imedi /  10 მაისი 2020, 21:56 / სანდო წყარო

2020 წელს კანის კინოფესტივალი არ ჩატარდება

2020 წლის კანის კინოფესტივალი გაუქმდა. ამის შესახებ Variety ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის წევრზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 10 ივლისამდე გახანგრძლივდა, ფესტივალის შემოდგომაზე ჩატარებაც კი სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ღონისძიების ვირტუალურ ფორმატზე ორგანიზატორებმა უარი თავიდანვე თქვეს.

საკონკურსო პროგრამის ფილმებს კი სხვა ფესტივალებზე აჩვენებენ, მათ შორის ვენეციაში. მათი სია ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ფესტივალი 12-13 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მარტში ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ღონისძიება ივნისის ბოლომდე გადაიტანეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის.

ყველა სიახლე

ეროვნული ბანკი

27 მაისი 2020, 16:13

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ლიცენზირება და რეგისტრაციისთვის განაცხადის მიღების ვადას ახანგრძლივებს

საქართველოს ეროვნული ბანკი უსაფრთხო სამუშაო პროცესის სრულად აღდგენამდე, ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღების შეჩერების ვადას ორი თვით ახანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ბანკის განცხადებით, აღნიშნული ეხება ყველა ტიპის არასაბანკო საფინანსო მიმართულებას: საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად, საკრედიტო კავშირად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, სესხის გამცემ სუბიექტად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაცია/ ლიცენცირებისთვის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანას.

დავით ზალკალიანი

27 მაისი 2020, 16:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შედეგები მეტყველებს, რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლას უაღრესად წარმატებულად გაართვა თავი

პრემიერის დღევანდელი გამოსვლა და ის ფაქტი, რომ მან თავისი ინიციატივით გადაწყვიტა პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე გამოსვლა და საუბარი გაწეული საქმიანობის შესახებ, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, დღეს ჟურნალისტებს, პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 მაისი 2020, 16:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე

მე ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური რესურსი არ დარჩათ ამ ადამიანებს, რომ ამ დღეზე ილაპარაკონ, ამ ღამეზე ილაპარაკონ, საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა ზუსტად იციან და დღეს, როდესაც ამას კიდევ ახსენებენ, ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

გუგული მაღრაძე

27 მაისი 2020, 16:09

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე: ხელისუფლებამ ათასობით ქართველი ჩამოიყვანა თავის სამშობლოში, მაშინ, როდესაც ტრამპს 3 ათასი ამერიკელის სამშობლოში დაბრუნება წარმატებად მიაჩნდა

„დაცულობა და ნდობა ჩანს იმაში თუ რამდენი ათასი ადამიანი დაბრუნდა უცხოეთიდან. ხალხი მიდის იქ სადაც არის დაცული. ხელისუფლებამ ათასობით ქართველი ჩამოიყვანა თავის სამშობლოში, როდესაც ტრამპი ამბობდა რომ 3 ათასი ამერიკელი დააბრუნა სამშობლოში და ეს წარმატებად მიაჩნდა“, - აღნიშნა მაღრაძემ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 16:09

COVID19

გიორგი გახარია: 112 იყო ფილტრი, რომელმაც მოგვცა საშუალება, ეფექტიანად გვემართა ვირუსის გავრცელების სისწრაფე

„როდესაც ჯანდაცვის სისტემა შეფასდა და შიდა გადაცემამ სწრაფი ზრდა დაიწყო, ჩვენ მივხვდით, რომ ჯანდაცვის სისტემის დასაცავად ინფიცირებულთა ზეწოლისგან უნდა გაგვეკეთებინა რამდენიმე ბარიერი. პირველი ბარიერი ეს იყო - 112“.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 16:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ტურისტული კომპანიებისა და გიდების დახმარება იქნება ცალკე პროგრამა

ბიზნესის ნაწილში, ქონების გადასახადი სრულად იქნა გადავადებული წლის ბოლომდე, ტურისტული სექტორის საშემოსავლო გადასახადებიც ასევე გადავადდება. სასტუმროები, რომლებსაც ბრუნვა აქვთ 20 მილიონ ლარამდე, მათ სახელმწიფო ბანკის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარება, ამისთვის ჩვენ ფული დარეზერვებული გვაქვს. მაგრამ სასტუმროები, რომლებიც არიან უფრო მსხვილი, 20 მილიონზე მეტი ბრუნვით, მათ სახელმწიფო ეხმარება ქონების გადასახადის შეღავათით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესში ოპერირებენ, ძალიან კარგად ესმით რაზეც ვსაუბრობ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

ზაზა გაბუნია

27 მაისი 2020, 15:59

პოლიტიკა

ზაზა გაბუნია: ოპოზიციამ აბსურდის მიღწევის საკითხში საკუთარი ანტირეკორდი მოხსნა

„უკვე აშკარაა, რომ ოპოზციის მიზანი გახლავთ გააბუნდოვანოს საკითხი, დაამძიმოს სურათი და შეგნებულად თუ შეუგნებლად ერთმანეთში აურიოს საკითხები, რომ უბრალოდ არ შედგეს დისკუსია, არ შედგეს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც, დიახ, არის პროგრესი, არის გამარჯვება, მაგრამ ამისთვის ხელისუფლება მადლობას არ ითხოვს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ირმა ინაშვილი

27 მაისი 2020, 15:55

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: უნდა ვიფიქროთ, როგორ შევუმსუბუქოთ ადამიანებს ჯარიმებით გამოწვეული ძალიან დიდი ტვირთი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, ახალი კორონავირუსის გამო შემნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის პრობლემურია.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 15:46

პოლიტიკა

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე: ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე მეტად დასჭირდება

მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილის მიერ, stopcov ფონდში გაწეულ დონაციასთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა ამ დონაციას გამოიყენებს მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად დასჭირდება. მთავრობის მეთაურმა ბიზნესომბუდსმენს stopcov ფონდის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

ელენე ხოშტარია

27 მაისი 2020, 15:42

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია მთავრობას კორონავირუსის ოფიციალურ სტატისტიკაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მინიშნების გაკეთებას სთავაზობს

„აბსოლუტურად მესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდინფიცირებულის აღრიცხვა ტექნიკურად შეუძლებელია, მაგრამ ეგებ გაგვეკეთებინა, რჩევის სახით მინდა გითხრათ, მინიშნება, რომ არ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ არ იყოს სურათი, რომ საერთოდ გამოტოვებულია ეს ორი ტერიტორია“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

გოგა გულორდავა

27 მაისი 2020, 15:40

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: ვინც გუშინდელი ქალაქის მორთვა დაგვიწუნა, მათ 2011 წლის 26 მაისი მინდა შევახსენო, როდესაც საკუთარი მოქალაქეები სისხლში ჩაახრჩეს

„მათ, ვისაც 2011 წლის 26 მაისთან დაკავშრებით მოკლე მეხსიერება აქვთ, მინდა ეს დღე შევახსენო, როდესაც საკუთარი მოქალაქეების სისხლში ჩახრჩობით ​ და გვამების რუსთაველის მოედანზე დალაგებით შეხვდნენ ამ დღეს. ზოგიერთმა მათგანმა ეს დღე საერთოდ ვერ გახსენა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

27 მაისი 2020, 15:33

საზოგადოება

აღსრულების ეროვნული ბიურო გაიხსნა

სააღსრულებო სერვისებით სარგებლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვიზიტით უკვე შესაძლებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. ვიზიტამდე წინასწარი დაჯავშნა მოქალაქეთა პორტალზე აუცილებელია (my.gov.ge).

გიორგი ვოლსკი

27 მაისი 2020, 15:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გულდასაწყვეტია, რომ ზოგი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე, საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე, საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიც არის, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელზეც სტრასბურგიდან 55 საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას“.

27 მაისი 2020, 15:25

ეკონომიკა

ბიზნეს ასოციაცია ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს მიესალმება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თენგიზ ცერცვაძე

27 მაისი 2020, 15:23

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ დააზუსტა, რომ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად COVID-19-ის ანტისხეულები ათასიდან 6 ადამიანს აღმოაჩნდა და არა 6 პროცენტს

„მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში ათას კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგი საბოლოოდ ჯერ არ არის შეჯამებული. მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა - ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1 000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, თუ დავაზუსტებთ, დაზუსტებული ადამიანებით 6 ადამიანი. 6-10 ვახსენე იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხის შედეგები ზუსტდებოდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რომან კაკულია

27 მაისი 2020, 15:23

COVID19

რომან კაკულია პრემიერს: არსებობს თუ არა კონკრეტული სტრატეგია სუბსიდირებული პროდუქტების მიმართ?

პანდემიის განმეორების შემთხვევაში, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული სტრატეგია იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ჩვენ ამ ეტაპზე, სუბსიდიით მივუდექით? - ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ქვეყნის პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

27 მაისი 2020, 15:21

პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია: პრემიერ-მინისტრის დღევანდელი მოხსენება იმის თვალნათელი მაგალითია, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს მიდიოდა სწორად, გონივრულად, სწრაფად

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ქანთარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვიდ-19-თან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოხსენების შემდეგ, დაინტერესდა მთავრობის გეგმებით იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც კულტურის სფეროში კოლექტიურად ქმნიან პროდუქტს.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2020, 15:14

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მზად ვართ, არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე

„ოქტომბრის ბოლოს გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი არჩევნები საქართველოში. ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დესტრუქციული ძალისგან, ჩენი ოპოზიციისგან მიეწოდება დეზინფორმაცია და მნიშნელოვანია, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი, სადამკვირვებლო ფართო მისიები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ამ არჩევნებთან დაკავშირებით“.

თამარ ჩუგოშვილი

27 მაისი 2020, 15:05

პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლება კრიზისს საკმაოდ ეფექტურად გაუმკლავდა

„დღეს თავს ყველა უფრო მეტად დაცულად ვგრძნობთ, ვიდრე ცოტა ხნის წინ და შესაბამისად, ეს როგორც ხელისუფლების მუშაობის, ასევე ჩვენი მოქალაქეების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა და ამისთვის ყველას მადლობა ეკუთვნის“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

27 მაისი 2020, 14:59

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღია ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზებას

რუსეთი სისტემატურად არღვევს ღია ცის ხელშეკრულების დებულებებს, ახდენს მის პოლიტიზებას და აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში.