imedi /  08 ნოემბერი 2019, 22:14 / სანდო წყარო

საქართველოს კინემატოგრაფისტები ლევან აკინს სოლიდარობას უცხადებენ

კინოპროექტორი

საქართველოს კინემატორაფისტები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორს, ლევან აკინს და შემოქმედებით ჯგუფს მხარდაჭერას უცხედაბენ და განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს 60 ადამიანი აწერს. 

„დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს​ ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება! დაუშვებელია გარკვეული ჯგუფების მიერ გამოხატული მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას!“ - ნათქვამია განცხადებაში. 

კინემატოგრაფისტები სოლიდარობას უცხადებენ როგორც ფილმში მონაწილე მსახიობებს, ასევე ყველა მოქალაქეს, რომელიც ფილმის გარშემო შექმნილი გონის გამო აგრესიისა და სიძულვილის ენის ადრესატი გახდა. 

„დღევანდელ საქართველოში აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი ცენზურას და ადამიანების დისკრიმინაციას მათი ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა კუთვნილების გამო“, - მიიჩნევენ კინემატოგრაფისტები

მანამდე ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მხარდაჭერა კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმაც გამოუცხადა

თბილისსა და ბათუმში კი ფილმის `და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

ყველა სიახლე

არჩევნები

19 ნოემბერი 2019, 00:48

საქართველო

IRI: მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 23 % მისცემდა ხმას, „ნაცმოძრაობას“ - 15%

IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს ქართულ ოცნებას 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. სხვა პარტიები - 4%. არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს 32 %-ს.

19 ნოემბერი 2019, 00:39

საქართველო

IRI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კველვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. კერძოდ, 39% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა.

გია ცეცაძე

19 ნოემბერი 2019, 00:19

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა გაძევების გამო მსაჯისკენ გადააფურთხა

ვითარების განმუხტვის შემდეგ არბიტრმა ერთ-ერთ სლოვაკ მწვრთნელსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც ცეცაძემ მსაჯისკენ გადააფურთხა და ამის გამო სავარაუდოდ სერიოზული სასჯელი ელოდება.

18 ნოემბერი 2019, 23:49

ძალოვნები

ბოლო მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 37 ადამიანია დაკავებული

მანამდე ინფორმაცია 18 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

18 ნოემბერი 2019, 23:37

საქართველო

IRI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 78% პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კველვის შედეგები გამოქვეყნა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეებიც განსაზღვრა. კერძოდ, „საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას“.

ხანძარი მესტია

18 ნოემბერი 2019, 23:35

ძალოვნები

სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძარს 45-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

აქცია

18 ნოემბერი 2019, 23:25

საქართველო

პარლამენტთან აქცია ხვალ განახლდება

ამასთან, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია განახლდება, მანამდე კი აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სამოქმედო გეგმას დასახავენ.

აშშ ციხე

18 ნოემბერი 2019, 23:09

მსოფლიო

ამერიკელმა 12 წელი ციხეში გაატარა დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია

2007 წელს მარტინესის სასამართლო პროცესზე ნაფიცი მსაჯულების აზრი მის დამნაშავეობაზე ორად გაიყო. პროკურატურამ მეორე სასამართლო პროცესი მოითხოვა, რომლის შედეგებითაც მარტინესი დამნაშავედ ცნეს. მიუხედავად იმისა, რომ 5 ძარცვიდან 2-ის შემთხვევაში კაცი სამსახურში იყო.

აქცია რუსთაველზე

18 ნოემბერი 2019, 22:25

საქართველო

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარებს Twitter-ზე ავრცელებენ. კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი წერს, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ვითარების პროგნოზირება რთულია. Heritage Foundation-ის მკვლევარი დემოკრატიის განვითარების რთულ პროცესზე ამახვილებს ყურადღებას.

ბრაზილია ფეხბურთი

18 ნოემბერი 2019, 22:21

სპორტი

მსოფლიოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატში ბრაზილიამ გაიმარჯვა

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი გაბრიელ ვერონი დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი კი ჰოლანდიელმა სიონტე ჰანსენმა მიიღო. ბრაზილიის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო და რეკორდსმენს, ნიგერიის გუნდს ერთი ტიტულით ჩამორჩება.

პრინცი ენდრიუ

18 ნოემბერი 2019, 22:12

მსოფლიო

პრინც ენდრიუს ინტერვიუს ექსპერტებმა და პრესამ კატასტროფა უწოდეს

ინტერვიუ მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მისი გამოქვეყნების შემდეგ ექსპერტებმა და პრესამ, მათ შორის თავად BBC-ის თანამშრომლებმა, ის პრინცის და სამეფო ოჯახის იმიჯისთვის კატასტროფად შეაფასეს. დაიწერა, რომ ინტერვიუ პრინცის სახელის და რეპუტაციის გადარჩენის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ის ჩავარდა.

18 ნოემბერი 2019, 22:10

ეკონომიკა

„ფრესკოს“ ყველა სუპერმარკეტი პროტესტის ნიშნად 1 დღით დაიხურება

„ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს ქმედებას. 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათიდან კვლავ ჩვეულებრივ, 24 საათიან რეჟიმში განვაახლებთ თქვენს მომსახურებას“- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ სროლა

18 ნოემბერი 2019, 21:29

მსოფლიო

აშშ-ში Walmart-ში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ოკლაჰომას შტატში სუპერმარკეტების ქსელ Walmart-ში სროლას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, შავებში ჩაცმული თავდამსხმელი თავადაც დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ზურაბ ჯაფარიძე

18 ნოემბერი 2019, 21:12

ძალოვნები

ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ამავე სამმართველოში პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 16 დაკავებული პირია გადაყვანილი, მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

18 ნოემბერი 2019, 20:43

საქართველო

საავადმყოფოებში 6 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის 2 პოლიციელია

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში 6 პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის 2 პოლიციელია. ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები.

კახა კალაძე

18 ნოემბერი 2019, 20:34

საქართველო

მდინარაძე და კალაძე რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ

ოპოზიცია გაწბილებულია, რომ დღევანდელი ღონისძიება გართულების, დაზიანების გარეშე დასრულდა, ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას. „მთავარი ამბავია, რომ დიდი მოთმინებით შეხვდნენ საქმეს, გაუფრთხილდნენ თითოეული ადამიანის უფლებას“.

Mustang Mach-E

18 ნოემბერი 2019, 20:23

ტექნოლოგიები

Ford-მა ელექტრომობილი Mustang Mach-E წარადგინა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა ელექტრომობოლი Mustang Mach-E წარადგინა. ავტომობილი 5 კომლექტაციაში წარადგინეს. ის საათი 100 კილომეტრს ავითარებს. მას შეუძლია 600-მდე კილომეტრი დამუხტვის გარეშე გაიაროს. ბატერეის დამუხტვა 80%-მდე 38 წუთშია შესაძლებელი.

კაილი ჯენერი

18 ნოემბერი 2019, 20:20

ეკონომიკა

Coty კაილი ჯენერის კოსმეტიკური კომპანიის ნახევარს $600 მილიონად იყიდის

2019 წლის მარტში Forbes-მა კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა, შეაფასა რა მისი ქონება იმ მომენტისთვის 1 მილიარდ დოლარად. Forbes-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანების რეიტინგში, კაილი ჯენერმა მეორე ადგილი დაიკავა (პირველ ადგილზე ტეილორ სვიფტია).

ბათუმი, აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

18 ნოემბერი 2019, 20:00

საქართველო

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე კარვები გაშალეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

არჩილ თალაკვაძე

18 ნოემბერი 2019, 19:30

საქართველო

თალაკვაძემ ბოქლომი და ჯაჭვი ოპოზიციას დაუბრუნა

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა.