ჯო რაითის ფსიქოლოგიურ ტრილერში "Woman in the Window", მსახიობ ემი ადამსთან ერთად გარი ოლდმანი ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Variety ავრცელებს.
ფილმი მარტო მცხოვრებ ქალზეა, რომელიც მთელ დღეებს ღვინის სმაში, მალულად მეზობლების თვალთვალსა და ძველი ფილმების ყურებაში ატარებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი თვალთვალის დროს ის დანაშაულის მოწმე გახდება.
ფილმის სცენარის ავტორი ტრეისი ლეტსია. ფილმის პრემიერა 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.


