imedi /  04 დეკემბერი 2019, 18:27 / სანდო წყარო

ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

ჯეიმს ბონდი

დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის
როლში

Universal Pictures-მა ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმის სახელწოდებაა „სიკვდილის დრო არ არის“. ბრიტანელი სპეცაგენტის როლს უკვე მეხუთედ დენიელ კრეიგი, ხოლო მთავარ ბოროტ პერსონაჟს რამი მალეკი თამაშობს.

ფილმის რეჟისორი კერი ფუკუნაგაა, რომელმაც ამ თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოში დენი ბოილი შეცვალა. ფილმის პრემიერა 2020 წლის აპრილში გაიმართება. 

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2019, 17:14

ძალოვნები

პროკურორი: გვარამია გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე დაიკითხება

ნიკა გვარამია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება, რომელსაც გრიფით „საიდუმლო“ ადევს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორის საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დანარჩენ დეტალებზე პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

ნინო ბურჯანაძე

06 დეკემბერი 2019, 17:11

საქართველო

ბურჯანაძის პარტია მოსკოვში ბოდიშის მოხდას უარყოფს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის დროს მომხდარი ანტირუსული სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

iPhone

06 დეკემბერი 2019, 16:59

ტექნოლოგიები

პროგნოზი: 2021 წელს სრულად უსადენო აიფონი გამოვა

მისი თქმით, 2020 წელს Apple iPhone-ს 4 მოდელს წარადგენს, რომელთაც OLED-ეკრანი ექნება. ერთი ტელეფონი 5,4-დიუმიანი დიაგონალი იქნება, კიდევ ორი 6,1-დიუმიანი, ყველაზე დიდი კი- 6,7-დიუმიანი. ყველა სმარტფონს 5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება.

თელასი

06 დეკემბერი 2019, 16:43

ეკონომიკა

თელასის 10 000 აქციაზე ფინანსური გარიგება შედგა

თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 10 000 აქციაზე გარიგება დაიდო. საქართველოს საფონდო ბირჟის ცნობით, აქციების გასხვისება არასაბირჟო გარიგებით მოხდა და თითო აქციის ფასმა 1 ლარი შეადგინა. გარიგების ღირებულება ათი ათასი ლარია.

ირაკლი კოვზანაძე

06 დეკემბერი 2019, 16:34

ეკონომიკა

მთავრობამ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის რეკომენდაცია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსება, წინა ვერსიასთან შედარებით, 50 მილიონით 350 მილიონ ლარამდე გაზარდა.

06 დეკემბერი 2019, 16:30

ვიდეო

დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი ქუთაისში

06 დეკემბერი 2019, 16:10

საქართველო

ზალკალიანი: ველოდებით რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ

„გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე უნდა გათავისუფლდეს. ველოდებით, რომ ეს ძალიან მალე და სწრაფად მოხდება“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

06 დეკემბერი 2019, 16:04

საქართველო

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს სცემეს

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის აქციაზე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციის აქცია გააპროტესტეს. „გიგი უგულავა, რომელმაც თბილიის ბიუჯეტი შეჭამა, დღეს მე აქ მიკითხავს მორალს“, - განაცხადა ხელისუფლების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

ანგელა მერკელი

06 დეკემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

მერკელი აუშვიცში პირველად ჩავიდა

გერმანიის კანცლერის ვიზიტი ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე, ბანაკის გათავისუფლებიდან 75-ე წლისთავის წინ იმართება. მერკელი ასევე მივიდა კარიბჭესთან, რომელზეც არის წარწერით შრომა ათავისუფლებს“, ეს წარწერა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების, მათ შორის აუშვიცის, შესასვლელში იყო გაკრული. ე.წ. მერკელი ე.წ. შავ კედელთან წუთიერი დუმილით გაჩერდა.

წითელა

06 დეკემბერი 2019, 15:46

მსოფლიო

2018 წელს წითელას 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

2018 წელს წითელათი 10 მილიონი ადამიანი დაავადდა, მათგან 140 ათასი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გარდაცვლილთა უმეტესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია, რომელსაც წითელას საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

გიორგი ჩაკვეტაძე

06 დეკემბერი 2019, 15:41

საქართველო

14 დეკემბერს „ქართული ოცნება“ მასშტაბურ შეკრებას გამართავს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველო თავმჯდომარეობასა და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით საზეიმო კვირეულის მიმდინარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს.

მკვლელობა

06 დეკემბერი 2019, 15:21

ძალოვნები

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა

„ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით დანაშაულთაკ დაკავშირებით დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

Uber ტაქსი

06 დეკემბერი 2019, 14:53

მსოფლიო

ყოველდღიურად აშშ-ში Uber-ის 8 მგზავრი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხდება

ტაქსის სერვისმა Uber-მა აშშ-ში 2017-2018 წლებში კომპანიის მძღოლებისა და მგზავრების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტების საფუძველზე 84-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა. მათი ცნობით, 2017-2018 წლებში კომპანიამ სექსუალური შევიწროების შესახებ 5981 შეტყობინება მიიღო, რაც დღეში საშუალოდ 8 შეტყობინებას უდრის.

ლევან ახვლედიანი

06 დეკემბერი 2019, 14:28

საქართველო

ახვლედიანი: ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის სამართლებრივ დავაში გადაყვანა მოგვიწევს

ანაკლიის კონსორციუმს ვადა ეწურება. გაერთიანებამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 120 მილიონი დოლარის ხელშეკრულებები და 400 მილიონიანი სასესხო შეთანხმება 16 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს. ჰყავს თუ არა კონსორციუმს მოძიებული მთავარი ინვესტორები და რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს?

კრისტიან ურსე

06 დეკემბერი 2019, 14:20

საქართველო

ევროსაბჭოს წარმომადგენელი: გვჯერა მხარეები გამოსავალს დიალოგის საფუძველზე მოძებნიან

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის აუცილებლობაზე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი საუბრობს. კრისტიან ურსე იმედოვნებს, რომ ამის პერსპექტივა არსებობს. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

06 დეკემბერი 2019, 14:17

საქართველო

ქუთაისში ოპოზიციის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს. ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში, კიკვიძის სკვერში არიან შეკრებილნი, საიდანაც აღმაშენებლის მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ.

თეატრალური ფესტივალი ბათუმი

06 დეკემბერი 2019, 13:49

კულტურა

ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ შერჩეული მსოფლიოში ცნობილი, გერმანული, ესპანური, იტალიური, პოლონური, უკრაინული და თურქული წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები მონაწილეობენ.

მამუკა მდინარაძე

06 დეკემბერი 2019, 13:47

საქართველო

მდინარაძე: უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, „ნაცმოძრაობას“ ოცნება არ შეუსრულდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვას, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, ამ პარტიის ოცნება საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც არის, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება. “უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება“.

ზურაბ აბაშიძის შეხვედრა ჟურნალისტებთან

06 დეკემბერი 2019, 13:45

საქართველო

ზურაბ აბაშიძემ კონფლიქტების გაშუქების თემაზე ჟურნალისტებს ლექცია წაუკითხა

მედია აკადემიის ინფორმაციით, საუბრის თემა იყო როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რა როლი აქვს დიპლომატიურ სამყაროს კონფლიქტების მოგვარებაში, რა სირთულეები უძღვის ხოლმე პრაღაში „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკებებს, რა შედეგები მოაქვს აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ვივ ბოდიკოტი

06 დეკემბერი 2019, 13:44

ტაბლოიდი

62 წლის ქალმა მოურინიოს გამოსახულებით 38 ტატუ გაიკეთა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ერთი პერსონალური გულშემატკივარი გამოუჩნდა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. The Sun-ის ცნობით, 62 წლის ვივ ბოდიკოტმა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პორტუგალიელი მწვრთნელის გამოსახულებით 38 ტატუ გაიკეთა, რაც 2 ათას ფუნტზე მეტი დაუჯდა.