19 ოქტომბერი 2020, 15:34 / სანდო წყარო

ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2020“-ის იმპროვიზაციული ტური გაიმართა

„თეთრი საყელო“ - ეს თემა შეარჩია ჟიურიმ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალური ტურისთვის, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. „შემოდგომის ლეგენდა 2020“-ის იმპროვიზაციულ ტურში კონკურსის პირველი ტურის შედეგად გამოვლენილმა 10-მა ფინალისტმა მიიღო მონაწილეობა. მათ თორმეტი საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს. ფინალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მათი პირველი წარმატება - ფინალში მოხვედრა მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი უკვე გამარჯვებულები არიან.

„შემოდგომის ლეგენდა“ ძალიან საინტერესო პროექტია, რომელსაც 12-წლიანი ისტორია აქვს. ამ კონკურს ბოლო წლებში „სილქნეტთან“ ერთად ვატარებთ. სწორედ ამ კონკურსში მიაღწიეს პირველ აღიარებას შემდგომში უკვე წარმატებულმა ახალგაზრდა მწერლებმა. ვიმედოვნებთ, რომ ათივე ფინალისტი კარგად გაართმევს თავს დავალებას და ძალიან კარგ და შთამბეჭდავ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შეიქმნის. ვიმედოვნებთ, რომ წლევანელი კონკურსიც გამოავლენს ნიჭიერ ადამიანებს, განსაკუთრებით ველოდებით, იმას თუ ვინ გახდება ფინალური ტურის გამარჯვებული,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

დაარსების დღიდან, ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად კახეთში იმართებოდა, თუმცა პანდემიის გავლენით და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლეგენდა წელს უნივერსიტეტის ეზოში მდებარე „ჩაის სახლში“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

„სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ლიკა მეტრეველის თქმით, „შემოდგომის ლეგენდა“ დამწყები მწერლებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა გაიკვალონ გზა მომავალში.

„მოხარულები ვართ, რომ არ ვუღალატეთ ტრადიციას და მიუხედავად რთული გამოწვევებისა, განსხვავებულ ფორმატში მაინც გაიმართა „შემოდგომის ლეგენდა“. დარწმუნებული ვარ, რომ არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი და ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც ყველა სხვა წელი. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის ხელშეწყობა, რადგან ვთვლით, რომ ეს ძალიან სასარგებლო საქმეა,“- აღნიშნა ლიკა მეტრეველმა.

წლევანდელი წერის მარათონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით, სოციალური დისტანციისა და დაცვის საშუალებების გამოყენებით გაიმართა. იმპროვიზაციულ ტურზე ფინალისტებისთვის, ჟიურის წევრებისთვის და ყველა დამსწრე პირისთვის უსაფრთხო და დისტანცირებული გარემო იყო გათვალისწინებული.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებიც ჩაერთნენ. პროექტის მენეჯერის, ნინო კალანდიას თქმით, „შემოდგომის ლეგენდის“ ათი ფინალისტი ჟიურიმ 266 ნაწერს შორის შეარჩია. „ძალიან საინტერესო თემა მიაწოდა ჟიურიმ კონკურსანტებს და ველოდებით ახალ ნაწერებს 10 ფინალისტისგან. მგონია, რომ „თეთრი საყელო“ ძალიან საინტერესო ინსპირაციაა. ფინალისტებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რომ აქ, უნივერსიტეტის ეზოში, უსაფრთხოების ყველანაირი ნორმის დაცვით შექმნან ახალი ნაწერები,“- აღნიშნა ნინო კალანდიამ.

ჟიურის უცვლელი წევრის მაკა ლდოკონენის თქმით, „შემოდგომის ლეგენდამ“ პანდემიის პირობებშიც არ უღალატა სტუდენტებს, გამოეცადათ საკუთარი თავი და შესაძლებლობები კონკურსში.

„ვფიქრობ, წლევანდელი თემა საინტერესო იქნება ფინალისტებისთვის; დაწერენ ისევ კარგ მოთხრობებს და კარგი კრებული გვექნება. მე თვითონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, 90-იანი წლები იყო და ვერც ვიოცნებებდი მაშინ, რომ ლიტერატურული კონკურსი ჩატარებულიყო. ჩვენ კი ბევრს ვწუწუნებთ, რომ პანდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ის, რომ ლიტერატურული კონკურსი ტარდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა მაკა ლდოკონენმა.

წელს სიახლეა ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაშიც, მწერალთა ტრადიციულ სამეულს - დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი - ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატნენ. ჟიურის შემადგენლობაშია ასევე შარშანდელი გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი; მსოფლიოში დისტანციური რეჟიმის გააქტიურებამ შესაძლებელი გახადა ჟიურის შემადგენლობაში ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი დავით ქართველიშვილი ჩართულიყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ინგა ღოღობერიძე კონკურსის ფინალისტი უკვე მეორედ გახდა. ამბობს, რომ „შემოდგომის ლეგენდა“ მისთვის სტიმულია, რომ წეროს.

„ძალიან მიხარია, რომ „შემოდგომის ლეგენდა“ თსუ-ს პროექტია და განსაკუთრებულად მიყვარს. მე არ ვარ გამოცდილი მწერალი, შესაბამისად „შემოდგომის ლეგენდა“ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეორედაც გავედი ფინალში, ეს სტიმულიც არის, იქნებ გამომდის წერა. ზოგადად, ამ კუთხით ყველა მონაწილისთვის მნიშვნელოვანია ეს პროექტი. მომავალ წელს სტუდენტი აღარ ვიქნები, ვამთავრებ მაგისტრატურას და ვეცდები გავიმარჯვო და ჟიურიში ვიყო“ - ამბობს ინგა ღოღობერიძე.

ფინალური ტურის ნამუშევრების შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და კომპანია სილქნეტის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.

ლეგენდა 2020-ის გამარჯვებული ნოემბერში დასახელდება, იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

ყველა სიახლე

ლევან ჟორჟოლიანი

01 ივნისი 2026, 18:52

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: კეთილსინდისირება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ყველა მიმართულებით გვქონდა მნიშვნელოვანი შედეგები, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალ წლებში უკეთესი შედეგები გვქონდეს

მნიშვნელოვანია, რომ ინდიკატორები, რომლებიც კვლევაშია წარმოდგენილი, არის კეთილსინდისირება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას.

01 ივნისი 2026, 18:45

რეგიონი

ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხეში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მხიარულება და ჟრიამული იყო, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით პატარებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა.

პეტერ მადიარი

01 ივნისი 2026, 18:43

მსოფლიო

პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლით დაიმუქრა, რათა პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობიდან გადააყენოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლით დაიმუქრა, რათა პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობიდან გადააყენოს.

01 ივნისი 2026, 18:38

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: ვმუშაობთ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე

პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა მდგრადი და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას ინგა ფხალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი ხელს უწყობს უფრო მეტ სტაბილურობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.

ემილი ორეილი

01 ივნისი 2026, 18:30

მსოფლიო

„ეს არის ელიტარული და ანტიდემოკრატიული მიდგომა“ - ევროკავშირის ყოფილმა ომბუდსმენმა ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა მკაცრად გააკრიტიკა

ევროკავშირის ყოფილმა ომბუდსმენმა ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

აბას არაღჩი

01 ივნისი 2026, 18:20

მსოფლიო

ირანული მედია: ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, ირანმა აშშ-თან შეტყობინებების გაცვლა გაყინა

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფი შუამავლების მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, პარალელურად კი ირანის სამთვიანი ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება.

ოთარ ჭულუხაძე

01 ივნისი 2026, 18:20

პოლიტიკა

ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებაზე: ვხედავთ, რომ გარკვეული ტიპის გადატვირთვის ნიშნები არის. ამის ნიშანი გახლავთ სწორედ, არა ორ და სამსიტყვიანი ქარდები, არამედ ვრცელი, დიპლომატიური მესიჯი

„ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ საელჩოს მხრიდან უცნაური ტიპის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი. გარკვეული ქარდებით საუბარი. ამ მხრივ ეს არის უდიდესი პროგრესი. რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი შეიძლება, აღმოგვეკითხა ამ წერილიდან, პირველი - ეს არის სუვერენიტეტზე და ამ სუვერენიტეტის საერთოობაზე საუბარი, ანუ რაც იყო ქართული სახელმწიფოებრიობის მოთხოვნა, რომ შემოგვხედეთ ჩვენ, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ამ წერილში ასეთი ტიპის აღიარების პასაჟები გვხვდება.

01 ივნისი 2026, 18:11

რეგიონი

ფოთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები და კონცერტები გაიმართა.

ოთარ ჭულუხიძე

01 ივნისი 2026, 18:10

პოლიტიკა

ანალიტიკოსი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე: ვხედავ გარკვეული ყინულის ლღობას

„ვხედავ, რომ გარკვეული ყინულის ლღობა არის და ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან ქართულ სუვერენისტულ პოლიტიკაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი ანტი არ უნდა ვიყოთ, რაოდენ არ უნდა მოგვწონდეს რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა თუ სხვა გეოპოლიტიკური ძალა, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გადავიქცეთ რომელიმე ანტი დიდ გეოპოლიტიკურ ძალად.ამ მიმართულებით ამერიკასთან გარკვეული ტიპის დათბობები, თუნდაც ნარატიულ დონეზე, საქართველოს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

აკაკი ალადაშვილი

01 ივნისი 2026, 18:07

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი: ოპოზიცია არის მხოლოდ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, თუ ამას შეიძლება იდეა ეწოდოს, ეს არის გარე დავალებების და გარე აქტორების დავალებების შესრულება. ხან ფანჩატურში გაერთიანდნენ, ხან სხვა ადგილას და ყველაფერი ნათელია, რომ მათში არის პიროვნული შეუთავსებლობები

მათი დაპირისპირება არ არის ახალი ჩვენთვის და ეს დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო უფრო გასაკვირი იქნებოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას დაპირისპირებაზე საუბრისას.

აკაკი ალადაშვილი

01 ივნისი 2026, 18:06

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნაზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.

აკაკი ალადაშვილი

01 ივნისი 2026, 17:59

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში იკითხება მესიჯი, რომ ისინი მზად არიან, უნდათ ჩვენთან ურთიერთობების გაჯანსაღება და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში იკითხება მესიჯი, რომ ისინი მზად არიან, უნდათ ჩვენთან ურთიერთობების გაჯანსაღება და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აკაკი ალადაშვილმა.

01 ივნისი 2026, 17:50

რეგიონი

ფონდმა „ქართუმ“ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვმ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა

„თითქმის ყველა რეგიონში ჩვენ გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა ტიპის პროექტი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ფონდის მხრიდან ერგო აჭარა-გურიის რეგიონს. ამჯერადაც მსგავსი ტიპის ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე - ფონდი „ქართუ“ გადასცემს ჩუქების ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიწის ნაკვეთს, რომელიც მოხმარდება ახალი პარკის მოწყობას. კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი სივრცე დაემატება ამ რეგიონს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტულ ნაკადებს, ასევე ჩვენი მოქალაქეების დასვენებას“, - აღნიშნა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

01 ივნისი 2026, 17:37

რეგიონი

შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება

ამ მიზნით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა” და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა. რომლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან” შეიძინა ფონდმა “ქართუმ” და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება. შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი .

ვერა იუროვა

01 ივნისი 2026, 17:34

მსოფლიო

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან

„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ადამიანს ვესაუბრე დასავლეთ ბალკანეთიდან და ისინი უკვე დაიღალნენ იმით, რომ ფაქტობრივად 20 წელია „მოსაცდელ ოთახში“ არიან. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იყოს და რაღაც ნაბიჯი გადაიდგას. დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ სჭირდებათ ევროპა“, - განაცხადა ვერა იუროვამ.

01 ივნისი 2026, 17:34

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს

დილიდან ხალხმრავლობაა ბოდბის დედათა მონასტერში. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩავიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.

პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი

01 ივნისი 2026, 17:29

სამართალი

პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების მიერ დასტურდება როგორც თანხის აღების, ასევე გადაცემის, შეგროვებისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან კავშირის ეპიზოდები

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების მიერ დასტურდება როგორც თანხის აღების, ასევე გადაცემის, შეგროვებისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან კავშირის ეპიზოდები, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა.

ვერა იუროვა

01 ივნისი 2026, 17:27

მსოფლიო

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: რუსეთი ან ჩინეთი კი არა, აშშ მაშინებს

„რა არ დამაძინებდა ღამით, ახლა რომ კომისარი ვიყო? ზოგადად ევროპაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა. დღესაც სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩემს გუნდთან ერთად ვიწყებ ახალ პროექტს, „დემოკრატია 27“, რომელიც მოქალაქეთა ინიციატივაა და შეავსებს იმას, რასაც უკვე აკეთებს ევროკომისია“, - აღნიშნა იუროვამ.

01 ივნისი 2026, 17:22

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: ბავშვთა უფლებების დაცვით იწყება ძლიერი საზოგადოებისა და სახელმწიფოს შენება

„თუ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, ინსტიტუტები, სოლიდარული საზოგადოება, პირველი სამიზნე ყოველთვის არიან ბავშვები. მათი უფლებების დაცვა, ჩამოყალიბება, ადამიანებისადმი პატივისცემა იწყება ოჯახიდან. ამიტომაც სახელმწიფოს, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული სამართლებრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური ხედვა აქვს ოჯახური ინსტიტუციის, მისი ფასეულობების გაძლიერებასთან დაკავშირებით. საჯარო პოლიტიკური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ოჯახებისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ცენტრალური, რეგიონალური თუ მუნიციპალური მხარდაჭერა. ჩვენ, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ მხრივ გამორჩეული შესაძლებლობები გვაქვს“,- აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

ზვიად შალამბერიძე

01 ივნისი 2026, 17:17

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს პოლიტიკურ ველს, რომელშიც ადგილი არ ექნება სიძულვილის ენას და ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა ჩვენმა მთავრობამ, არის მიმართული ამ ველის გაჯანსაღებისკენ

ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს პოლიტიკურ ველს, რომელშიც ადგილი არ ექნება სიძულვილის ენას და ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა ჩვენმა მთავრობამ, არის მიმართული ამ ველის გაჯანსაღებისკენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.