imedi /  15 იანვარი 2020, 11:59 / სანდო წყარო

ჯიმი საქსი 8 მარტს თბილისში კონცერტს გამართავს

ჯიმი საქსი

ჯიმი საქსი

8 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში ცნობილი ფრანგი საქსაფონისტი ჯიმი საქსი კონცერტს გამართავს. წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, მუსიკოსი საქართველოში კომპანია AfterWork Music-ის მოწვევით ჩამოვა. 

ჯიმი საქსი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად 2019 წლის აპრილში წარდგა. ამ კონცერტს სტუმრები 18 ქვეყნიდან დაესწრნენ.

მუსიკოსმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა: „გამარჯობა საქართველო! მე ძალიან მოხარული ვარ დავაანონსო ჩემი დაბრუნება საქართველოში,
რომლის ფარგლებში მზად ვარ მოვაწყო დიდი წვეულება 8 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში“.

ჯიმი საქსი საქსაფონისტი და შოუმენია, რომელიც reestyle house, deep, funk and electro მუსიკალურ ჟანრს ასრულებს. მან ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე 1000-მდე შოუ ჩაატარა. 

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2020, 12:54

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი ნაწილი კვლავ პედაგოგების კლასტერია, ნაწილი კი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის, ოქროს ბირჟის თანამშრომლები არიან. ამ დროისთვის კოვიდ კლინიკებში 16 მოვაჭრე მკურნალობს. სავაჭრო ცენტრის 64 თანამშრომელი კარანტნშია გადაყვანილი. ქუთაისის ლაბორატორიაში 1658 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

19 სექტემბერი 2020, 12:54

რეგიონი

ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ქედის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

19 სექტემბერი 2020, 12:49

სამართალი

სამართალდამცველებმა იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს

სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 სექტემბერი 2020, 12:49

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი აღრიცხეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოენეზიაში კორონავირუსის 4 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 112 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 240 687 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 448 ადამიანი გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილი

19 სექტემბერი 2020, 12:43

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერება და განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. პირველ რიგში, მინდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო მათ ამ საპასუხისმგებლო საქმეში, - ამის შესხებ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერება და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

19 სექტემბერი 2020, 12:41

თავდაცვა

„ღირსეული პარტნიორი 2020”-ის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტის მსვლელობისას დაცული იყო ჯარისკაცების უსაფრთხოება და მათ მომღერლებთან დისტანცია აშორებდათ.

ზურაბ აბაშიძე

19 სექტემბერი 2020, 12:40

პოლიტიკა

კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება

კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება, - ამის შესახებ imedinews-ს რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

19 სექტემბერი 2020, 12:24

COVID19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 6 პირს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 6 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, Covid-19 დაუდასტურდა აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. მათი დაინფიცირების წყარო ე.წ. საბერიოს კლასტერს უკავშირდება.

19 სექტემბერი 2020, 12:21

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, პედაგოგების შრომის სათანადოდ დასაფასებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

მაია ბითაძე

19 სექტემბერი 2020, 12:19

საზოგადოება

მაია ბითაძის განცხადებით, თბილისს ორი დიდი პარკი შეემატება - მათგან ერთი ვაკის პარკზე დიდი იქნება

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ დედაქალაქის მერიის მიერ თბილისში პარკების მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

19 სექტემბერი 2020, 12:17

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 244 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 244 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 47,154 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 928 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42,551 გამოჯანმრთელდა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

19 სექტემბერი 2020, 12:12

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს და აქ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა უზრუნველყოფილნი იყვნენ როგორც გამართული ინფრასტრუქტურით, ისე სახელმწიფო პროგრამებით მიღებული სარგებელით, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დიცში, ქორდსა და არბოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

მაია ბითაძე

19 სექტემბერი 2020, 12:07

პოლიტიკა

მაია ბითაძე: გარემოს დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება

გარემოს დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია, როგორც დემოკრატიასთან, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და ბევრად წარმატებული გავხადოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა მაია ბითაძემ, „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

მაია ბითაძე

19 სექტემბერი 2020, 12:01

საზოგადოება

მაია ბითაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი თბილისს ახალ სიცოცხლეს შესძენს

„ეს პროექტი თბილისს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ვაკის პარკი არის პარკი, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მოგეხსენებათ, ეს პარკი ისტორიული ძეგლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს იმ ფორმითაც, რა ფორმითაც ის დაიგეგმა. პროექტის მასშტაბი ძალიან დიდია და ორი კომპონენტისგან შედგება“.

გიორგი ხოჯევანიშვილი

19 სექტემბერი 2020, 11:58

პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი ძიუდოისტებს, მოკრივეებს, მოჭიდავეებსა და შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ძიუდოისტებს, მოკრივეებს, მოჭიდავეებსა და შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

კორონავირუსი რუსეთი

19 სექტემბერი 2020, 11:48

COVID19

რუსეთში კორონავირუსი კიდევ 6 065 ადამიანს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 097 251-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გიორგი ხუმარაშვილი

19 სექტემბერი 2020, 11:37

საზოგადოება

თამაზ მეჭიაურის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

„ღამის განმავლობაში, გართულებას ადგილი არ ჰქონია. პაციენტი ისევ მძიმე მდგომარეობაში რჩება, იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. არის თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ველით ნევროლოგიურ შედეგებს, თუ დინამიკაში, მკურნალობის ფონზე, რა შედეგებს მივიღებთ“ - განაცხადა ექიმმა ალექსანდრე კაკაურიძემ.

19 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფრმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 18 სექტემბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

19 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

ჩეხეთში კორონავირუსი 2,111 ადამიანს დაუდასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში, ჩეხეთში კორონავირუსი 2,111 ადამიანს დაუდასტურდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 46,262-ს შეადგენს. ინფექციას ჯამში 495 ადამიანი ემსხვერპლა.

19 სექტემბერი 2020, 11:29

COVID19

„კლინიკა ბომონდში“ 4 მოზარდის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

ქუთაისში, „კლინიკა ბომონდში“ 4 მოზარდის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ბავშვებისთვის ერთხელ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. განმეორებითი კვლევა დღეს ჩატარდება და თუ პასუხი ამჯერადაც უარყოფითი იქნება, გამოჯანმრთელებულები კლინიკას დატოვებენ.