imedi /  09 იანვარი 2020, 11:11 / სანდო წყარო

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია წელსაც წამყვანის გარეშე გაიმართება

ოსკარი

ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს წამყვანის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. 

ეს ოსკარის ისტორიაში უკვე მესამე შემთხვევაა. ცერემონიას წამყვანი არც გასულ წელს ჰყავდა. მსახიობი კევინ ჰარტი 91-ე ცერემონიის წამყვანად დაასახელეს, თუმცა იმავე თვეს მან ამ ამპლუაზე უარი თქვა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში მის 10 წლის წინანდელ ჰომობობიურ პოსტებზე კრიტიკა გახდა. 

მანამდე წამყვანის გარეშე ცერემონია 1989 წელს გაიმართა. 2020 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება.

ყველა სიახლე

მამუკა ბოკუჩავა

31 მარტი 2020, 18:24

COVID19

კარდიოქირურგი: ახალი გაიდლაინებით, სისხლძარღვთა ქირურგიაში ყველა გეგმური ჩარევა გადატანილი უნდა იყოს

„თუ ამ ჩარევების აუცილებლობა არ არის განპირობებული პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. მაგალითად გამსკდარი ანევრიზმა, საძილე არტერიის სიმპტომური შევიწროება. ყველა სხვა გეგმიური ჩარევა შეიძლება გადავადდეს. ეს გადავადება განპირობებულია ერთადერთი მიზეზით - ჰოსპიტალი ნაკლებად იყოს გადატვირთული, რომ პაციენტის შემოყვანის შემთხვევაში საწოლები და სასუნთქი აპარატები თავისუფალი იყოს. საბედნიეროდ ჯერ ჩვენთან არ არის პაციენტების დიდი ნაკადი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

გიორგი გახარია

31 მარტი 2020, 18:23

საზოგადოება

გიორგი გახარია: წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას გადამწყვეტი ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ერთხმად დაუჭირა მხარი და ამ ერთიანობის შედეგია, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, - ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წერს.

ავივ კოხავი

31 მარტი 2020, 18:15

COVID19

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი კარანტინში გადავიდა

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ავივ კოხავი კარანტინში გადავიდა. როგორც ისრაელის არმიაში აღნიშნეს, გენშტაბის ხელმძღვანელი იმ ოფიცერთან შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ავი კოხავისთან ერთად კიდევ ორი გენერალი გადავიდა კარანტინის რეჟიმზე.

სოზარ სუბარი

31 მარტი 2020, 18:14

COVID19

სოზარ სუბარი: რელიგიური დღესასწაული ადამიანისთვის არის და ადამიანისთვის არის ის ზომები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ

„ადამიანის დაცვა არის ნებისმიერი რელიგიის მიზანი, მთავარი მოთხოვნაც და ამისთვის არის ის ზომები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ. ასე რომ ამ მხრივ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები, აბსოლუტურად სოლიდარულები ერთმანეთის. წესები ეხება ნებისმიერ ინსტიტუტს. სოლიდარობაზე როდესაც ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ იმაზე, რომ, ვთქვათ, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის სასულიერო პირებს ვგულისხმობ, მათ ძალიან კარგად აქვთ გათვიცნობიერებული რასთან გვაქვს საქმე და ზუსტად ისევე ზრუნავენ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლეზე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენი საამაყო ექიმები“, - აღნიშნა სუბარმა.

დევიდ გეფენი იახტა

31 მარტი 2020, 18:10

COVID19

77 წლის მილიარდერი დევიდ გეფენი თვითიზოლაციაში 138-მეტრიან იახტაზე იმყოფება

ამერიკელი პროდიუსერი და მილიარდერი დევიდ გეფენი თვითიზოლაციაში 138-მეტრიან იახტა Rising Sun-ზე იმყოფება. მსოფლიოში ყველაზე დიდი კერძო იახტის ფოტო მილიარდერმა Instagram-ზე გამოაქვეყნდა, თუმცა გამომწერთა კრიტიკული კომენტარების გამო მოგვიანებით ფოტო წაშალა.

სოზარ სუბარი

31 მარტი 2020, 18:07

COVID19

სოზარ სუბარმა განმარტა, რატომ გახდა საჭირო ე.წ. კომენდანტის საათის შემოღება

კომენდანტის საათამდე იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების სრული აკრძალვა. ეს იყო აუცილებელი, რომ მოქალაქეების გადაადგილება და მობილობა მაქსიმალურად შეგვეზღუდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ჟაკ იომბი-ოპანგო

31 მარტი 2020, 17:56

COVID19

კონგოს ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

კონგოს ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ იომბი-ოპანგო კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს. კონგოს ყოფილი პრეზიდენტი პარიზში მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

31 მარტი 2020, 17:55

COVID19

სოზარ სუბარი: ეკონომიკური პოტენციალი არ უნდა დავკარგოთ

„ჩვენ ამ ნაბიჯებისკენ მივდიოდით თანმიმდევრულად. ეს იყო გარდაუვალი. მაგრამ ვადაზე ადრეს ასეთი ნაბიჯების გადადგმა ეპიდემიას ვერ შეაჩერებდა, სამაგიეროდ გაცილებით ძნელი გახდებოდა შემდეგ, უკვე პოსტეპიდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენა და ამ კრიზისიდან გამოსვლა. ამიტომ რაც მოვახერხეთ, ამ თვენახევრის განმავლობაში არის ეპიდემიის შეკავება მაქსიმალურად დიდი ხნით“, - განაცხადა სუბარმა.

ვლადიმერ პუტინი დენის პროცენკო

31 მარტი 2020, 17:52

COVID19

ექიმს, რომელსაც მანამდე პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს

„კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ. ვიმყოფები თვითიზოლაციაში, ჩემს კაბინეტში, სადაც დისტანციური მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პირობა მაქვს შექმნილი“, - წერს პროცენკო.

თავდასხმა

31 მარტი 2020, 17:50

სამართალი

დეპუტატი ენზელ მკოიანი მასზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს

დეპუტატის ინფორმაციით, 26-მარტს ახალქალაქში მცხოვრებმა სამველ პეტროსიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ძმისშვილს, არმენ მკოიანს. ამ საკითხზე იმავე დღეს, გეორგი პეტროსიანი მომხრეებთან ერთად სიტყვიერად დაუპირისპირდა მასთან სასაუბროდ შეხვედრაზე მყოფ არმენ მკოიანის ბიძაშვილს, რომელსაც თან ახლდა ნათესავები. დაპირისპირება ენზელ მკოიანის სახლის მიმდებარედ მოხდა.

ნინო ცაციაშვილი

31 მარტი 2020, 17:37

COVID19

ნინო ცაციაშვილი: ავტომობილში მსხდომ პირთა რაოდენობასთან დაკავშირებული რეგულაცია მცირეწლოვან ბავშვებზეც ვრცელდება

ჩვენ კარგად გვესმის, რა დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს ამ რეგულაციამ, მაგრამ ამ შემთხვევაში 3 პირში უნდა შედიოდეს მცირეწლოვანი ბავშვიც. თუმცა ის უპირველესი ამოცანა და მიზანი, რომელიც გვაქვს დასახული - თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა - გადაწონის ამ შეზღუდვებით გამოწვეულ დისკომფორტს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

31 მარტი 2020, 17:35

COVID19

გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცეს

კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

31 მარტი 2020, 17:33

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მომხმარებელს მიმართავს

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და 2020 წლის 30 მარტს საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საჯაროს გამოქვეყნების შესახებ განმარტებას აკეთებს.ეროვნული ბანკის ცნობით, ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსური მონაცემებს, როგორიცაა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, დისტანციური ფინანსური მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მონაცემები, მაგალითად ინტერნეტ და მობაილ ბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი და სხვა.

კახა კალაძე

31 მარტი 2020, 17:31

COVID19

კახა კალაძე: მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები კუთვნილ ხელფასს აიღებენ

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი თანამშროლები არიან და ჩვეულებრივ, თავიანთ სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ“, - აღნიშნა კალაძემ.

31 მარტი 2020, 17:31

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-მა ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა დაერთო რაოდენობამ 5-ს მიაღწია. ამ დროისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსის 298 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

31 მარტი 2020, 17:19

COVID19

პორტუგალიამ მიგრანტებს დროებით ყველა ის უფლება მიანიჭა, რომლებითაც ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ

„ეს ნაბიჯი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებას ცალსახად დაიცავს“, - განაცხადეს პორტუგალიის მინისტრთა საბჭოში. მათივე განმარტებით, ეს ზომები იმისთვის მიიღეს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საზოგადოებაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.

31 მარტი 2020, 17:18

COVID19

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსის ტესტზე 23 პაციენტის პასუხს ელოდებიან

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული 23 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მათგან ორი კლინიკაში სარფის საბაჟოდან შეიყვანეს. დანარჩენები კი საკარნატინო სივრცეებიდან.

Evolution Gaming Georgia

31 მარტი 2020, 17:15

საზოგადოება

Evolution Gaming Georgia სამსახურიდან 1 300 ადამიანს ათავისუფლებს

აზარტული თამაშების კომპანია Evolution Gaming Georgia სამსახურიდან 1 300 ადამიანს ათავისუფლებს. კონმპანია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის გამო გახდა საჭირო. „გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1 300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება. ყველა მათგანს, დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად, შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე.

პატო სერვანტესი

31 მარტი 2020, 17:07

ტაბლოიდი

გერმანიაში 19 წლის ბიჭი აივანზე გამოსულ მოსახლეობას ავარჯიშებს. ვიდეო

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ფიტნესის მწვრთნელი ადგილობრივ მოასახლეობას უფასოდ ავარჯიშებს. 19 წლის პატო სერვანტესი გერმანიაში მექსიკიდან ჩავიდა. ადგილობრივებს ბიჭის ინიციატივა მოეწონათ და ვარჯიშში სიხარულით ჩაერთნენ.

31 მარტი 2020, 17:03

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის საბერიო-ფახულანის მონაკვეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს. მათ მაღალი ტემპერატურა აქვთ და ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ბავშვებს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდებათ.