imedi /  24 იანვარი 2020, 12:54 / სანდო წყარო

ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

გოგი თოდაძე

გოგი თოდაძე

ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე 75 წლისა გარდაიცვალა.

გოგი თოდაძე იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 90-მდე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, გორის გ. ერისთვის სახელობის თეატრი, თავისუფალი თეატრი, თეატრი ათონელზე, ტელევიზია, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის თეატრი, გრიბოედოვის სახელობის თეატრი, სკოლა-სტუდია „ბერიკები“, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი). 

ის იყო სკოლა-სტუდია „ბერიკების“ დირექოტრი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ევროპის ახალგაზრდა შემოქმედთა სწავლების სემინარის (ქ. ანკარა) პედაგოგი; მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო). 

ყველა სიახლე

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

19 თებერვალი 2020, 12:46

საქართველო

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ვაშინგტონში ქართულ დელეგაციას დიდ პატივს სცემენ და ყურადღებით უსმენენ

საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მარტივი იქნება ყურადღება არ მიაქციოს შეშფოთებულ ხმებს. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ვიცი, კრიტიკა არაკომფორტულია მთავრობისთვის, მაგრამ ეს შეშფოთება მართლა საქართველოს მეგობრებისგან მოდის, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

19 თებერვალი 2020, 12:45

ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ჩინეთი გახდა

2020 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 262.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი (43.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (30.5 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (23.8 მლნ. აშშ დოლარი) არიან. 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 85.7% შეადგინა.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2020, 12:39

საქართველო

კარლ ჰარცელი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე: ასეთ საქმეებს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით

„ევროკავშირი ასეთ საქმეებს დიდი ყურადღებით აკვირდება, რადგან მათ დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, როცა არჩევნებს ვუახლოვდებით. შესაბამისი პროცედურები დიდი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ამ საკითხის მონიტორინგს განვაგრძობთ“, - განაცხადა ჰარცელმა.

გია ვოლსკი

19 თებერვალი 2020, 12:27

საქართველო

გია ვოლსკის ინფორმაციით, საარჩევნო ცვლილებებზე შეხვედრა „გირჩთან“ ორმხრივი სურვილით გაიმართა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით „გირჩთან“ ორმხრივი სურვილით შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, შეხვედრა „სოციალ-დემოკრატებთანაც“ შედგება.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2020, 12:20

საქართველო

კარლ ჰარცელი: ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა გამოწვევაა

„ერთი მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს. მეორე მხრივ კი, უდავოა, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემატურია, რადგან იუსტიციის სისტემისადმი უფრო მაღალი ნდობის დამკვიდრებას არ უწყობს ხელს. ჩემი აზრით, დღეს, ზოგადი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, გამოწვევას წარმოადგენს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ და მომავლში აუცილებლად გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ჰარცელმა.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 12:15

საქართველო

თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2020, 12:10

საქართველო

კარლ ჰარცელი მთავრობის და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე: დიალოგი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო საშუალებაა

წარმატებული დიალოგი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო საშუალებაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან მხარეებს საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ მოლაპარაკებების სწრაფი განახლებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

ლუიზა ვინტონი

19 თებერვალი 2020, 12:09

საქართველო

ლუიზა ვინტონი: პოლარიზაცია უნდა გადაილახოს და საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული მუშაობა აღდგეს

„უნდა გამოინახოს გზები, რათა ეს პოლარიზაცია გადაილახოს და ფაქტობრივად, პარლამენტის გაერთიანებული მუშაობა აღდგეს“, - ეს განცხადება მედიასთან საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მეგობარი ქვეყნები პარლამენტში არსებული ვითარებით შეშფოთებულები არიან.

უმუშევრობის დონე

19 თებერვალი 2020, 12:05

საქართველო

საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთ წელში 1.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4%-ით პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 % შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7%-ით შემციდრდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8%-ით.

ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი 2020, 12:01

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: დღეს მთავრობის კაბინეტს საინვესტიციო ფონდების კანონის პროექტი წარედგინა, რაც ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

დღეს მთავრობის კაბინეტს საინვესტიციო ფონდების კანონის პროექტი წარედგინა, რაც უმნიშვნელოვანესი პროექტია და მასზე მუშაობა დონორების მხარდაჭერითა და კერძო სექტორთან ინტენსიური კონსულტაციების ფონზე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

მალაიზიის წარმომადგენლები

19 თებერვალი 2020, 11:51

საქართველო

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს

მალაიზიის დელეგაცია საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა. დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. დელეგაცია ქვეყანას დღეს, მცხეთასა და თბილისში ღირსშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ დატოვებს.

ექსპორტი

19 თებერვალი 2020, 11:48

ეკონომიკა

1 წლის განმავლობაში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი (43.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (30.5 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (23.8 მლნ. აშშ დოლარი) არიან. 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 85.7% შეადგინა.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

19 თებერვალი 2020, 11:45

საქართველო

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ

თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ. არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

19 თებერვალი 2020, 11:34

საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა ინერგება

პროგრამის ამოქმედების შემდეგ მხარეებს სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მყარი დოკუმენტების გამოყენების გარეშე - ელექტრონულად შეეძლებათ. პროგრამა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მომზადდა. პორტალის პრეზენტაცია ამ წუთებში იმართება. ღონისძიებას საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლები, კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 11:34

საქართველო

ყოფილი კორტების ტერიტორიაზე კორპუსის ნაცვლად სპორტული კომპლექსი აშენდება

„წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო აქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული, ყოფილი კორტების ტერიტორია გაასხვისა. რა თქმა უნდა, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. როდესაც მოვედით თბილისის მერიაში, მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ სპორტული მოედნების ადგილზე არ აშენდება კორპუსები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2020, 11:30

საქართველო

პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 11:22

საქართველო

კომპანია „სვეტის“ გაჩერებული პროექტების მშენებლობა მარტის დასაწყისში განახლდება

„ყველა პროექტზე - ეს ეხებოდა მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებს, ყველა ამ მისამართზე პროექტები არის შეთანხმებული. შესაბამისად, მომდევნო კვირაში შესაძლებელი იქნება, სამშენებლო ნებართვის გაცემა და პარალელურად, მარტის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება უკვე უშუალოდ სამუშაოების წარმოება, ანუ მშენებლობის გაგრძელება ამ კონკრეტულ მისამართებზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

19 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: ვაშინგტონში საქართველოს მიმართ უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა არსებობს

საქართველო ძალიან იღბლიანი ქვეყანაა. ვაშინგტონში საქართველოს მიმართ უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა არსებობს. ეს ორპარტიული მხარდაჭერაა და ის უკვე დიდი ხანია გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლი მიონ ბაკი

19 თებერვალი 2020, 11:19

მსოფლიო

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობის ვადა 17 წლამდე გაეზარდა

სეულის სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ლი მიონ ბაკს თავისუფლების აღკვეთის განაჩენი 17 წლამდე გაუზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Korea Herald ავრცელებს. სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედებოდა თანხების მითვისებაში და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 15,7 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ანრი ოხანაშვილი

19 თებერვალი 2020, 11:10

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: დიალოგზე ოპოზიციის უარი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ძალადობისა და რევანშისაკენ მიისწრაფვიან

თუ ოპოზიცია დიალოგზე უარს ამბობს, ფაქტია, რომ ეს ადამიანები ზურგს აქცევენ არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.