imedi /  23 თებერვალი 2020, 09:33 / სანდო წყარო

საუდის არაბეთში ქალი რეპერის დაკავების ორდერი გაიცა

Asayel Slay

Asayel Slay

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გასცა ახალგაზრდა ქალი რეპერის, Asayel Slay-ის დაკავების ორდერი, რომელმაც YouTube-ზე თავისი სიმღერა Mecca Girl-ის ვიდეორგოლი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სიმღერაში საუბარია მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექაში მცხოვრებ ქალებზე, რომლებსაც Asayel Slay ყველაზე ლამაზებს და ძლიერებს უწოდებს. 

მექის გუბერნატორმა ხალედ ალ-ფაისალმა სამართალდამცველებს რეპერის დაკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ Asayel Slay თავისი ქმედებით წმინდა ქალაქს შეურაცხყოფს.

რეპერის YouTube-გვერდზე წვდომა ამჟამად შეზღუდულია, ვიდეორგოლი კი მიუწვდომელია.

ყველა სიახლე

მაიკ პენსი

09 აპრილი 2020, 04:46

COVID19

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სააღდგომო მსახურებას სახლში შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი ოჯახი სააღდგომო მსახურებას სახლში შეხვდებიან. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაიკ პომპეო

09 აპრილი 2020, 04:08

COVID19

მაიკ პომპეო: ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის შეცვლის დრო არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის შეცვლის დრო არ არის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

09 აპრილი 2020, 03:32

COVID19

კანზასის შტატის კანონმდებლებმა გუბერნატორის განკარგულება გააუქმეს, რომლითაც რელიგიური შეკრებები იზღუდებოდა

კანზასის შტატის კანონმდებლებმა გუბერნატორის განკარგულება გააუქმეს, რომლითაც რელიგიური შეკრებები იზღუდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს. აქამდე შტატის გენერალურმა პროკურორმა დერეკ შმიდტმა განაცხადა, რომ გუბერნატორის განკარგულება შტატის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და სამართალდამცველებს მოუწოდა, არ განახორციელონ აღნიშნული შეზღუდვა.

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2020, 03:01

COVID19

დონალდ ტრამპი: ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს

ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

09 აპრილი 2020, 02:46

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 87 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მაიკ პომპეო

09 აპრილი 2020, 02:27

COVID19

მაიკ პომპეო: ჯანმოს დაფინანსების მოცულობას გადავხედავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ ჯანმოს დაფინანსების მოცულობას გადახედავს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ენტონი ფაუჩი

09 აპრილი 2020, 02:08

COVID19

ენტონი ფაუჩი: პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ხელის ჩამორთმევა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ხელის ჩამორთმევა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს.

დიპლომები რობოტები იაპონია

09 აპრილი 2020, 01:19

ტექნოლოგიები

იაპონიაში დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე სტუდენტები რობოტებმა ჩაანაცვლეს. ვიდეო

ტოკიოში, ბიზნესის უნივერსიტეტის (BBT) ცერემონიას სპეციალურ მანტიასა და ქუდში გამოწყობილი რობოტი ესწრება, რომელსაც სახლში მყოფი სტუდენტი აკონტროლებს. სახის ნაცვლად მანქანას პლანშეტი აქვს, რომელზეც მოსწავლის გამოსახულების ტრანსლირება ხდება. რობოტს დიპლომს გადასცემენ (მას დოკუმენტისთვის სპეციალური თარო აქვს), რის შემდეგ ის ლექტორთა ფოტოს იღებს.

ბექა ოდიშარია

09 აპრილი 2020, 01:18

COVID19

ბექა ოდიშარია: ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ

დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც ჩვენი დიპლომატების მუშაობას ჯეროვნად შევაფასებთ. ქართველი დიპლომატები, სალჩოები, საკონსულოები, რიგითი თანამშრომლები თუ პირველი პირები, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ეს გახლავთ რეალობა. ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტარმა, ბექა ოდიშარიამ „ღია ეთერში“ განაცხადა.

პაოლო მალდინი

09 აპრილი 2020, 01:15

COVID19

პაოლო მალდინი და მისი შვილი კორონავირუსისგან განიკურნენ

იტალიური ფეხბურთის და „მილანის” ლეგენდა პაოლო მალდინი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა. მალდინისა და მის შვილს, დანიელს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდათ და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, დანიელი საშიში ვირუსისგან რამდენიმე დღეში განიკურნა, პაოლოს კი სახლში რამდენიმე საათში გაწერენ და საქმიანობას დაუბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ sempremilan ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 01:11

COVID19

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოს იმ მოწინავე ქვეყნების რიგში, ვინც კარგად მომზადებული დახვდა ამ პანდემიას

ვიცე-სპიკერის განცხადებით ხელისუფლება ასევე მუშაობს ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით. „ასევე არის სხვა ამოცანები, რომ უზრუნველვყოთ ის, რომ ნაკლებად დაზიანდეს ეკონომიკა, გვაქვს შესაბამისი გეგმები და პაკეტები, ამაზე მიდის ასევე მუშაობა და ამ ორ გამოწვევას ჩვენ უნდა შევხვდეთ ადეკვატურად. ერთის მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ჩვენი ეკონომიკა და მეორეს მხრივ, შევაკავოთ ვირუსის გავრცელება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

09 აპრილი 2020, 01:11

ტაბლოიდი

ლონდონში 34 წლის კაცი პირბადეების მოპარვის გამო გაასამართლეს

ლონდონში 34 წლის კაცი პირბადეების მოპარვის გამო, 3 თვით დააპატიმრეს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 34 წლის ლერუნ ჰუსეინია, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში შეიპარა და 4 ქირურგიული ნიღაბი მოიპარა. სამართალდამცველებმა ის ჰოსპიტლის სიახლოვეს დააკავეს. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ნიღბების მოპარვას კლინიკაში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგანაც ჰოსპიტალში ისედაც დამცავი აღჭურვილობის მწვავე დეფიციტია.

09 აპრილი 2020, 01:05

COVID19

უხანმა კარანტინის დასრულება სინათლის შოუთი აღნიშნეს. ვიდეო

უხანმა კარანტინის დასრულება ქალაქის სინათლის შოუთი აღნიშნა, რომელმაც მთელი ქალაქი მოიცვა. ჩინეთის მთავრობა მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს, იმ შემთხვევაში თუ ისინი საკუთარ ტელეფონებში სათვალთვალო სისტემას დააყენებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით 3,333 ადამიანი გარდაიცვალა.

09 აპრილი 2020, 01:02

COVID19

StopCoV ფონდში ცოტა ხნის წინ 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა

StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. განახლებამდე თანხა 23 793 096 ლარი იყო. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 00:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შეთანხმებას გარანტირებულად შევასრულებთ

„ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან მათი უდიდესი ჩართულობით იყო მიღწეული ეს შეთანხმება. შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებებიც მოყვება ამას საარჩვენო კოდექსში. ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით და ამ შემთხვევაში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი იყო ძალიან კონსტრუქციული, რომ ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში მოვახერხებთ ამ ცვლილებების შეტანას“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

09 აპრილი 2020, 00:55

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამ საეჭვო პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამ საეჭვო პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში იმ ათ მედიკოსს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება, რომლებსაც დაინფიცირებულ ინფექციონისტთან ჰქონდათ უშუალო კონტაქტი. საკონტროლო ტესტი ჩაუტარდება კოვიდ-19 ის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთს. თუ ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მეოთხე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. ამ დროისთვის სამივე დაინფიცირებულის ჯანმრთობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბექა ოდიშარია

09 აპრილი 2020, 00:43

COVID19

ბექა ოდიშარია: ხელისუფლებასთან არაკოორდინირებულად გადადგმული ყველა ნაბიჯი მოკლებულია საღ აზრს და არის კონტრპროდუქტიული

ამ პერიოდში, ამ გამოწვევისას, რომელსაც ყველა ერთად ვუმკლავდებით, როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში, ყველა ის ადამიანი ვინც ახლა მოქმედებს გეგმის მიღმა, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, მოქმედებს კეთილი თუ ბოროტი განზრახვით, ცალსახად ეს არის კონტრპროდუქტიული - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტარმა, ბექა ოდიშარიამ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საერთო კოორდინირების გარეშე გადადგმული ყველა ნაბიჯი საღ აზრს არის მოკლებული.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 00:39

COVID19

ემუქრებათ თუ არა დეპორტაცია საქართველის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის 90-დღიანი ვადა ეწურებათ

ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურად, არამედ ბრიუსელთან, ევროკომისიასთან, რადგანაც მოხდეს იმ პრობლების გათვალისწინება, რომელიც შეექმნა იმ ადამიანებს, რომლებსაც უვიზო მიმოსვლის 90-დღიანი ვადა ეწურებათ მის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

სტამბოლი

09 აპრილი 2020, 00:31

COVID19

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირების გადაადგილებას მობილური ტელეფონებით გააკონტროლებენ

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს მობილური ტელეფონებით გააკონტროლებენ, რათა კარანტინის რეჟიმი არ დაარღვიონ. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პირები სახლიდან გავლენ, შეტობინებასა და ზარს მიიღებენ ტელეფონზე. მათ სახლში დაბრუნება მოეთხოვებათ, ხოლო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პოლიცია მათ დააჯარიმებს.

09 აპრილი 2020, 00:22

COVID19

კახეთის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ 10 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს კლინიკაში პაციენტები მკურნალობას ისევ აგრძელებენ. ზოგიერთ მათგანს პნევმონია აღენიშნება, რის გამოც ყველა საეჭვო მოქალაქის ნიმუში გუშინ დილით ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნეს. რეგიონის მასშტაბით 4 ე.წ. „ცხელების ცენტრი“ ფუნქციონირებს. საავადმყოფოებმა საეჭვო სიმპტომების მქონდე მოქალაქეების მიღება უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად დაიწყეს.