imedi /  18 იანვარი 2020, 08:37 / სანდო წყარო

იტალიაში, კედელში ნაპოვნი კლიმტის ნახატი ნამდვილი აღმოჩნდა

კლიმტი ნახატი

„ქალის პორტრეტი“

23 წლის წინ მოპარული და გასულ თვეში ნაპოვნი გუსტავ კლიმტის ნახატი ორიგინალი აღმოჩნდა. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის ხელისუფლება ავრცელებს.

„ქალის პორტრეტი“ 1997 წელს ქალაქ პიაჩენცის ერთ-ერთი გალერეიდან მოიპარეს. მებაღეებმა ის შემთხვევით, პიაჩენცაში, რიჩი ოდის გალერეის კედელში გასული წლის დეკემბერში იპოვეს. ნახატის ღირებულება 60 მილიონ ევროს აღწევს.

გამომძიებელი ორნელა ჩიკა ამბობს, რომ ნახატს სპეციალისტები შეისწავლიან და გაარკვევენ, ის კედელში მოპარვის შემდეგვე მოათავსეს, თუ ის მანამდე სხვაგანაც ინახებოდა. ამის შემდეგ ნახატი კვლავ მუზეუმში დაბრუნდება.

„ქალის პორტრეტი“ გუსტავ კლიმტმა 1916-17 წლებში შექმნა. ის 1925 წელს ჯუზეპე რიჩი ოდიმ შეიძინა და გალერეაში განათავსა, საიდანაც ის 1997 წლის 22 თებერვალს, სპეციალური გამოფენისთვის მზადების დროს მოიპარეს.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 08:38

COVID19

კახეთში ლუგარის ლაბორატორიიდან 18 ადამიანის პასუხს ელოდებიან

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნა. ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხი დღეს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. მათი ნაწილი საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრების იზოლირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ზოგიერთ მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

10 აპრილი 2020, 08:24

COVID19

ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე რვა ადამიანს იკვლევენ

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიხსნება“, - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ზაალ მიქელაძის თქმით, მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაშია. ორშაბათამდე გაირკვევა, რა რესურსი აქვს კლინიკას და შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას. ცნობისთვის, ეპიდემიოლოგები მესამე დღეა ქობულეთის რამდენიმე სოფელში მუშაობენ, გრძელდება კონტაქტების მოძიება. ამ დროისათვის ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე რვა ადამიანს იკვლევენ. ანალიზები აღებულია და მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

10 აპრილი 2020, 08:24

COVID19

ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან შვიდს პნევმონია აქვს

51 გამოჯანმრთელებული, 218 ინფიცირებული, 410 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, ოთხი ათას 829 კარანტინის რეჟიმში და 3 გარდაცვლილი - ასეთია ამ დროისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება საქართველოში.

ჭიათურა

10 აპრილი 2020, 08:16

COVID19

ზესტაფონის და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ზესტაფონსა და ჭიათურაში ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა. დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

ჯორჯ ქლუნი

10 აპრილი 2020, 08:05

COVID19

ჯორჯ და ამალ ქლუნებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონ დოლარზე მეტი გაიღეს

500-ათას დოლარს საქველმოქმედო ფონდი Motion Picture and Television და ამერიკელ მსახიობთა პროფკავშირები მიიღებს. დარჩენილი თანხა კი წყვილი ფონდ Los Angeles Mayors-ში გადარიცხავს, რომელიც მედიკოსებს, უსახლკაროებსა და ხანდაზმულებს ეხმარება.

10 აპრილი 2020, 07:55

COVID19

ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავება გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავების პროცესი გრძელდება. დაიწყო ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია.

10 აპრილი 2020, 01:07

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს.

10 აპრილი 2020, 01:00

COVID19

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ვიდეო

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ამის ამსახველ ვიდეოს skynews ავრცელებს.

10 აპრილი 2020, 00:58

COVID19

ზესტაფონისა და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

სადეზინფექციო სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის დასუფთავების სამსახურებმა ერთობლივად, „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განახორციელეს. დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

კნუტები აკვარიუმი

10 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში კნუტებმაც გაისეირნეს. ვიდეო 🐈🐈🐈

აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად მას ადგილობრივი თავშესაფრის ბინადარი კნუტები ესტუმრნენ. ნემომ, დორიმ, გუპიმ, მარლინნა და ბაბლზმა ოკეანეს ბინადრები გაიცნეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მედუზებმა მიიპყრეს. კნუტება მათთან თამაშიც სცადეს, მაგრამ აკვარიუმის შუშამ ამის საშუალება არ მისცათ. ამის მიუხედავად, თავშესაფრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ კნუტებმა დრო მშვენივრად გაატარეს.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:52

