imedi /  04 მარტი 2020, 16:50 / სანდო წყარო

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით პირველად წარდგება

მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2020 წლის მარტში, საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის (10-12 მარტი), ლაიფციგსა (12-15 მარტი) და პარიზის(20-23 მარტი) წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე ეროვნული სტენდებით წარდგება.

ასოციაციის ინფორმაციით, 2020 წლის 20-23 მარტს პარიზის წიგნის ბაზრობაზე (Salon du Livre) საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგება. პარიზის წიგნის ბაზრობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის წიგნის ბაზრობებს შორის.

იქ ყოველწლიურად 3000-მდე ავტორი ხვდება მკითხველს და წარადგენს ახალ წიგნებს. შესაბამისად, საქართველოსთვის პარიზის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა ქართული ლიტერატურის ფრანკოფონიულ ქვეყნებში პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობაა. ის ასევე ხელს შეუწყობს ქართველ და ფრანკოფონ გამომცემლობებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ახალი, ქართული ლიტერატურისთვის განსხვავებული ბაზრის ათვისებას.

მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება როგორც პარიზის წიგნის ბაზრობის სპეციალურ თემატურ სცენებზე, ასევე ქალაქის ლიტერატურულ სივრცეებში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ლანა ღოღობერიძე, ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლაშა ბუღაძე, გიორგი კეკელიძე, ბასა ჯანიკაშვილი, დავით მაჭავარიანი, დათო ლორთქიფანიძე, ლაშა ბაქრაძე. ქართველ გამომცემლებს საშუალება ექნებათ ეროვნულ სტენდზე გამართონ შეხვედრები და თავიანთი წიგნები წარუდგინონ უცხოელ გამომცემლებს.

ინალკოში, პარიზის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტში, ჩატარდება კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ საქართველოს და საფრანგეთის ლიტერატურული და აკადემიური ინსტიტუციების წარმომადგენლები და ქართველი მწერლები: ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლაშა ბუღაძე.

კონფერენციაზე დაანონსდება „2021 წელს თბილისი წიგნის დედაქალაქი“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო აქტივობები. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია და UNESCO.

2020 წლის 10-12 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით მერვედ წარდგება ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, სადაც ქართველი გამომცემლები ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ უცხოელ კოლეგებთან. სტენდზე დამთვალიერებელი გაეცნობა ახალ ქართულ გამოცემებს და მიიღებს ინფორმაციას ქართული ლიტერატურისა და მისი კულტურის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელი ბრიტანეთში გამოცხადებულია ქართული სეზონის Georgian Season წლად. ამ წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება დაიგეგმება.

2020 წლის 12-15 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე. ქართველი მწერლები და ილუსტრატორები, ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით მაჭავარიანი (კაკადუ), ლია სტურუა, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა და თეონა დოლენჯაშვილი ბაზრობის ტერიტორიაზე და ლაიფციგის სხვადასხვა ლიტერატურულ და კულტურულ დაწესებულებაში გამართავენ შეხვედრებს. საქართველო ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით მეცხრედ წარდგება.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 09:02

მსოფლიო

ტრამპი: ნატომ მხარი არ დაგვიჭირა და მომავალშიც არ დაგვიჭერს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

15 აპრილი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს საქართველოში

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

15 აპრილი 2026, 08:48

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში, გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

ტურნირში 26 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველომ ჯგუფში ბრაზილიას და სლოვენიას სძლია, რის შემდეგაც პლეიოფში თურქეთს და უკრაინას მოუგო. გადამწყვეტი ნახევარფინალური შეხვედრა რევაზ ჩომახიძის გუნდმა გერმანიასთან 19:13 მოიგო და ტურნირის ფინალში გასვლასთან ერთად, მსოფლიოს ტოპ 8 ნაკრებს შორის მოხვდა.

15 აპრილი 2026, 08:35

რეგიონი

კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება

შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში შეისწავლიან ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე არსებულ ვითარებას და გატარდება საჭირო ღონისძიებები.

15 აპრილი 2026, 08:33

რეგიონი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 08:31

საზოგადოება

მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.

ნინო წილოსანი

15 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება

ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - აღნიშნა წილოსანმა.

15 აპრილი 2026, 08:16

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“

თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.

გიორგი ვოლსკი

15 აპრილი 2026, 08:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად

„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2026, 07:58

პოლიტიკა

სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.

15 აპრილი 2026, 07:54

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 03:00

მსოფლიო

Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, - ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა.

15 აპრილი 2026, 02:44

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს

ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 02:31

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ესაუბრა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს და აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად.

15 აპრილი 2026, 02:20

მსოფლიო

The Guardian: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 01:18

სპორტი

კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 00:54

მსოფლიო

კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 00:41

სპორტი

სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსამინისტრო ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 23:56

საზოგადოება

15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 23:45

მსოფლიო

The Wall Street Journal: ევროპა ამზადებს ომისშემდგომ გეგმას ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად

ევროპული ქვეყნები ამზადებენ გეგმას ფართო კოალიციის შესაქმნელად, რათა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას, რაც მოიცავს გამნაღმველი და სხვა სამხედრო გემების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.