯარიმდებიან

„გამოცემულია დეკრეტი, სადაც მითითებულია, ვის აქვს მუშაობის უფლება და ვის არა. შესაბამისად, ბაზრებს და ბაზრობებს მუშაობის უფლება არ აქვთ. თუ ეს საქმიანობა მაინც გრძელდება, შესაბამისი სამსახურები მათ აუცილებლად დააჯარიმებენ“, - აღნიშნა კალაძემ

02 აპრილი 2020, 16:41

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: სკოლებში კანონის დარღვევით ვიდეოთვალთვალის ფაქტები გამოვლინდა

რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაში კანონის დარღვევით ვიდეოთვალთვალის ფაქტები გამოვლინდა, კერძოდ, მონიტორინგი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს წარედგინა. დოკუმენტის ნათქვამია, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერების ხედვის არეალში არ ხვდებოდა საპირფარეშო ოთახში განთავსებული კაბინების შიდა პერიმეტრი, არამედ მხოლოდ საპირფარეშო ოთახის ხელსაბანი და დერეფანი.

ესპანეთი კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 16:38

COVID19

ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 003-ს მიაღწია, დაინფიცირებულია 110 238 ადამიანი, 26 743 კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

02 აპრილი 2020, 16:32

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაგისტრანტობის 190 კანდიდატის პირადი მონაცემები გაასაჯაროვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულებებმა, რიგ შემთხვევებში გამიზნულად, ზოგჯერ კი გაუფრთხილებლად, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გაასაჯაროვეს მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საძიებო სისტემა Google-ის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადა ფაილი, რომელშიც მითითებული იყო მაგისტრანტობის 190 კანდიდატის გამოცდების შედეგები, პირადი ნომრები, სახელები, გვარები, მობილური ტელეფონის ნომრები, კურსი, ქულები, სქესი, იურიდიული მისამართი და ა.შ.