COVID19

კახა კალაძე: კორონავირუსთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, არჩევნებისთვის მზადებას დავიწყებთ

დღეს ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის კორონავირსთან ბრძოლა, სადაც როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობები, პარტია ყველა გადართულია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავამარცხოთ და მოვიგოთ ეს ბრძოლა. როდესაც ეს ყველაფერი დალაგდება და დასტაბილურდება რა თქმა უნდა დავიწყებთ მზადებას არჩევნების მიმართულებითაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:51

COVID19

კახა კალაძე: თუ დამატებითი ღონისძიებების გატარება აუცილებელი იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია. საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა „ღია ეთერში“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება ​ეპიდემიოლოგებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ითვალისწინებს და თუ დადგება დღის წესრიგში ზომების გამკაცრება, საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობება.

10 აპრილი 2020, 00:45

COVID19

თერჯოლაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ლაბორატორიაში 39 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ერთი დადებითი პასუხი მიიღეს. საუბარია შუახნის ქალზე, რომელიც თერჯოლიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ეს თერჯოლაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა. მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი.

ირაკლი კობახიძე

10 აპრილი 2020, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „შიშობს", „ქართული ოცნების" მანდატების რაოდენობამ არჩევნებზე სამნიშნა რიცხვი არ შეადგინოს

ირაკლი კობახიძეს ცოტათი „აშინებს" ტენდენცია, „ქართული ოცნების" მანდატების რაოდენობამ სამნიშნა რიცხვი არ შეადგინოს, თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია ამ რიცხვს ერთი გამოაკლდეს და 99 ადგილი ივარაუდოს. კითხვას, როგორია მმართველი გუნდის პროგნოზი საპარლამენტო არჩევნებზე და როგორია პარტიის რეიტინგი, კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" უპასუხა.

10 აპრილი 2020, 00:38

COVID19

ევროკავშირი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:34

COVID19

კახა კალაძე: არ მინდა საზოგადოება პანიკაში ჩავაგდო, უბრალოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ, რომ არსებული ვითარება აისახება ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე

მე არ ვპანიკობ და არც საზოგადოება მინდა პანიკაში ჩავაგდო, უბრალოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული ვითარება აისახება ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე და ის 100 მილიონი, რომელიც ფონდში ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა, დაგვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და იმ ოჯახებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ- ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:29

COVID19

კახა კალაძე: აგრარულ ბაზრებს მუშაობის გაგრძელების უფლება რეკომენდაციების სრულად დაცვის შემთხვევაში ექნებათ

აგრარულ ბაზრებს მუშაობის გაგრძელების უფლება რეკომენდაციების სრულად დაცვის შემთხვევაში ექნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახი კალაძე

10 აპრილი 2020, 00:20

COVID19

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას და ხალხს ჯერ კიდევ იმ დროიდან ეხმარებოდა, როდესაც მას საზოგადოება არც კი იცნობდა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რთულ დროს და ვითარებაში, მისი მხრიდან გაკეთებული გაკეთებული ერთმნიშვნელოვანი ქველმოქმედება- მის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობდა ბიძინა ივანიშვილს, ის ქვეყანასა და ხალხს ეხმარებოდა.

გიორგი ოთხმეზური

10 აპრილი 2020, 00:05

საზოგადოება

გიორგი ოთხმეზური: ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, ეს 100 მილიონი ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება მის ქველმოქმედებას, ეს გაცხადებული ჰქონდა და ასეც რომ არ ყოფილიყო, ყველა ელოდა, მისგან ქველმოქმედებას, თუმცა ეს 100 მილიონი ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ჯალათი ხელისუფლება მოაშორა მართვის სადავეებს, თუმცა მისივე თქმით, სამწუხაროდ, ისინი პოლიტიკაში ისევ არიან.

ირაკლი კობახიძე

10 აპრილი 2020, 00:04

COVID19

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოპონენტები დღევანდელ ვითარებას კიდევ ერთხელ იყენებენ, რომ ეკლესიის მიმართ საკუთარი მტრული დამოკიდებულება გამოავლინონ

ჩვენი ოპონენტები დღევანდელ ვითარებას კიდევ ერთხელ იყენებენ იმისათვის, რომ საკუთარი მტრული დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ გამოავლინონ. ეკლესია არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მიზანმიმართულად ებრძვიან ეკლესიას, რაც არის ბუნებრივია დაუშვებელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.