imedi /  25 იანვარი 2020, 08:31 / სანდო წყარო

ამერიკელი რეპერი YG ძარცვის ბრალდებით დააკავეს

რეპერი YG

YG

ამერიკელი რეპერი YG (ნამდვილი სახელი - კინონ დეიკუონ რეი ჯექსონი) ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს

პოლიცია ლოს-ანჯელესში, 29 წლის შემსრულებლის სახლში ჩხრეკის ორდერით მივიდა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა რეპერი დააკავეს. გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით მას 250 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

რეპერის ადვოკატის თქმით, საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დამატებით დეტალებზე სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 22:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 134 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 26 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 134-მდე გაიზარდა, აქედან 26 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

02 აპრილი 2020, 22:02

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენრტში კორონავირუსის სიმპტომებით 4 პაციენტი მოათავსეს

საჩხერის სამედიცინო ცენრტში კორონავირუსისთვის დამახასაითებელი სიმპტომებით 4 ახალი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სამი პაციენტი თვითდინებით მივიდა, ერთი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. პაციენტებს ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ და კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.