imedi /  11 დეკემბერი 2019, 21:20 / სანდო წყარო

იტალიური მუზეუმის კედელში გუსტავ კლიმტის 22 წლის წინ დაკარგული ნახატი იპოვეს

გუსტავ კლიმტი

იტალიურ ქალაქ პიაჩენცაში ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის „ქალის პორტრეტი“ იპოვეს, რომელიც 60 მილიონ ევროდაა შეფასებული. ტილო 1997 წელს მოიპარეს და ის იტალიის ყველაზე ძებნად ხელოვნების ნიმუშების სიაში შედიოდა. სურათი რიჩი ოდის გალერეის კედელში იპოვეს, საიდანაც ის 22 წლის წინ გაიტანეს. ექსპერტიზას ნამუშევრის ნამდვილობა ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ მუზუმის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ეს ორიგინალია.

გუსტავ კლიმტმა „ქალის პორტრეტი“ 1916 ან 1917 წელს დახატა. 1925 წელს ტილო პიაჩენცელმა არისტოკრატმა, ჯუზეპე რიჩი ოდიმ იყიდა. კოლექციონერმა ხელოვნების ნიმუშების თავისი კოლექცია ქალაქს უანდერძა, და მისი გარდაცვალების შემდეგ ის გალერეაში გამოფინეს, რომელსაც მისი სახელი მიენიჭა. „ქალის პორტრეტი“ რიჩი ოდის გალერეის ყველაზე ღირებული ექსპონატი იყო.

1996 წელს, 18 წლის სტუდენტმა კლაუდია მაგამ, რომელიც ხელოვნებას სწავლობდა, შეამჩნია, რომ „ქალის პორტრეტი“ კლიმტის სხვა ქალის პორტრეტს ჰგავდა, რომელიც 1912 წლის შემდეგ არავის უნახავს. მაგამ ხელოვნების ალბომიდან მხატვრის ორივე ნამუშევრის ფოტოასლი გააკეთა და ისინი ერთმანეთს დაადო. კონტურები და ზომები ერთმანეთს დაემთხვა. თავისი აღმოჩენის შესახებ მან რიჩი ოდის გალერეის იმდროინდელ დირექტორს, ოდი ფერდინანდო არისის უამბო. მან „ქალის პორტრეტი“ საავადმყოფოში წაიღო, რათა ტილო რენტგენის აპარატზე შეემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ საღებავის ზედა ფენის ქვეშ კიდევ ერთი ნახატი იყო.

„ქალის პორტრეტი“ კლიმტის ერთადერთი „ორმაგი ნახატი“ აღმოჩნდა. მასზე გამოსახული ქალის ვინაობა, ზუსტად უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ ეს კლიმტის მუზა ალმა მალერია ან მხატვრის სხვა შეყვარებული - რია მუნკი, რომელიც მისი რამდენიმე პორტრეტისთვის პოზირებდა. ლეგენდის თანახმად, რომელზეც BBC 2016 წელს წერდა, კლიმტს ვენაში მცხოვრები გოგო შეუყვარდა და მისი პორტრეტი დახატა, რომელზეც ის შლაპასა და ბეწვის მოსასხამშია გამოსახული. როდესაც გოგო მოულოდნელად გარდაიცვლა, კლიმტმა სურათი გადახატა, რომ ტრაგედია დაევიწყებინა.

„ორმაგი ნახატის“ აღმოჩენის აღსანიშნავად, რიჩი ოდის გალერეამ პიაჩენცას XIII საუკუნის სასახლეში გამოფენის ორგანიზება გადაწყვიტა. იმავდროულად, გალერეის შენობა რეკონსტრუქციის გამო დაიხურა. იქ გაჩდნენ მუშები, ნახატები საცავებში გადაჰქონდათ, ხოლო სიგნალიზაცია გათიშეს. 1997 წლის თებერვალში „ქალის პორტრეტი“ გაქრა, ამასთან ძარცვის ფაქტი მოგვიანებით შეამჩინეს: კურატორებს ტილო ორშაბათის შემდეგ არ უნახავთ, მაგრამ პოლიციას მხოლოდ შაბათს დაუკავშირდნენ. მოგვიანებით, მუზეუმის სახურავზე იპოვეს ჩარჩო. 

1997 წლის აპრილში იტალიის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ „ქალის პორტრეტი“ იტალია-საფრანგეთის საზღვარზე იპოვეს. ტილო იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრ ბეტინო კრაკსისთვის უნდა გადაეგზავნათ, რომელიც სამშობლოში კორუფციაში დაადანაშაულეს და ტუნისში გაიქცა. გალერეის თანამშრომლები საზღვრისკენ გაემართნენ - ისინი იმდენად ჩქარობდნენ, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთვის 240 ათასი ლირით (მაშინდელი 140 დოლარი) დააჯარიმეს. მაგრამ ადგილზე გაირკვა, რომ ნახატი ყალბი იყო: მას საღებავის სუნი ჰქონდა. 

„ქალის პორტრეტი“, რომელიც კლიმტის ორი ტილოდან იტალიაში ერთ-ერთი იყო, თავისი ფასით ქვეყანაში ძებნილ მეორე ნამუშევრად იქცა (პირველი იყო კარავაჯოს „შობა წმინდა ლავრენტისთან და წმინდა ფრანცისკესთან ერთად“, რომელიც პალერმოში 1969 წელს მოიპარეს). გამოითქვა ვერსია, რომ ეს შესაძლოა შეკვეთილი ძარცვა იყო, რადგან ასეთი ცნობილი ნახატის გაყიდვა შეუძლებელი გახდებოდა: მაგრამ პოლიციამ ვერც სავარაუდო შემკვეთები და ვერც შემსრულებლები იპოვა. 2014 წელს საქმე განაახლეს, რადგან პოლიციამ იპოვა თითის ანაბეჭდი ჩარჩოზე, რომელიც სხვა ანაბეჭდებს ემთხვეოდა. თუმცა, დანაშაულის გახსნას ვერც ამ ფაქტმა შეუწყო ხელი.

2015 წლის ნოემბერში კაცმა, რომელმაც თავი ხელოვნების ნიმუშების ქურდად წარადგინა, თქვა, რომ 150 ათასი ევროს სანაცვლოდ, „ქალის პორტრეტის“ ადგილსამყოფელს იტყოდა. პოლიციამ ფულის გადახდაზე უარი თქვა. ერთი წლის შემდეგ, BBC-იმ გამოაქვეყნა ინტერვიუ პიაჩენცას ანონიმ მცხოვრებთან, რომელიც წარსულში თითქოს ხელოვნების საგნებს იპარავდა, მოგვიანებით კი სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების სანაცვლოდ პოლიციასთან თანამშრომლობდა. კაცმა განაცხადა, რომ „ქალის პორტრეტი“ მან მოიპარა. ის ამტკიცებდა, რომ თავდაპირველად გალერეის ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით ორიგინალი ასლით ჩაანაცვლა, ხოლო რამდენიმე თვეში ისიც გაიატანა მუეზუმიდან, რომ კვალი წაეშალა. BBC-ის რესპონდენტმა თქვა, რომ სურათი ნაღდ ფულზე და კოკაინზე გაყიდა და დასძინა, რომ ტილო გალერეაში ძარცვის 20 წლისთავზე, ანუ 2017 წლის თებერვალში დაბრუნდებოდა.

პროგნოზი თითქმის სამი წლის დაგვიანებით გამართლდა. 2019 წლის 10 დეკემბერს „ქალის პორტრეტი“ პიაჩენცის ერთ-ერთი მუნიციპალური საწარმოს თანამშრომელმა იპოვა, რომელიც რიჩი ოდის გალერეის კედლებს ასუფთავებდა. მან კედელში რკინის კარით დახურული სივრცე დაინახა; შიგნით კი ნაგვის შავ პარკში გახვეული სურათი იდო. გალერეის თანამშრომლებმა მასში კლიმტის „ქალის პორტრეტი“ ამოიცნეს. მათ შეისწავლეს ტილოს მეორე მხარეს არსებული ბეჭდები და შტამპები და ივარაუდეს, რომ ის ორიგინალია (მანამდე დაახლოებით ექვსი თუ შვიდი ყალბი „ქალის პორტრეტი“ ამოტივტივდა). თუმცა მის ნამდვილობას საბოლოოდ ექსპერტიზა დაადგენს.

არსებობს ვარაუდი, რომ ქურდები კლიმტის ტილოს მოსაპარად დაბრუნებას აპირებდნენ, მაგრამ ეს ვეღარ შეძლეს გალერეაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამო. პიაჩენცას მერიის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონატან პაპამარენგმა ეს ვერსია ეჭქვეშ დააყენა. მისი თქმით, ჯერ ერთი ძარცვის შემდეგ გალერეის ტერიტორია დეტალურად დაათვალიერეს და მეორეც, ტილო ძალიან კარგადაა შენახული. „ის შესანიშნავ მდგომარეობაშია. რთული დასაჯერებელია, რომ ის 22 წლის განმავლობაში ინახებოდა კედელში მიწასთან და მცენარეებთან ახლოს“, - უთხრა Reuters-ს პაპამარენგამ.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2026, 01:22

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეს ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი შემთხვევაა ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

17 სექტემბერი 2026, 00:26

პოლიტიკა

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი: ვფიქრობ, რომ ისლანდიის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის არავითარი მცდელობა აღარ იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა პრობლემები - პენსიების შემცირება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, მიგრაციის პრობლემა

ვფიქრობ, რომ მცირე ქვეყნისთვის, როგორიცაა ისლანდია, რომლის ეკონომიკა ეყრდნობა თევზჭერას და ენერგოსფეროს, სუვერენიტეტის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის, რომელთაც ბრიუსელში თავისი სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილების მიღების სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა.

გიტანას ნაუსედა

17 სექტემბერი 2026, 00:25

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს - მოსკოვი შესაძლოა ცდილობდეს ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, ნატოსთან ღია კონფრონტაციაში შესვლის გარეშე

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს.

17 სექტემბერი 2026, 00:08

პოლიტიკა

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი გავლენა ბრიუსელში იქნება ძალიან მცირე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების განხილვისას, რომლის თანახმადაც მოსახლეობამ უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. მისი თქმით, მცირე ქვეყნების ლაპარაკი თითქოს ჩურჩულია, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს.

ლევან მახაშვილი

17 სექტემბერი 2026, 00:05

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი

ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

17 სექტემბერი 2026, 00:01

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროკავშირში მაღალი დონის შეხვედრებს გამოვიყენებთ იმისათვის, რათა აღვადგინოთ დიალოგი და დავანახვოთ ყველას, რომ, რაც შეიძლება ბრიუსელის ფანჯრიდან ჩანდეს, არის ერთი მდგომარეობა, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება, რაც არის ამ რეგიონში, განსხვავებულია - ჩვენ ეს ურთიერთობები არ გაგვიფუჭებია

„მაგასთან“ დაპირისპირება პირველი არ არის, იქ იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგები, გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე არჩევნების შედეგები და საბოლოო ჯამში ეს მოვლენები ბრიუსელს ერთ რამეს უნდა აჩვენებდეს, რომ მისი ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა სწორი მიმართულებით არ მიდის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს

მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კომისის იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ. მახაშვილის თქმით, კოსი გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია. წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო

ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით

ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა

პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პარტიის „საქართველოსთვის“ დამატების საკითხის განხილვისას. მისი თქმით, ამიერიდან, როგორც კი ხელისუფლება დაინახავს, რომ პოლიტიკურ სივრცეში რომელიმე ორგანიზაცია კონსტიტუციური წესწყობილებიდან გადის, ვალდებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

გია აბაშიძე

16 სექტემბერი 2026, 23:22

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ვოლტ ჯორჯია“ არ პროპაგანდირებს ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას - ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს

აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა. საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიის“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იმავე Kordz-ის შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:19

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია

ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ანტონიუ გუტერეში

16 სექტემბერი 2026, 23:10

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე გაკეთდა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფი დასრულების პერსპექტივის გარეშე გრძელდება, რაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ პირველ ნაბიჯად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას აუცილებელს ხდის.

16 სექტემბერი 2026, 23:06

სპორტი

საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა

საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა

თამაზ ელიზბარაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:05

პოლიტიკა

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

დონალდ ტრამპი

16 სექტემბერი 2026, 22:51

მსოფლიო

აშშ-მა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ

ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი ახალი მთავრობა კოკაინის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწევს.

16 სექტემბერი 2026, 22:33

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: კანონიერი საპროტესტო აქციები და დამოუკიდებელი ლობირება დაცული უფლებებია, თუმცა, თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობის ფედერალური კანონები - ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

იუსტიციის დეპარტამენტს სურს საზოგადოებას შეახსენოს იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

16 სექტემბერი 2026, 22:09

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ჰუმანიტარული ფონდის საწყობი სრულად განადგურდა

დღეს დილით, რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ფონდის საწყობი სრულად განადგურდა. ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა.

შაკო კუჭაშვილი

16 სექტემბერი 2026, 21:57

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი „სიფათი“ სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს

კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს! - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას.

დავით ქართველიშვილი

16 სექტემბერი 2026, 21:54

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი Wolt-ს: თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა, როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის „შემოქმედია“, თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ

დღეს თქვენი ჯერიც დადგა. თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა - როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის "შემოქმედია", თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც თქვენ საკუთარი აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Wolt-ის სარეკლამო კამპანიას.