imedi /  25 თებერვალი 2020, 12:24 / სანდო წყარო

პლასიდო დომინგომ ქალებს მიყენებული ტკივილისთვის ბოდიში მოუხადა

პლასიდო დომინგო

პლასიდო დომინგო

ესპანელმა საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ იმ ქალებს, რომლებმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მიყენებული ტკივილისთვის ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Europa Press ავრცელებს.

პლასიდო დომინგომ ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს თავის ქმედებებზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გაჟღერდა.

„ახლა მესმის, რომ ამ ქალებისაგან ზოგიერთებს შესაძლოა ეშინოდათ გულწრფელი ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ, ვინაიდან ნერვიულობდნენ, რომ ეს გავლენას მოახდენდა მათ კარიერაზე“, - განაცხადა პლასიდო დომინგომ.

ლეგენდარული მომღერალი  სექსუალურ შევიწროებაში პირველად აგვისტოს დასაწყისში დაადანაშაულეს.9 ქალი ამტკიცებდა,  რომ დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა. მოგვიანებით დომინგო სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11-მა ქალმა დაადანაშაულა.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 12:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375 მოქალაქე რჩება. საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა.

08 აპრილი 2020, 12:26

სამართალი

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დ.ძ. დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ნილ ბრაუნინგი

08 აპრილი 2020, 12:23

COVID19

სასწორის მეორე მხარეს უდიდესი გამარჯვებაა - ინტერვიუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტში მონაწილესთან

„მსოფლიოს დახმარება სჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება, ავად ხდება და კვდება. ეს უნდა დასრულდეს. მე ჯანმრთელი ვარ. რისკები შევაფასე და საფრთხეს ვერ ვხედავ. სასწორის მეორე მხარეს უდიდესი გამარჯვებაა“, - ამის შესახებ „იმედის დილასთან“ ინტერვიუში 47 წლის ამერიკელმა მოხალისემ ნილ ბრაუნინგმა განაცხადა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე იტესტება. ბრაუნინგის თქმით, მასთან ერთად კიდევ 44 ადამიანმა ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი იმიტომ გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ადამიანების ტანჯვა და ავადმყოფობა დედამიწაზე. მას პირველი ინექცია16 მარტს ჩაუტარეს.

08 აპრილი 2020, 12:10

COVID19

ლევან რატიანი: შესაძლოა ვიყოთ ინფექციის მატარებლები, ამიტომ საჭიროა სოციალური დისტანცირება

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთა 80%-ს შესაძლოა კლინიკური ნიშნები არ ჰქონდეს.

მიხაილ ტიმონოვი

08 აპრილი 2020, 12:08

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატი მოსკოვის დუმის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა

ტიმონოვის განმარტავს, რომ ტესტი 31 მარტს ჩააბარა, თუმცა დადებითი შედეგი 7 აპრილს, განმეორებითი ტესტირებისას დადგინდა. ამასთან, მან ტესტი 3 აპრილსაც ჩააბარა, თუმცა მაშინ შედეგი უარყოფითი იყო. დეპუტატის თქმით, მას კორონავირუსი იანვარში ჰქონდა და შესაძლოა, ინფექცია მსუბუქი ფორმით შეუბრნუდა.

მერაბ ქვარაია

08 აპრილი 2020, 12:04

COVID19

მერაბ ქვარაია: შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს და განასხვავებს ბევრი სხვა უფრო ძლიერი სახელმწიფოებისგან, არის სწორი მენეჯმენტისა და პოლიტიკის შედეგი

შედეგი რომელიც საქართველოს აქვს და განასხვავებს ბევრი სხვა უფრო ძლიერი სახელმწიფოებისგან არის სწორი მენეჯმენტისა და სწორი პოლიტიკის შედეგი. არის შედეგი იმ რეკომენდაციების გათვალისწინების, რომელსაც პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ. ამის შესახებ საქართველს პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ „პალიტრის“ ეთერში განაცხადაა. მისივე თქმით, ხელისუფლების თითოეული გადაწყვეტილება ხდება პროფესიონალ ექიმებთან შეთანხმებით. „ჩვენი პირველი და უმთავრესი ამოცანა არის ჯანმრთელობის უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პირველივე დღიდან იყო სწორი და ეფექტური. სხვა შემთხვევაში არ გვექნებოდა ის შედეგები რაც დღეის მდგომარობით გვაქვს.

08 აპრილი 2020, 11:59

COVID19

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ონის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ქვათაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ეკა მაისურაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. „ქუჩების დეზინფექცია ჩატარდა ამბროლაურის ქუჩებშიც. სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად არის ჩართული.

08 აპრილი 2020, 11:58

COVID19

კორონავირუსზე ტესტირება კახეთის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ 10 მოქალაქეს ჩაუტარდება

ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად საკარანტინო სივრცეში მყოფი10 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნება, - ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცახადა. მისი ინფორმაციით, პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. ხიზანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში 11 საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 594-დან 562-მდე შემცირდა.

ლევან რატიანი

08 აპრილი 2020, 11:58

COVID19

ლევან რატიანი: ჩვენი კლინიკიდან კორონავირუსის გარეშე ეწერება ორი პაციენტი

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი დატოვებს, – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა

08 აპრილი 2020, 11:49

საზოგადოება

ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა

ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის შედეგად სამი მუშა დაშავდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ლერმონტოვის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის დემონტაჟის დროს სამი მუშა მსუბუქად დაშავდა. ისინი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ.

ექიმი

08 აპრილი 2020, 11:47

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

„გუშინ 25 კვლევა ჩატარდა და ერთი დადებითი პასუხია მიღებული, 24 უარყოფითი. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა, დანარჩენი პროფილური კლინიკების მიხედვით გადანაწილდებიან. კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც, მოგეხსენებათ 14-დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

თბილისი

08 აპრილი 2020, 11:42

საზოგადოება

The Daily Signal: საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-თან უფრო ძლიერ პარტნიორობას იმსახურებს

„ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება და ორივე ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლოა. საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ის ერთგულებას და უფრო ძლიერს პარტნიორობას იმსახურებს“, - მიაჩნია სტატიის ავტორს.

08 აპრილი 2020, 11:37

COVID19

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

08 აპრილი 2020, 11:35

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 8 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, 4-ის კი დამაკმაყოფიკებელი, - ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა. კლინიკაში ამ დროისთვის 3 საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევბის კონტაქტები არიან. ბოლო 2 შემთხვევიდან, ერთ-ერთი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი, სამტრედიის ცხელების ცენტრიდან შემოიყვანეს. ის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

08 აპრილი 2020, 11:34

COVID19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო

საქართველოში „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

თამარ გაბუნია

08 აპრილი 2020, 11:32

COVID19

USAID/Georgia: თამარ გაბუნია გლობალური ეპიდემიის, COVID-19-ის შეკავების წინა ხაზზე იბრძვის და დაუღალავად შრომობს

„ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ექიმი თამარ გაბუნია გლობალური ეპიდემიის, COVID-19-ის შეკავების წინა ხაზზე იბრძვის და დაუღალავად შრომობს, რათა ჯანდაცვის სისტემამ სათანადოდ დაიცვას საქართველოს მოსახლეობა. ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით უჭერს მხარს ექიმ თამარ გაბუნიას და ჯანდაცვის სამინისტროს, მათ შორის ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ განხორციელებული ტრენინგებით და გაწეული კონსულტაციებით“, - ნათქვამია USAID/Georgia-ს მიერ facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბორის ჯონსონი

08 აპრილი 2020, 11:26

COVID19

ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინტენსიური მკურნალობის ცენტრში 2 ღამე გაატარა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას კორონავირუსთან ბრძოლაში სასუნთქი აპარატი დაეხმარა, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. ბორის ჯონსოსნს კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაახლოებით 2 კვირის წინ დაუდგინდა, რის შემდეგაც ის წმინდა თომას საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს, რადგან მუდმივად ახველებდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. თუმცა, ორშაბათს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

08 აპრილი 2020, 11:16

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდასტურდა

„კორონავირუსი 25 პაციენტიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ეს გახლავთ 14 წლის ბავშვი. ის იმ ოჯახიდანაა, რომლის 2 წევრი გუშინ დადებითი პასუხით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სერგო რატიანი

08 აპრილი 2020, 11:11

საზოგადოება

„ევროპული საქართველო“ განათლების სამინისტროს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ამ მომენტიდან უკვე დავიწყოთ მზადება რთული სცენარისთვის, ამიტომ ვთავაზობთ ხელისუფლებას გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს. ვფიქრობთ, შეთავაზებული წინადადებები, ან მათი მოდიფიცირებული ვარიანტი, შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს და, ამავდროულად, თავიდან ავიცილებთ საგანმანათლებლო სისტემის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებულ რისკებს“, - აცხადებს რატიანი.

08 აპრილი 2020, 11:11

COVID19

სოფელ რუისში თვითიზოლაციაში მყოფ ოთხ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

შიდა ქართლში, სოფელ რუისში თვითიზოლაციაში მყოფ ოთხ ადამიანს, რომელსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ტესტირების პასუხები დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს.