imedi /  30 ნოემბერი 2019, 12:06 / სანდო წყარო

მომაკვდავმა თაყვანისმცემელმა „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ეპიზოდი პრემიერამდე 1 თვით ადრე ნახა

ვარსკვლავური ომები

სტუდია Disney-მ „ვარსკვლავური ომების“ მომაკვდავ თაყვანისმცემელს  სურვილი შეუსრულა და საგის მე-9 ეპიზოდის „The Rise of Skywalker“ ნახვის საშუალება პრემიერამდე ერთი თვით ადრე მისცა. ამის შესახებ Just Jared-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, კიბოთი დაავადებული კაცი ინგლისში ცხოვრობს. მას ძალიან უნდოდა ფილმის შვილთან ერთად ნახვა, მაგრამ ეშინოდა, რომ პრემიერამდე, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება, ვერ იცოცხლებს. ჰოსპისმა, რომელშიც ავადმყოფი იმყოფება, ონლაინ-კამპანია დაიწყო, რამაც „ვარსკვლავური ომების“ ორიგინალური ტრილოგიის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის მარკ ჰემილის ყურადღება მიიპყრო. 

მსახიობი Disney-ს დაუკავშირდა, სტუდიის დირექციამ კი პაციენტისთვის და მისი ოჯახისთვის ფილმის ჩვენება მოაწყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Disney ავადმყოფ თაყვანისმცემლებს ფილმების ადრე ნახვაში ეხმარება. 2015 წელს სტუდიამ ახალი ტრილოგიის პირველი სურათი „The Force Awakens“ ავადმყოფ კაცს პრემიერამდე ორი თვით ადრე აჩვენა. 

ყველა სიახლე

არიანა გრანდე

06 დეკემბერი 2019, 18:07

კულტურა

წლის ყველაზე სექსუალური ვიდეორგოლები დასახელდა

გასართობმა პორტალმა Popsugar-მა 2019 წლის ყველაზე სექსუალური მუსიკალური როლების რეიტინგი გამოაქვეყნა.სიაში პირველ ადგილს ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს 7 rings-ი იკავებს. რგოლი იანვარში გამოქვეყნდა და მას 638 მილიონი ნახვა აქვს.

ლარის კურსი

06 დეკემბერი 2019, 17:49

ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა. სებ-ის მონაცემებით ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9466 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირას ლარი აშშ დოლართან გამყარების ტრენდს ინარჩუნებს.

სკოლა ხანძარი

06 დეკემბერი 2019, 17:41

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკაში ნიშნებით უკმაყოფილო მოსწავლეებმა სკოლას ცეცხლი წაუკიდეს

ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბავშვების თქმით, მათ დაუმსახურებლად დაბალი ნიშნები დაუწერეს, რის შემდეგაც რადიკალურ ზომებს მიმართეს. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა შენობაში ცეცხლი ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სკოლა მთლიანად განადგურდა.

მაია ცქიტიშვილი

06 დეკემბერი 2019, 17:36

საქართველო

ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლებს მოუწოდებს, აღიარონ, რომ პროექტს ვერ ახორციელებენ

ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და მის დამფუძნებლებსაც თავადაც არაერთხელ გაუკეთებიათ კომენტარები, რომ როდესაც შავ ზღვაზე აქტიური კონკურენციაა პორტებს შორის, ამ დროს ჩვენ გვჭირდება, რომ ეს პორტი სწრაფად დავიწყოთ, შევიყვანოთ ექსპლუატაციაში“. „მთავრობა აუცილებლად წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, თუმცა უნდა დაელოდონ 31 დეკემბერს“.

borjomilikani.com

06 დეკემბერი 2019, 17:17

ეკონომიკა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ აუქციონი ჩაიშალა

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გაყიდვაზე ნოემბერში დაანონსებული აუქციონი 6 დეკემბერს ჩაიშალა. კომერციულ ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა. მაღალი ინტერესის მიუხედავად, აუქციონზე რეგისტრაცია მსურველებს არ გაუვლიათ.

მარიამ ჯაში

06 დეკემბერი 2019, 17:15

საქართველო

„დამოუკიდებელი დეპუტატები“: გერმანულ მოდელთან დაკავშირებით იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა

ამასთან, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ვგეგმავთ დამატებითი კონსულტაციების გამართვას საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, კონსტიტუციონალისტებთან და საარჩევნო სისტემის ექსპერტებთან"- წერია განცხადებაში.

06 დეკემბერი 2019, 17:14

ძალოვნები

ნიკა გვარამია გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე დაიკითხება

ნიკა გვარამია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება, რომელსაც გრიფით „საიდუმლო“ ადევს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორის საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დანარჩენ დეტალებზე პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

ნინო ბურჯანაძე

06 დეკემბერი 2019, 17:11

საქართველო

ბურჯანაძის პარტია მოსკოვში ბოდიშის მოხდას უარყოფს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის დროს მომხდარი ანტირუსული სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

iPhone

06 დეკემბერი 2019, 16:59

ტექნოლოგიები

პროგნოზი: 2021 წელს სრულად უსადენო აიფონი გამოვა

მისი თქმით, 2020 წელს Apple iPhone-ს 4 მოდელს წარადგენს, რომელთაც OLED-ეკრანი ექნება. ერთი ტელეფონი 5,4-დიუმიანი დიაგონალი იქნება, კიდევ ორი 6,1-დიუმიანი, ყველაზე დიდი კი- 6,7-დიუმიანი. ყველა სმარტფონს 5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება.

თელასი

06 დეკემბერი 2019, 16:43

ეკონომიკა

თელასის 10 000 აქციაზე ფინანსური გარიგება შედგა

თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 10 000 აქციაზე გარიგება დაიდო. საქართველოს საფონდო ბირჟის ცნობით, აქციების გასხვისება არასაბირჟო გარიგებით მოხდა და თითო აქციის ფასმა 1 ლარი შეადგინა. გარიგების ღირებულება ათი ათასი ლარია.

ირაკლი კოვზანაძე

06 დეკემბერი 2019, 16:34

ეკონომიკა

მთავრობამ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის რეკომენდაცია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსება, წინა ვერსიასთან შედარებით, 50 მილიონით 350 მილიონ ლარამდე გაზარდა.

06 დეკემბერი 2019, 16:30

ვიდეო

დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი ქუთაისში

06 დეკემბერი 2019, 16:10

საქართველო

ზალკალიანი: ველოდებით რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ

„გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე უნდა გათავისუფლდეს. ველოდებით, რომ ეს ძალიან მალე და სწრაფად მოხდება“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

06 დეკემბერი 2019, 16:04

საქართველო

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს სცემეს

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის აქციაზე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციის აქცია გააპროტესტეს. „გიგი უგულავა, რომელმაც თბილიის ბიუჯეტი შეჭამა, დღეს მე აქ მიკითხავს მორალს“, - განაცხადა ხელისუფლების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

ანგელა მერკელი

06 დეკემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

მერკელი აუშვიცში პირველად ჩავიდა

გერმანიის კანცლერის ვიზიტი ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე, ბანაკის გათავისუფლებიდან 75-ე წლისთავის წინ იმართება. მერკელი ასევე მივიდა კარიბჭესთან, რომელზეც არის წარწერით შრომა ათავისუფლებს“, ეს წარწერა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების, მათ შორის აუშვიცის, შესასვლელში იყო გაკრული. ე.წ. მერკელი ე.წ. შავ კედელთან წუთიერი დუმილით გაჩერდა.

წითელა

06 დეკემბერი 2019, 15:46

მსოფლიო

2018 წელს წითელას 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

2018 წელს წითელათი 10 მილიონი ადამიანი დაავადდა, მათგან 140 ათასი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გარდაცვლილთა უმეტესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია, რომელსაც წითელას საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

გიორგი ჩაკვეტაძე

06 დეკემბერი 2019, 15:41

საქართველო

14 დეკემბერს „ქართული ოცნება“ მასშტაბურ შეკრებას გამართავს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველო თავმჯდომარეობასა და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით საზეიმო კვირეულის მიმდინარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს.

მკვლელობა

06 დეკემბერი 2019, 15:21

ძალოვნები

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა

„ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით დანაშაულთაკ დაკავშირებით დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

Uber ტაქსი

06 დეკემბერი 2019, 14:53

მსოფლიო

ყოველდღიურად აშშ-ში Uber-ის 8 მგზავრი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხდება

ტაქსის სერვისმა Uber-მა აშშ-ში 2017-2018 წლებში კომპანიის მძღოლებისა და მგზავრების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტების საფუძველზე 84-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა. მათი ცნობით, 2017-2018 წლებში კომპანიამ სექსუალური შევიწროების შესახებ 5981 შეტყობინება მიიღო, რაც დღეში საშუალოდ 8 შეტყობინებას უდრის.

ლევან ახვლედიანი

06 დეკემბერი 2019, 14:28

საქართველო

ახვლედიანი: ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის სამართლებრივ დავაში გადაყვანა მოგვიწევს

ანაკლიის კონსორციუმს ვადა ეწურება. გაერთიანებამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 120 მილიონი დოლარის ხელშეკრულებები და 400 მილიონიანი სასესხო შეთანხმება 16 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს. ჰყავს თუ არა კონსორციუმს მოძიებული მთავარი ინვესტორები და რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს?