საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ მონაწილეებმა რეპეტიცია გამართეს
ფოტო: „ღამის სერენადები“
ბათუმი-თბილისის რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების" მონაწილეებმა თათა ლიჩელმა (ფორტეპიანო) და გია ყანჩელის სახელობის კვარტეტმა თემურ ჯაიანის (პირველი ვიოლინო), ნიკა ბარათელის (მეორე ვიოლინო), მამუკა ბაბუაძის (ალტი) და გიორგი იმანოვის (ჩელო) შემადგენლობით რეპეტიცია გამართეს.
„ღამის სერენადები“ ის გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამდენი ხნის არსებობის პერიოდში ყველა კონცერტი არის ისეთი, რომელიც მსმენელს და მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში ახსოვს. ჩემთვის ეს ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ ლიანა ისაკაძესთან ერთად ძალიან ბევრი წლის წინ დავიწყეთ თანამშრომლობა და იმის შემდეგ ძალიან დიდი პატივი, ბედნიერება, სიხარული მქონდა იმისა, რომ შევხვედროდით სცენაზე მე და ლიანა ისაკაძე და ის არაჩვეულებრივი მუსიკოსები, რომლებიც ჩამოჰყავდა ფესტივალის არსებობის განმავლობაში. წელს ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ სულ სხვა ფორმატში ტარდება არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო ფორმატია, მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლებისთვის არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგან ტარდება დარბაზში მყოფი მსმენელის გარეშე, მაგრამ ამავე დროს ეყოლება უფრო მეტი მსმენელი - იმიტომ რომ გავა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით“, - აცხადებს პიანისტი თათა ლიჩელი.
მისივე თქმით, წელს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა.
„აუცილებლად უნდა ვახსენო სულხან ცინცაძის ნაწარმოებები. წელს მისი 95 წლის იუბილეა და შესრულდება გამორჩეული საკვარტეტო მინიატურები, საფორტეპიანო პრელუდიები, რომლებიც არაერთხელ დამიკრავს საზღვრაგარეთაც და განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ყოველთვის. აჟღერდება ასევე შუმანის კვინტეტი და რაველის ვალსი. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთან ერთად დაუკრავს სრულიად არაჩვეულებრივი გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი. ჩვენ არაერთხელ დაგვიკრავს კონცერტებზე ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს და დიდი წარმატებები ვუსურვო “ღამის სერენადებს“, - აცხადებს ლიჩელი.
მევიოლინე ნიკა ბარათელის განცხადებით, 27 აგვისტოს კონცერტზე მსმენელებს ნამდვილად სასიამოვნო საღამო ელოდება.
„შევასრულებთ შუმანის კვინტეტს პიანისტ თათა ლიჩელთან ერთად, რომელიც არაჩვეულებრივი პიანისტია. ჩვენ არაერთხელ დაგვიკრავს ერთად. ასევე შევასრულებთ სულხან ცინცაძის მინიატურებს ქართულ თემებზე, ვინაიდან წელს ბატონი სულხანის 95 წლის იუბილეა და ველოდებით ყველას ტელეეკრანებთან. პირველად გამოვდივართ როგორ კვარტეტი ამ ფესტივალზე, მაგრამ ბავშვობიდან დავდიოდით, ვუსმენდით, მასტერკლასებს ვესწრებოდით, ყოველთვის აღფრთოვანებულები ვიყავით. „ღამის სერენადები“ ერთ-ერთი საკმაოდ კარგი დონის ფესტივალია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - აცხადებს ნიკა ბარათელი.
„ღამის სერენადები“ 27 აგვიტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება. 2 და 4 სექტემბერს კი ფესტივალი თბილისში გადმოინაცვლებს. ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე.ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.
ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კომპანია „არდი“.
პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი; კომპანია ,,პსპ “, მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine” - 2018 წლის წარმატებული ახალი ბრენდი; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“.
პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TV პირველი; „არტარეა“; ახალი ამბების სააგენტი Pia.ge; „ამბები.ge“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო GHN, ინტერნეტ მედია ჯგუფი ITV, droni.ge და presa.ge, ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა Messenger-ი; „ჯორჯიან პრესი“; ვიდეოპორტალი myvideo.ge; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge.

ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
30 აგვისტო 2026, 12:26
სამართალი
შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
30 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 12:15
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
30 აგვისტო 2026, 12:12
ჯანდაცვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
30 აგვისტო 2026, 11:58
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
30 აგვისტო 2026, 11:45
სპორტი
ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.
30 აგვისტო 2026, 11:27
მსოფლიო
კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა
კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
30 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.


