თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდა
ფოტო: Facebook
1-ელიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალი 1-ელ დეკემბერს 19:30-ზე კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „შანტაჟი“ (Blackmail) გაიხსნება. ფილმს ცოცხალი მუსიკის თანხლებით უჩვენებენ.
გახსნის ცერემონიალს სპეციალურად „შანტაჟისთვის“ 2007 წელს შექმნილი მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი ნილ ბრენდი დაესწრება. კომპოზიციას, მირიან ხუხუნეიშვილის დირიჟორობით, სიმფონიური ორკესტრი "ალტერ ორკესტრა" შეასრულებს.
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. „ოქროს პრომეთე“ გადაეცემა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო მხატვრული ფილმი
2. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
3. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
საუკეთესო მხატვრულ ფილმს დააჯილდოვებს ქართული ფილმის განვითარების ფონდი. საუკეთესო დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.
უკვე მესამე წელია, რაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. ეს პრიზი დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება.
ფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 7 ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით. დაჯილდოვება გაიმართება 7 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე .
დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“
წელს ფესტივალზე, „რეჟისორი ფოკუსში“ არის არგენტინელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი, რომელსაც საპატიო პრომეთე გადაეცემა. საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა, ქართველ რეჟისორს და სცენარიტს, ირაკლი კვირიკაძეს.
მე-20 ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მხოლოდ ეროვნული კონკურსი. „ქართული პანორამის“ ფარგლებში გამარჯვებული 3 ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ხელი შეუწყოს, ფართო მაყურებლის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში.
„ქართულ პანორამას“ ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეო-ინსტიტუტის „ არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები- ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ. ასევე ჟიურიში იქნება ჰეზერ სტიუარტი( ბრიტანული კინოს ინსტიტუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი), ნიკოლას სელი (ალფონსო კუარონის ოსკაროსანი ფილმის „ რომას“ პროდიუსერი) და პაბლო დე ვიტა (არგენტინელი კინოკრიტიკოსი )
სრულმეტრაჟიანი ფილმები:
1. „უარყოფითი რიცხვები“ - უტა ბერია
2. „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“- დიმიტრი ცინცაძე
3. „ღორი“ - გიგა ლიკლიკაძე
4. „კომეტები“- თამარ შავგულიძე
5. „ბოროტმოქმედი“ - დიმა მამულია
6. „ოქროს ძაფი“ - ლანა ღოღობერიძე
მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
1. „მამული“ - გიორგი სიხარულიძე
2. „ცხოველი“ - ამირან დოლიძე
3. „ტრადიცია“ - იოსებ ბლიაძე
4. „თემო“ - ლაშა ცქვიტინიძე
5. „დასასრულის დასაწყისი“ - გიორგი ქასრაშვილი
6. „აცახცახებული გული“ - ვაჟიკო ჩაჩხიანი
7. „სელფი გაზქურასთან“ ირინა ჯავახაძე
8. „ხმის კონტროლი” - გიორგი სულაძე
9. „ვიდრე წავიდოდე“ - ელენა ცაგარეიშვილი
10. „მესამე ზედმეტი“- ოთარ ბერძენიშვილი
11. „კახეთის მატარებელი“ - ლალი კიკნაველიძე
12. „When Money Had Its Body” - თამარ მაღრაძე
13. „სამაია“ - ლევან შუბაშვილი
14. „უბიუჯეტო ფილმი“ - ნინა ხატიაშვილი
15. „არჩევანი“ - გიორგი ვარსიმაშვილი
16. „მარქსის ქუჩა 12“ - ირინა ჟორდანია
17. „ხედავ იმას, რასაც მე?“ - ანანო ბაკურაძე
დოკუმენტური ფილმები:
1. „12 გაკვეთილი“ - გიორგი მრევლიშვილი
2. „მოსავალი“ - მიშო ანთაძე
3. „სანამ მამა დაბრუნდება“ - მარი გულბიანი
4. „სხვა მეზობლები“ - ნიკა წიკლაური
5. „პური და მარილი“ - სალომე რაზიკაშვილი
6. „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ - ნანა ჯორჯაძე
სპეციალური ჩვენებები:
• „უჟმური“ - ნუცა ღოღობერიძე 1934
• „ქორწილი“ - მიხეილ კობახიძე 1964
• „პასტერნაკი“ - ნინო კირთაძე 2019
ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა ბრიტანეთია. ფესტივალის და ბრიტანული სეზონის ინიციატივით, პროგრამა უახლესი გამორჩეული ბრიტანული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს.
წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანულ ფოკუსს PLAY UK ერქმევა.
ფესტივალის მნიშვნელოვანი სიახლეა ბრიტანული პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტი 90- წამიანი ფილმების კონკურსი „დეპიქტი!“, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას თბილისის და ბრისტოლის კინოფსტივალებს შორის.
კონკრეტულად ამ კონკურსის ჟიური 20 საუკეთესო ფილმს შეარჩევს. ჟიურის წევრები დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი (ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი) არიან.
ქვეყანა ფოკუსში/ Country in Focus: ბრიტანეთი
1. Bait / სატყუარა - Mark Jenkin, UK, 2019
2. Hope Gap / იმედის ნაპრალი - William Nicholson, UK, 2019
3. Sorry We Missed You / უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით - Ken Loach, UK/France/Belgium, 2019
4. The Souvenir / სუვენირი - Joanna Hogg, UK, 2019
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი სტატუსთან ერთად კინოს მოყვარულებს 8 დეკემბერს ლეგენდარულ რეჟისორთან კარლოს რეიგადასთან შეხვედრის საშუალებას მისცემს.
რეჟისორი ფოკუსში/ Director in Focus: კარლოს რეიგადასი/ Carlos Reygadas
1. Our Time ჩვენი დრო (2018)
2. Post Tenebras Lux წყვდიადის შემდეგ ნათელი (2012)
3. Silent Light ჩუმი სინათლე (2007)
4. Battle in Heaven ზეციური ბრძოლა (2005)
5. Japan იაპონია (2002)
ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს თბილისის საერთაშორისო კინო - ფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში „ჰორიზონტები“, „ამერიკები“, „ევროპული ფორუმი“.
ევროპული ფორუმი/ European Forum
1. A Voluntary Year ერთი წელი მოხალისედ - Ulrich Köhler, Henner Winckler, Germany, 2019
2. About Endlessness უსასრულობის შესახებ - Roy Andersson, Sweden, 2019
3. An Officer and a Spy ოფიცერი და ჯაშუში - Roman Polanski, France/Italy, 2019
4. Atlantis ატლანტიდა - Valentyn Vasyanovych, Ukraine, 2019
5. Commitment ვალდებულება - Semih Kaplanoğlu, Turkey, 2019
6. Echo ექო - Rúnar Rúnarsson, Iceland, 2019
7. Freedom თავისუფლება - Albert Serra, Spain, 2019
8. God Exists, Her Name is Petrunya ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია - Teona Strugar Mitevska, Macedonia, 2019
9. Gundermann გუნდერმანი - Andreas Dresen, Germany, 2018
10. I Was at Home, But სახლში ვიყავი, მაგრამ... - Angela Schanelec, Germany, 2019
11. Little Joe პატარა ჯო - Jessica Hausner, Austria/Germany/UK 2019
12. Martin Eden მარტინ იდენი - Pietro Marcello, Italy/France, 2019
13. Master Cheng ბატონი ჩენგი - Mika Kaurismäki, Finland/China, 2019
14. Mr Jones მისტერ ჯონსი - Agnieszka Holland, Poland/UK/Ukraine, 2019
15. Portrait of a Lady on Fire ალმოდებული ქალის პორტრეტი - Céline Sciamma, France 2019
16. Synonyms სინონიმები - Nadav Lapid, France/Israel/Germany 2019
17. The Portuguese Woman პორტუგალიელი ქალი - Rita Azevedo Gomes, Portugal/Germany 2019
18. The Traitor მოღალატე - Marco Bellocchio, Italy/France/Brazil/Germany, 2019
19. The Truth სიმართლე - Hirokazu Koreeda, France/Japan, 2019
20. The Whistlers მსტვენელები - Corneliu Porumboiu, Romania/France/Germany, 2019
21. Vitalina Varela ვიტალინა ვარელა - Pedro Costa, Portugal/Cayman Islands, 2019
22. Young Ahmed ახალგაზრდა აჰმედი - Jean-Pierre and Luc Dardenne, Belgium/France 2019
ჰორიზონტები/Horizons
1. A Dog Barking at the Moon ძაღლი უყეფს მთვარეს - Xiang Zi, China/Spain, 2019
2. Abou Leila აბუ ლეილა - Amin Sidi-Boumédiène, Algeria/France, 2019
3. Castle of Dreams ოცნების კოშკი - Reza Mirkarimi, Iran, 2019
4. Chained მიჯაჭვული - Yaron Shani, Israel, 2019
5. So Long, My Son მშვიდობით, ჩემო ბიჭო! - Wang Xiaoshuai, China, 2019
6. The Wild Goose Lake გარეული იხვის ტბა - Yinan Diao, China/France, 2019
ამერიკები/ Americas
1. A Hidden Life დამალული სიცოცხლე - Terrence Malick, USA/Germany 2019
2. Bacurau ბაკურაუ - Kleber Mendonça Filho, Juliano Dornelles, Brazil/France, 2019
3. Family Members ოჯახის წევრები - Mateo Bendesky, Argentina, 2019
4. Genesis დაბადება - Philippe Lesage, Canada, 2019
5. Ghost Town Anthology გამქრალი ქალაქის ანთოლოგია - Denis Côté, Canada, 2019
6. Give Me Liberty მომეცი თავისუფლება! - Kirill Mikhanovsky, USA, 2019
7. Matthias & Maxime მათიასი და მაქსიმი - Xavier Dolan, Canada, 2019
8. Monos მონოები - Alejandro Landes, Colombia/USA, 2019
9. The Farewell გამომშვიდობება - Lulu Wang, China/USA, 2019
აპოლო: კინოს მეხსიერება / Apollo: Memories of Cinema: ბრიტანული რეტროსპექტივა/ British Retrospective
1. Don't Look Now არ გამოიხედო! - Nicolas Roeg, 1973
2. Sunday Bloody Sunday კვირა, წყეული კვირა - John Schlesinger, 1971
3. The Browning Version ბრაუნინგის ვერსია - Anthony Asquith, 1951
4. The Loneliness of the Long Distance Runner გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა - Tony Richardson, 1962
5. The Servant მსახური - Joseph Losey, 1963
6. This Sporting Life ასეთია სპორტული ცხოვრება - Lyndsay Anderson, 1963
7. Women in Love შეყვარებული ქალები - Ken Russell, 1969.
ყველა სიახლე
02 მაისი 2026, 01:39
მსოფლიო
Reuters: პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს
პენტაგონმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 00:03
მსოფლიო
პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის დანიშვნის შესახებ
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის, მარტონ მელეთეი-ბარნას დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 23:46
საზოგადოება
საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, დაპირისპირება დათესონ
„ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“.
01 მაისი 2026, 23:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია ,,იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში
„სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია ,,იმედის“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას...“, - წერს ფაღავა.
01 მაისი 2026, 22:49
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 22:37
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს.
01 მაისი 2026, 22:10
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026-ის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
01 მაისი 2026, 22:05
საზოგადოება
გივი მიქანაძე: რუსთავი უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული
„სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება თავის სტარტს იღებს სწორედ ქალაქ რუსთავში, ქალაქში, რომელშიც ახალგაზრდული ქალაქია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლესი განათლების მიმართულებით, რუსთავი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, რამე თუ საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის რუსთავთან სიახლოვეში აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული“.
01 მაისი 2026, 22:00
რეგიონი
ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით დაბა ხულოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და მოწვეული სტუმრები. მათ შეკრებილ საზოგადოებას ბიბლიოთეკარის დღე მიულოცეს, ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკების მნიშვნელოვან როლს განათლების, კულტურისა და საზოგადოების განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მრავალწლიანი ერთგული შრომისთვის.
01 მაისი 2026, 21:43
მსოფლიო
ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა და მას „სულელი“ უწოდა.
01 მაისი 2026, 21:36
მსოფლიო
POLITICO: ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია
ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია, - წერს გამოცემა POLITICO.
01 მაისი 2026, 21:31
საზოგადოება
საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
01 მაისი 2026, 21:27
რეგიონი
ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა
ფორუმის გახსნის ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
01 მაისი 2026, 21:25
საზოგადოება
სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე, მიღწეულ წარმატებასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს.
01 მაისი 2026, 21:19
საზოგადოება
საქართველოში უცხოელთა დასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი - კანონის აღსრულება დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახური დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს იწყებენ. საქმე ეხება იმ კანონის აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად, ტაქსის მძღოლებად და მიტანის სერვისის კურიერებად მუშაობა ეკრძალებათ.
01 მაისი 2026, 21:08
ეკონომიკა
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ წლიური შედეგები შეაჯამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზენტაციაზე იმსჯელეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით გატარებული რეორგანიზაციის შედეგებსა და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ასევე, კომპანიის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე.
01 მაისი 2026, 21:02
მსოფლიო
აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აზერბაიჯანის გაღიზიანება დოკუმენტში ყარაბაღის შესახებ შეტანილმა ჩანაწერმა გამოიწვია. შედეგმაც არ დააყოვნა - ბაქომ ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.
01 მაისი 2026, 21:00
საზოგადოება
ნინო ლაცაბიძე სტუდენტურ ფესტივალზე: ახალგაზრდებო, თქვენ ხართ საქართველო, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღეც და მომავალიც - საოცარი შეგრძნება ყოფილა, როცა შენს ქალაქში ამდენი ახალგაზრდაა გაერთიანებული
რუსთავში ათასობით ახალგაზრდის შეკრება ქალაქისთვის განსაკუთრებული მოვლენაა და დიდი სიხარულია, რომ მათთან ერთად შესაძლებელია ახალგაზრდული დღის გაზიარება, - განაცხადა რუსთის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, ახალგაზრდული ფესტივალის, „სტუდფესტი 2026“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას
01 მაისი 2026, 21:00
რეგიონი
ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმი მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მასში ექვსი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
01 მაისი 2026, 20:52
საზოგადოება
კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო. ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა.


