imedi /  16 დეკემბერი 2019, 10:50 / სანდო წყარო

გიტარისტი ჯონ ფრუშანტე Red Hot Chili Peppers-ში ბრუნდება

ჯონ ფრუშანტე

ჯონ ფრუშანტე

ჯგუფმა Red Hot Chili Peppers-მა Instagram-ზე დაპოსტა, რომ გიტარისტი ჯოშ კლინგჰოფერი 10-წლიანი თანამშროლობის შემდეგ, ჯგუფს ტოვებს, მის ნაცვლად კი ჯონ ფრუშანტე ბრუნდება. მოგვიანებით ამ შინაარსის პოსტები დრამერმა ჩედ სმიტმა და ბასგიტარისტმა ფლიმაც გაავრცელეს. 

"ჯოში გადასარევი მუსიკოსია, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ და გვიყვარს. ძალიან მადლიერები ვართ მისი იმ დროისთვის, რაც ჩვენთან გაატარა და მრავალმხრივი ნიჭისთვის, რომელიც გაგვიზიარა", - წერია Red Hot Chili Peppers-ის განცხადებაში. 

ეს ფრუშანტეს უკვე მეორე დაბრუნებაა Red Hot Chili Peppers-ში. პირველად მან ჯგუფი 1992 წელს დატოვა და 1998-ში დაბრუნდა. 10 წლის შემდეგ კი ისევ განაცხადა წასვლის შესახებ იმიტომ რომ "მისმა მუსიკალურმა ინტერესებმა სხვა მიმართულება მიიღო". 

ჯონ ფრუშანტე Red Hot Chili Peppers-ში 1988 წელს მივიდა. მასთან ერთად, ჯგუფმა ჩაწერა ისეთი ცნობილი და წარმატებული ალბომები, როგორებიც არის: Blood Sugar Sex Magik (1991), Californication (1999), By the Way (2002) და Stadium Arcadium (2006).

 

 

ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 00:11

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 323 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯენ ფსაკი

23 იანვარი 2021, 00:01

მსოფლიო

თეთრი სახლი: ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

რუსეთის სათათბირო

22 იანვარი 2021, 23:59

ტაბლოიდი

კომაში მყოფმა რუსმა დეპუტატმა გარდაცვალების დღეს 8 კანონს „დაუჭირა მხარი“ 🤦‍♂️

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, „კომუნისტური პარტიის“ წევრის, ვახა აგაევის ხმა დაფიქსირებულია 8 კანონპროექტის კენჭისყრაში, მიუხედავად იმისა, რომ ის კომაში იმყოფებოდა და ხსენებული კანონპროექტების განხილვის დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს.

აშშ გვარდია

22 იანვარი 2021, 23:51

COVID19

6 იანვრის მოვლენების შემდეგ კაპიტოლიუმში განთავსებული ასობით გვარდიელი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასობით მებრძოლი, რომლებიც ვაშინგტონში, 6 იანვრის მოვლენების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობას იცავდნენ, კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 23:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქმე, რომელიც იყო დაწყებული ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, საგარეო პოლიტიკის კუთხით ბოლომდე იქნება მიყვანილი

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმ გაწეული სამუშაოსთვის, მხარდაჭერისთვის და ცვლილებებისთვის, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ჩვენ დღეს გვაქვს ხელშესახები პროგრესი როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მშვიდობის და უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

22 იანვარი 2021, 23:24

COVID19

ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

22 იანვარი 2021, 23:12

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა

​​​​​​​კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 23:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც მზად ვართ, პარლამენტში ოპოზიციასთან ვიმუშაოთ

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს – აშშ-ის და ევროკავშიორის ელჩებს. თავისთავად ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს შორის ინდივიდუალური კონსულტაციები ეხმარება პოზიციების დაახლოებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძე

22 იანვარი 2021, 22:56

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის

ის, რასაც საქართველომ 21 იანვარს მიაღწია, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ კითხვას, რა შეიცვალა გიგა ოთხოზორიასა და საქართველოს სხვა ოჯახის წევრებისთვის, ასევე წეროვანში მცხოვრები დევნილებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ.

გოჩა ლორთქიფანიძე

22 იანვარი 2021, 22:42

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია

სტრასბურგის გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. მისივე განცხადებით, ის რაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა, არის იურიდიული ენა და შესაბამისად, ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

22 იანვარი 2021, 22:40

COVID19

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანისა და ქუთაისის დაწესებულებებში 7 პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ. ამჯერად ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან, მოცემული დაწესებულება არის დიდი ზომის, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

რაული

22 იანვარი 2021, 22:32

სპორტი

AS: ზინედინ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში მადრიდის „რეალს“ რაული გაწვრთნის

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში მის ადგილს რაული დაიკავებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.

ბილ გეითსი

22 იანვარი 2021, 22:09

COVID19

ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

22 იანვარი 2021, 22:06

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით. შეხვედრის მთავარი თემები იყო ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

კორონავირუსი

22 იანვარი 2021, 22:03

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 451 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 112-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

22 იანვარი 2021, 21:58

COVID19

ჯანმოს დირექტორი: COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით ვაქცინების მიწოდება თებერვალში შეიძლება დაიწყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით ვაქცინების მიწოდება თებერვალში შეიძლება დაიწყოს.

22 იანვარი 2021, 21:49

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში თხევადი აირით დახმარების პროგრამა იწყება

თელავის მუნიციპალიტეტის თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებსა და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების პროგრამა იწყება. ახალი პროექტის მიხედვით, დახმარება ყოველთვიურად ტალონების სახით გაიცემა. ოჯახი მიმწოდებელი კომპანიისგან ყოველთვე, ერთჯერადად, 8 კგ. ოდენობის თხევად აირს უფასოდ მიიღებს.

მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი 2021, 21:44

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც

დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითეული გადაწყვეტილება არის რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, მათ აქვთ პასუხისმგებლობა დასაქმებული პერსონალის წინაშე , ასევე უმეტესობას აქვს სესხები, გეგმები და რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულია, როდესაც ვერ ვგეგმავთ მომავალს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვლადიმერ მილოვი

22 იანვარი 2021, 21:40

პოლიტიკა

ვლადიმერ მილოვი: ალექსეი ნავალნი რუსულ აგრესიას 2008 წელსაც გმობდა და დღესაც გმობს

მეც და ალექსეი ნავალნიც, ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ იმ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელმა, ვლადიმერ მილოვმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

22 იანვარი 2021, 21:35

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 42 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 400 ადამიანი გარდაიცვალა.