imedi /  07 მაისი 2017, 18:21 / სანდო წყარო

ჩარლი შინი აივინფექციის სამკურნალო ახალი წამლით კმაყოფილია

ჩარლი შინი

ჩარლი შინი

51 წლის მსახიობი ჩარლი შინი, რომელსაც იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) დიაგნოზი 2011 წელს დაუსვეს, ვირუსის სამკურნალოდ ახალ, ექსპერიმენტულ მედიკამენტს იღებს. მსახიობის თმით, ახალი წამლის მიღების შემდეგ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ამის შესახებ ჩარლი შინმა Daily Mail-ს უთხრა.

მსახიობის თქმით, წინა პრეპარატით მკურნალობისას, მისმა ორგანიზმმა წამლის ბევრი უარყოფითი შედეგი გამოავლინა. შინის განცხადებით, წამალმა აზროვნების დაქვეითებაც კი გამოიწვია. ამის გამო, მან უარი თქვა ტაბლეტების მიღებაზე და 2016 წლის დასაწყისში ექსპერიმენტული პრეპარატით PRO 140-ით მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მას, ყოველდღიურად, ინექციის გზით უკეთებდნენ წამალს. 

"წარმოუდგენელია. ვადარებ ერთმანეთს როგორ ვგრძნობდი თავს მაშინ და როგორ ვგრძნობ ახლა. სიკვდილის გზას ვადექი და ახლა თითქოს გამოვბრუნდი უკან", - ასე ახასიათებს ახალი პრეპარატის მოქმედებას მსახიობი. 

გამოცემის ცნობით, წამალი PRO 140 აივ ვირუსის სამკურნალო სხვა მედიკამენტებისგან იმით განსხვავდება, რომ პრეპარატში ანტისხეულებია და არა ქიმიური ნაერთები. ამ ეტაპზე პრეპარატის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა მიმდინარეობს. 

ჩარლი შინმა იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადების შესახებ საზოგადოებას 2015 წლის ნოემბერში, დიაგნოზის დასმიდან 4 წლის შემდეგ განუცხადა. მისი აღიარების შემდეგ, მსახიობს რამდენიმე ყოფილმა მეგობარმა ქალმა სიმართლის დამალვის გამო უჩივლა. 

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 12:05

საზოგადოება

გლდანის პირველ მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე და სპორტული მოედანი გაიხსნა

გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სპორტული მოედნისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სივრცე ფეხბურთის ტურნირით - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ გაიხსნა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად დაესწრო.

ჯესიკა პრიჩარდი

05 აგვისტო 2021, 12:00

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ქალმა 11 თვეში 4 ბავშვი გააჩინა👶👶👶👶

31 წლის ჯესიკა პრიჩარდმა, რომელიც შეფილდში ცხოვრობს,2020 წლის მაისში თავისი მეორე ქალიშვილი, მია გააჩინა, რამდენიმე თვეში კი აღმოაჩინა, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო და მიას გაჩენიდან 11 თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში სამი ტყუპი გაუჩნდა - ელა, ჯორჯი და ოლივია.

05 აგვისტო 2021, 11:56

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსი ცხადდება

CENN, პროექტის - „ციფრული კავკასია“, ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია (GNTA), Mytravel-თან, Georgian Travel Guide-თან და Arealy • არეალთან პარტნიორობით საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსს აცხადებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს აპლიკაციების შევსება შემდეგ ნომინაციებში შეუძლიათ: საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი; საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი; საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება.

05 აგვისტო 2021, 11:54

საზოგადოება

ძალოსანთა ნაკრების ექიმი: ჩემი და ლაშას აზრი ასეთია - ეპიდსიტუაციის გამო დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული გულშემატკივრებს მიმართავს და მათ აეროპორტში ლაშა ტალახაძის დახვედრისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

მაია ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 11:51

COVID19

მაია ჩხაიძე: მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი ცოტა მაღალია

„კოვიდი ბავშვებსა და დიდებზე ერთნაირად მოქმედებს, აზიანებს ყველა ორგანოს. რადგან მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, რადგან პრაქტიკულად ექიმი ვერ ხედავს ბავშვს და მხოლოდ დედას უნდა ენდოს, რომელიც საგანგაშო ნიშნებს დაინახავს ბავშვთან და შეატყობინებს მას, აქედან გამომდინარე ცოტა მაღალია ჰოსპიტალიზაციის პროცენტი“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

05 აგვისტო 2021, 11:43

სამართალი

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

05 აგვისტო 2021, 11:20

COVID19

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი განმარტავს, კოვიდის დროს რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია

„სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, სითხეებს თუ დიდი რაოდენობით არ იღებს და აქვს ცხელება, ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს ბავშვის ჰოსპიტალში გადაყვანის ნიშანი. სახლში ვინც აკვირდება ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობას, პირველ რიგში მშობლებმა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა ამ ნიშანს. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად მიიღონ სითხეები, ჰქონდეთ წყალი. მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიმპტომს. სხვა რაიმე სახის მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე იქნებოდა დამტკიცებული, არ არსებობს.

პროფესორი სარა გილბერტი

05 აგვისტო 2021, 11:18

COVID19

„ბარბის“ მწარმოებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელის პატივსაცემად თოჯინა გამოუშვა

„მინდა, ჩემმა თოჯინამ ბავშვებს ვაქცინოლოგის პროფესია გააცნოს, რომლის შესახებაც მათ შესაძლოა არც იცოდნენ“, - განაცხადა გილბერტმა.

მარინა ენდელაძე

05 აგვისტო 2021, 11:14

COVID19

მარინა ენდელაძე: ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

05 აგვისტო 2021, 11:07

რეგიონი

სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 300 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა

სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სისტემების მშენებლობა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, ააიპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობისა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 403 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

05 აგვისტო 2021, 10:56

COVID19

საქართველოში დღიურად კოვიდაცრების რეკორდულად მაღალი რაოდენობა გაკეთდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:53

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა „დიქსიმ“ უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა

კალიფორნიის შტატში მძვინვარე ტყის ხანძარი „დიქსი“ დიდი სიჩქარით ვრცელდება და უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

05 აგვისტო 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.76%-ია

4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.85%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.67%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:50

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

05 აგვისტო 2021, 10:44

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 200 242 092 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 256 850 ადამიანი გარდაიცვალა.

რიანა

05 აგვისტო 2021, 10:32

კულტურა

რიანა ოფიციალურად გახდა მილიარდერი და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი

ვარსკვლავის ქონება $1.7 მილიარდს შეადგენს, აქედან 1.4 მილიარდი მას კოსმეტიკურმა კომპანიამ Fenty Beauty მოუტანა, დანარჩენი კი საცვლების კომპანიამ Savage x Fenty და მუსიკალური და სამსახიობო კარიერით მიღებულმა თანხებმა.

05 აგვისტო 2021, 10:31

COVID19

ჯენიფერ ენისტონმა აუცრელ მეგობრებთან შეხვედრებზე უარი თქვა

ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი უარს ამბობს იმ მეგობრებთან შეხვედრაზე, რომლებიც კორონავირუსზე არ აიცრნენ.

ლევან დავითაშვილი ატამი

05 აგვისტო 2021, 09:48

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: წელს ატმის წარმატებული სეზონი გვაქვს და ეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

„ვფიქრობ, სეზონი წარმატებით დასრულდება კახეთში. პარალელურად, ექსპორტის განხორციელება დაიწყო შიდა ქართლიდან, რომელიც კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. მიწოდების ჯაჭვში წლების წინ არსებული ძირითადი სისუსტეები სახელმწიფომ აღმოფხვრა - ეს იყო პრობლემა ხარისხთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ჩვენ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების დეფიციტი გვქონდა. თუ რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, ერთი მეურნეობა იყო, დღეს უკვე, 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა მხოლოდ სოფელ ჩუმლაყში. ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შექმნილი. ყოველივე ეს უზრუნველყოფს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ატამი იყოს კონკურენტუნარიანი”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლაშა დარსალია

05 აგვისტო 2021, 09:32

რეგიონი

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ლაშა დარსალია რეგიონებში შეხვედრებს მართავს

რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ლაშა დარსალია შეხვედრებს გამართავს კონფლიქტის თემაზე მომუშავე საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან, ისევე როგორც რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.