imedi /  22 ივლისი 2020, 17:30 / სანდო წყარო

გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი უმასპინძლებს. სრულიად განახლებული და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცით, მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეიდან მიიღებს.

მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.

„დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქალაქს კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის კიდევ ერთი ობიექტი შეემატა - ჩვენი დიდი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში, მუზეუმების გაერთიანებამ იმუშავა. განახლებულ სივრცეში, სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი ინფორმაციაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, მუზეუმებისა და ჩვენი ისტორიის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ. შემოდგომაზე გავხსნით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. მომავალ წელსაც ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტის გახსნა იგეგმება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მუზეუმის მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, როგორც მემორიალური სახლ-მუზეუმის თავისებურების, ისე სამუზეუმო საჭიროებების გათვალისწინება სრულად მოხდა.

განახლებულ სივრცეში დამთვალიერებელს ასევე, დახვდება ინსტალაციები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად ჰყვება.

ბინა-მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2020, 01:03

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

11 აგვისტო 2020, 00:58

მსოფლიო

ანტარქტიდას სანაპიროსთან სავარაუდოდ ნაცისტების საიდუმლო გემი იპოვეს

Google-ს სატელიტურ რუკაზე იპოვეს 122 მეტრის სიგრძის გემი, რომელიც ანტარქტიდას სანაპიროდან 160 კილომეტრითაა დაშორებული. ამის შესახებ Daily Mail წერს. ქსელის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ეს ნაცისტების საიდუმლო გემია. გამოცემის ცნობით, რუკის ანონიმურმა მომხმარებელმა შენიშნა გაყინული გემი, რომელიც საკრუიზო ლაინერს ჰგავს. მან ამ საკითხზე YouTube-ზე დისკუსია გამართა. მისი ვარაუდით, ეს 122 მეტრიანი გემია, რომელის ანტარქტიდის სანაპიროსთან ჩაიძირა.

11 აგვისტო 2020, 00:52

მსოფლიო

Twitter-ი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე: ინტერნეტის გათიშვა ძალიან საზიანოა - ეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და ღია ინტერნეტის პრინციპს არღვევს

სოციალური ქსელი Twitter-ი ბელარუსში ინტერნეტისა და სოციალური ქსელების შეზღუდვაზე იუწყება.

11 აგვისტო 2020, 00:45

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ზარმაცა მოკვდა

ცხოველი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და ჭამაზე უარს ამბობდა, რის გამოც ის დააძინეს. ზარმაცას ზუსტი ასაკი უცნობია. ის გაიანადან გერმანიაში 1971 წელს ჩაიყვანეს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ის მამრობითი სექსის იყო და პაული შეარქვეს, 1990-იან წლებში გაირკვა, რომ ის მამრია, რის შემდეგ პაული პაულა გახდა.

კრიშტიანუ რონალდუ

11 აგვისტო 2020, 00:31

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და 35 წლის პორტუგალიელმა კონკურენტებს სოლიდური სხვაობით აჯობა.

პაატა იმნაძე

11 აგვისტო 2020, 00:18

COVID19

პაატა იმნაძე: სამწუხაროდ კორონა არსად წასვლას არ აპირებს

მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე კორონა არსად წასვლას და კაცობრიობისთვის თავის დანებებას არ აპირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 00:15

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების დროს ბავშვი დაიბადა

კრისტალ სავაიმ, ბეირუთში აფეთქების დროს იმშობიარა. ამის შესახებ CNN იტყობინება. აფეთქების დროს ბავშვის მამა, ჯადი საკუთარი მკლავებით ცდილობდა შვილის შუშის ნამსხვრევებისგან დაცვას. ემოციური ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. უცხოური მედია ასევე წერს, რომ მშობიარესაც და ექიმსაც მრავლობითი ჭრილობა ჰქონდათ და ყველამ შიშით დატოვა პალატა, მთავარი ექიმი კი მაინც დარჩა და ბავშვი მიიღო.

11 აგვისტო 2020, 00:05

კულტურა

ფრანგ მსახიობ ევა გრინს, „პატრიოტის“ გადაღებების ჩაშლის გამო, შესაძლოა სოლიდური ჯარიმა დაეკისროს

ფრანგ მსახიობ ევა გრინს, ფილმის გადაღებების ჩაშლის გამო შესაძლოა $130 მილიონის გადახდა მოუწიოს, ​ ამის შესახებ Variety წერს. კინოსტუდია White Lantern-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის „პატრიოტის“ გადაღება ევა გრინის გამო ვერ დასრულდა. მათი განცხადებით, მსახიობმა მოითხოვა დამატებით ძვირადღირებული მომსახურე პერსონალის დაქირავება.

მაიკ პომპეო

10 აგვისტო 2020, 23:58

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

10 აგვისტო 2020, 23:53

COVID19

ისრაელში COVID19-ის პრევენციისთვის ახალი რეგულაციები 11 აგვისტოდან ამოქმედდება

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კოვიდ-19“ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში 11 აგვისტოს შევა.

გია ცაგარეიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: დღეს ქვეყნის სათავეში დგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება

დღეს ქვეყანას სათავეში უდგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება, ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც თავის თანამოქალაქეს არ დაჩაგრავენ, ოჯახში არ შეუვარდებიან, პოლიტიკიური ნიშნით სამსახურიდან არ გამოაგდებენ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა „POSTV“-ს ეთერში განაცხადა.

რობერტ ლევანდოვსკი

10 აგვისტო 2020, 23:49

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. „ჩელსისთან” მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც „ბაიერნმა” ანგარიშით 4:1 მოიგო, პოლონელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

10 აგვისტო 2020, 23:34

მსოფლიო

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ.

არჩილ თალაკვაძე

10 აგვისტო 2020, 23:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სექტემბერში წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სექტემბერში წარადგენს პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები.

10 აგვისტო 2020, 23:29

მსოფლიო

სომხეთში სასაწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ხელოვნების ცენტრებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ კუკტურის მინისტრმა Facebook-ზე განაცხადა. არაიკ არუთინიანის თქმით, შემდეგ კვირაში გადაწყვეტილებას უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც მიიღებენ.

მარიამ ქვრივიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:24

რეგიონი

მარიამ ქვრივიშვილი: მესტიაში მყოფ მოქალქეებს მოვუწოდებ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებული გადაყვანა

ამ დროისათვის ცხელი ხაზის „144“-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

დიეგო კოლა
თეა ახვლედიანი

10 აგვისტო 2020, 22:51

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა საქართველოში ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მხარეები ასევე შეეხნენ სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მიჭრეულ შედეგებს და ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს და განიხილეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის და სხვა აქტუალური საკითხები.

10 აგვისტო 2020, 22:44

მსოფლიო

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მომიტინგეები შეიკრიბნენ, სამართალდამცველები სპეცტექნიკით არიან მობილიზებულნი.

10 აგვისტო 2020, 22:24

რეგიონი

ტურიზმის ადმინისტრაცია: მესტიის მუნიციპალიტეტში 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცე განთავსდება

მესტიის მუნიციპალიტეტში COVID19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოპერატიულად განახორციელა საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება.

10 აგვისტო 2020, 22:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, კეილი მაკინანის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო და ოფიციალურ მინსკს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.