imedi /  10 თებერვალი 2020, 17:53 / სანდო წყარო

ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ გამოცხადდა

ლიტერა

მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან
ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:

 წლის საუკეთესო პროზაული კრებული
 წლის საუკეთესო რომანი
 წლის საუკეთესო პოეტური კრებული
 წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
 წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
 წლის საუკეთესო დებიუტი

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“.

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები. პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი
გამოცემა.

წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ. თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა. კონკურსის შედეგებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური აფასებს, რომელიც 5 წევრისგან შედგება.

გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოვლინდება. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 მარტი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარადგენს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 8-იდან 11 ივნისამდე.

პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.

2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, ზურაბ ქარუმიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2025, 00:11

მსოფლიო

ჟანდარმერიის ყაზარმაზე ფეიერვერკის სროლის გამო, საფრანგეთის სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთი წელი მიუსაჯა, 6 თვის საპატიმრო სასჯელით

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდა სასამართლოს წინაშე ბლანშ-ფლერის რაიონში მდებარე ყაზარმებზე 13 და 14 ივნისს, ფეიერვერკის სროლის გამო სამ არასრულწლოვანთან ერთად წარდგა. სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთწლიანი პატიმრობა, მათ შორის ექვსი თვით საპატიმრო ღონისძიება, ექვსი თვე კი პირობითი შეუფარდა „ადამიანებისთვის საშიში საშუალებებით მიყენებული ზიანისთვის [...]“ და „ჟანდარმერიის თანამშრომლის მიმართ ძალადობისთვის“.

21 ივნისი 2025, 23:30

რეგიონი

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნა - სტუმრებს საფესტივალო სივრცეში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და შემეცნებითი სივრცეები დახვდებათ

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში ოჯახთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

21 ივნისი 2025, 23:23

საზოგადოება

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

საქართველოს საპატრიარქო გაფართოებული სონოდალური კომისიის დასკვნას აქვეყნებს.

დავით ქართველიშვილი

21 ივნისი 2025, 22:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ბლეიზ მეტრეველზე: ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას

დღეს წარმატებულ აგენტებს სულ უფრო ხშირად არა ადამიანები წარმოადგენენ, არამედ ე.წ. „პრედიქტიული“ მოდელები, რომლებიც გამოიყენებენ ისტორიულ მონაცემებს ქცევისა და შედეგების სამომავლო პროგნოზირებისთვის. საქართველოს მაგალითზე ყველაზე ნათლად ჩანს, რა ფატალურ შეცდომებს უშვებენ „ადამიანი-აგენტები“, რომლებიც ჩვენს დასამარცხებლად საქართველოს შესწავლის ისტორიულ ასპექტებს უგულებელყოფენ. ამიტომ, ჩვენნაირი „კერკეტი კაკლებისთვის“ ძალაუფლების განხორციელება, სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმარების ველიდან − ისტორიული და მენტალური მონაცემების მოდულაციისა და ტრანსფორმაციის სფეროში გადადის.

21 ივნისი 2025, 20:49

კულტურა

ახალი თაობის მადლიერება „ძველ, დიდ ბიჭებს“ - „ქართული ხმების“ სოლო კონცერტი ფილარმონიაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

20 წლის წინ „ქართული ხმების“ დიდმა თაობამ უმცროს თაობად წოდებულ ანსამბლ „უნივერსიტეტს“ ლეგენდარული „ქართული ხმების“ სახელი გადასცა.

21 ივნისი 2025, 20:40

სპორტი

ძიუდოში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს - ქართველების ტრიუმფი ტატამზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპორტში, რომელშიც წესებს იაპონია ადგენს, საქართველო მსოფლიო ჩემპიონია - ქართველმა ძიუდოისტებმა ისტორიაში პირველად პლანეტის პირველობაზე გუნდური ოქრო მოიპოვეს და სწორედ იაპონიის 8-წლიანი ჰეგემონია დაასრულეს.

21 ივნისი 2025, 20:35

რეგიონი

როგორი იქნება ზაფხული აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ზაფხული იწყება აქ“ - ეს არის აჭარის 2025 წლის ტურისტული სეზონის მთავარი სლოგანი - მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სეზონის სტარტი დღეს იყო, ბათუმი და სხვა კურორტები დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივის.

