იაპონელმა არქიტექტორმა ნიკო ფიროსმანს 100 წლის შემდეგ ოცნება „აუსრულა“
ფოტო: IMEDI
საფრანგეთში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს უკვე 7 თვეა მნახველი ათვალიერებს. ახლა ფიროსმანის 29 ნახატი ქალაქ არლეში, ვან გოგის ფონდშია გამოფენილი. 2 გენიოსი ერთად მათი მისტიკით, საიდუმლოებით, განუმეორებელი ხელწერით და ფერებით, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს და აჩენს სურვილს, რომ მეტი გაიგო ხელოვანებისა და მათი სამშობლოს შესახებ. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების ფრანგულ მოგზაურობაზე სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.
ნიკო ფიროსმანს, რომლის საფლავიც ცნობილი არ არის დარჩა ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნება. ის ნატრობდა დიდ სახლს ქალაქის შუაგულში, სადაც იქნებოდა დიდი მრგვალი მაგიდა, სამოვარი და ჩაის თანხლებით, სადაც ისაუბრებდნენ მხატვრობაზე და ხელოვნებაზე. გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, მხატვრის უცნობს საფლავს და აუხდენელ ოცნებას მეტაფორული მაგიდა - სარკოფაგი მიეძღვნა.
ფონდი "იფინიტარტის" დამფუძნებლის, ადრიან ბარსანის იდეას ხორცი შეასხა მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა. ტადაო ანდოს 7-მეტრიანი მაგიდა ასობით ლურჯი ვარდისგან შედგება, იმ ვარდის რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ასე უყვარდა ნიკალას. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ მაგიდა- სარკოფაგის ნახვა მალე შესაძლებელი იქნება საქართველოში.
რაც შეეხება გამოფენას, ალბერტინას გამოფენის კურატორის თქმით, მთავარი იდეა ვან გოგის და ფიროსმანის ერთად წარმოდგენის ორი თვითნასწავლი მხატვრის ჩვენება იყო:
"მთავარი იდეა ვან გოგის და ფიროსმანის ერთად წარმოდგენის იყო გვეჩვენებინა ორი თვითნასწავლი მხატვარი, როგორც 2 მოდელი. ვან გოგი 20 წლის ასაკში უკვე ბიძასთან ერთად ლონდონში მუშაობდა, ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ როგორც მხატვარი ის იყო თვითნასწავლი. ნიკო ფიროსმანმა ჩვენი სამყარო უფრო გააფართოვა, ჩვენი პერსპექტივა ფიროსმანის დახმარებით და მისი წყალობით უფრო გლობალურია. არის ბევრი განსხვავებაც. ეს დასაწყისია იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ, რა შეიძლება ამ 2 მხატვრისგან ვისწავლოთ. ერთი რამ ყველაზე ცხადია, ფიროსმანიც და ვან გოგიც ძალიან ჰუმანურები არიან. ფიროსმანს მძიმე, მძიმე ცხოვრება ჰქონდა და ამავე დროს სამყარო ჰარმონიულად ასახა", - ამბობს ბიშე კურიგერი, ალბერტინას გამოფენის კურატორი.
ბიშე კურიგერმა ფიროსმანი პირველად 1988 წელს თბილისის მუზეუმში ნახა. დღეს ამაყობს,
რომ იმ პროექტის ნაწილია, რომელიც ფონდ "ინფინიტარტის", საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ვინსენტ ვან გოგის ფონდის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, და კულტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება.
ფიროსმანზე, ვან გოგზე, მათზე ერთად და ცალ-ცალკე ბევრი ისაუბრეს სიმპოზიუმზე, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ქართული მხრიდან სიმპოზიუმის პირველი გამომსვლელი იყო. დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი იმ დარბაზში შედგა, სადაც ნამუშევრები ფერად კედლებზე 20 ოქტომბრამდე დარჩება და კიდევ ბევრ მნახველს გააოცებს.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მმართველი ეკა კიკნაძე ამბობს, რომ ეს კოლექცია მსოფლიოს კუთვნილება უნდა გახდეს.
დისკუსიის შემდეგ მონაწილეები ამბობდნენ, რომ ფიროსმანი მათი ინსპირაციის წყაროა.
"ეს ს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მხატვრების გაცნობის. ჩვენთვის დიდი პატივია ვმასპინძლობდეთ ნიკო ფიროსმანს. ფიროსმანი იმსახურებს, რომ გაცილებით მეტად ცნობილი იყოს საფრანგეთში. ყოველთვის ფანტასტიკური მომენტია, აღმოაჩინო ახალი ინსპირაცია. უყურებ ფიროსმანს და სურვილი გიჩნდება დახატო და შექმნა ახალი რამ. მე ფიროსმანი აქ აღმოვაჩინე და უკვე ძალიან ახლობელია", - ამბობს სიმპოზიუმის მონაწილე მატის კოლინსი.
ვიდრე ფიროსმანი ვინსენტ ვან გოგს არლში ესტუმრებოდა, მისი ნამუშევრები ვენის ალბერტინას მუზეუმში გამოიფინა. პროექტი მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფიროსმანის ნამუშევრების ექსპოზიცია სამი თვე გაგრძელდა და 400 000 დამთვალიერებელი ჰყავდა. არლი - სამყაროთა შორის მოგზაურის ბოლო გაჩერება არ არის. საერთაშორისო გამოფენებზე მოლაპარაკება მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებთან გრძელდება და მალე გახდება ცნობილი, სად და რომელ მხატვართან ერთად დაიკიდება საგამოფენო დარბაზის
კედლებზე იმ ხელოვანის ტილოები, რომელმაც სიცოცხლე უკიდურეს სიდუხჭირეში დაასრულა და ინტელექტუალურმა სამყარომ ისევე როგორც ბევრი უდიდესი ტალანტი გარდაცვალების შემდეგ აღიარა.
ტადაო ანდოს მიერ ფიროსმანისთვის
მიძღვნილი მაგიდა-სარკოფაგი
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 23:48
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს
ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს, - განუცხადა ოთხშაბათს ირანულ მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.
15 ივლისი 2026, 23:35
მსოფლიო
მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს
მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს და თავისი საქმიანობა შეაჯამა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 22:19
მსოფლიო
ტრამპი ირანთან ომის დასრულების შესახებ: მე ახლა მოლაპარაკება არ მსურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანელებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
15 ივლისი 2026, 22:18
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენი ვალია, დავიცვათ ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ის სიწმინდეები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება
ვლაქერნობის დღესასწაულს წელს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღვნიშნავთ. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტობა ქრისტიანულ საფუძველზეა აღმართული და სწორედ ამ საძირკველმა გააძლებინა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი განსაცდელები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო/
15 ივლისი 2026, 22:17
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის შემოსვლა უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არასდროს გვქონია
ავიაკომპანია China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განახორციელებს, ეს ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა, რადგანაც აქამდე შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვქონია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში China Eastern Airlines-ის საინაუგურაციო ფრენის შესრულების შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნულ ფრენებსა და მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს.
15 ივლისი 2026, 22:15
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოც პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, სიწმინდეების, ქრისტიანული რწმენის და სახელმწიფო მემკვიდრეობის ღირსეულად შენარჩუნება. მისი თქმით, წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღინიშნება.
15 ივლისი 2026, 21:42
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის იმ ქვეყნების განცხადებებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მოიხსენიებდნენ.
15 ივლისი 2026, 21:26
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა, მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.
15 ივლისი 2026, 21:13
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 21:03
რეგიონი
ვლაქერნობა - მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქ შიო მესამის სადღესასწაულო მსახურება ზუგდიდში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც ილია მეორის სახელს უკავშირდება, გრძელდება.
15 ივლისი 2026, 20:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მერცის განცხადებაზე: ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ
„ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
15 ივლისი 2026, 20:55
ეკონომიკა
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.
15 ივლისი 2026, 20:46
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა და პროექტირება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ახალი ეტაპი, პროექტირება იწყება.
15 ივლისი 2026, 20:46
მსოფლიო
ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო
ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 20:44
სამართალი
აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.
15 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
სტიგმატიზება, ცინიზმი და შშმ პირების დაკნინების მცდელობა - უფლებადამცველები ოპოზიციის აქტივისტის შეურაცხმყოფელ განცხადებებს გმობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის აქტივისტი შშმ პირებს შეურაცხყოფს. მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ყველა ადამიანი თანასწორი, მსგავსი გამოვლინება კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც საზოგადოების უმრავლესობისათვის.
15 ივლისი 2026, 20:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 ივლისი 2026, 20:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა
დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
15 ივლისი 2026, 20:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში.
15 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
პასუხი პასუხის გარეშე - ეუთოს სათავო ოფისი ჯო უილსონის რეზოლუციის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობას ირიდებს და საპარლამენტო ასამბლეას აკისრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეუთოს სათავო ოფისმა ჯო უილსონის რეზოლუციის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო ასამბლეას დააკისრა. „ქრონიკას“ ორგანიზაციის ცენტრალური წარმომადგენლობის შეფასებაც აინტერესებდა, თუმცა ვერ მივიღეთ.