21 ივნისი 2025, 20:32

პოლიტიკა

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს. ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

21 ივნისი 2025, 20:26

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო მარშრუტი ამჯერად სვანეთია - როგორ მიმდინარეობს მზადება ტურისტულად აქტიურ სვანეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო მარშრუტი ამჯერად სვანეთია. რეზი სოხაძე მესტიასა და სხვადასხვა რაიონში მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო. ისტორიულ-კულტურული ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები და სხვადასხვა ქუჩის რეაბილიტაცია - ეს არის მცირე ჩამონათვალი, რომლის სამუშაო პროცესითაც მინისტრი დაინტერესდა.

21 ივნისი 2025, 20:24

პოლიტიკა

ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაანადგუროს საარქივო მასალები, მმართველი ძალისთვის კვლავ დაუსაბუთებელია - გადაწყვეტილებაში მათ მხარს ოპოზიციის ნაწილი უბამს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაანადგუროს საარქივო მასალები, მმართველი ძალისთვის კვლავ დაუსაბუთებელია.

21 ივნისი 2025, 20:18

პოლიტიკა

როგორია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რეაგირება - საერთაშორისო პრაქტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ამერიკული და ევროპული პრაქტიკა იდენტურ ფაქტებზე სასჯელის სახით ან ფულად ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა, ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამ პრაქტიკაზე, როცა მათთვის სასარგებლო არ არის, არ საუბრობს.

რევაზ სოხაძე:

21 ივნისი 2025, 20:16

რეგიონი

რევაზ სოხაძე: მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, არის გამოწვევებიც, რომლებზეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ

„მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, არის გამოწვევებიც, რომლებზეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. მნიშვნელოვანია, მესტიის ისტორიული ზონის რეაბილიტაცია და ეს პროცესი გაგრძელდება, რაც აუცილებელია ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის და მეორე მხრივ, ტურიზმის განვითარებისათვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზუგდიდი-მესტიის გზის რეაბილიტაციისთვის, თუმცა არის გარკვეული პრობლემური ადგილები, რომელიც ათწლეულებია არსებობს, შევეცდებით, რომ სწორი საინჟინრო გადაწყვეტები მოვნახოთ მათ გადასაჭრელად”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.

21 ივნისი 2025, 20:09

სამართალი

წილები ენერგოკომპანიებში და თანამდებობაზე განწესების შემდეგ მილიონობით გაზრდილი შემოსავალი - კიდევ რას ედავება გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გენერალურმა პროკურატურამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

21 ივნისი 2025, 19:43

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში კანოეთი სპრინტსა და პარაკანოეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიანი დისტანცია 39,965 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივნისი 2025, 19:03

სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

21 ივნისი 2025, 19:00

მსოფლიო

Dailymail: სკოლა ლონდონში, სადაც ინგლისურად, როგორც მშობლიურ ენაზე, არც ერთი მოსწავლე არ საუბრობს

ლონდონის „ისთ ენდის“ რაიონში მდებარეობს „კობი ნაზრულის“ საჯარო სკოლა, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში, სადაც არც ერთი მოსწავლე არ საუბრობს ინგლისურად, როგორც მშობლიურ ენაზე, - წერს გამოცემა Dailymail.

21 ივნისი 2025, 18:55

სამართალი

პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა

2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.

შოთა თხელიძე

21 ივნისი 2025, 18:35

პოლიტიკა

შოთა თხელიძე: რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება

რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის ამ შემთხვევაში უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2025, 18:23

პოლიტიკა

ქადაგიშვილი გახარიას პარტიაზე: იმის გამო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათი პარტიული სია მოქმედია, ალბათობა იმისა, რომ ამ სიიდან სხვა 12 პირი შემოვიდეს პარლამენტში, ძალიან მაღალია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ არჩევნებამდე, გახარიას გუნდის წევრები, სიის მომდევნო 12 ნომერი საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2025, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკიზე: დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს ულოცავს, ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია?!

დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს რომ ულოცავს და ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია და მე რომ ამას ვამბობ, ეს არის ანტიევროპული პროპაგანდა?!, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.