http://imedi.ge/ /  23 ოქტომბერი 2020, 09:26 / სანდო წყარო

ჩედვიკ ბოუსმენს, რომელიც 2 თვის წინ სიმსივნით გარდაიცვალა, Netflix-ი „ოსკარის“ პრემიაზე წარადგენს

ჩედვიკ ბოუსმენი

ჩედვიკ ბოუსმენი

მსახიობ ჩედვიკ ბოუსმენს, რომელიც 2 თვის წინ სიმსივნით გარდაიცვალა, სტრიმინგული სერვისი Netflix-ი „ოსკარის“ პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

მას კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე წარადგენენ ფილმ Ma Rainey's Black Bottom-ში შესრულებული როლისთვის. ფილმი ავგუსტ უილსონის პიესის მიხედვით არის გადაღებული და მომღერალ მა რეინის ურთიერთობებზე მოგვითხრობს. სურათის პრემიერა 18 დეკემბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2020, 15:05

ეკონომიკა

საბანკო ასოციაცია: საბანკო სექტორი მზად არის განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები

„2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზადაა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა“ - წერია საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

04 დეკემბერი 2020, 14:52

სპორტი

ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტად კონსტანტინე ლაშხი აირჩიეს

თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ფედერაციის ხელმძღვანელობის 2020–2024 წლის არჩევნების შედეგები ასეთია: პრეზიდენტი - კონსტანტინე ლაშხი...

ლევან რატიანი

04 დეკემბერი 2020, 14:51

საზოგადოება

ლევან რატიანისა და მისი მეუღლის ონლაინ-შეხვედრა და აცრემლებული რატიანი. ვიდეო

გადაცემაში სტუმრობის დროს პირდაპირ ეთერში მისი მეუღლე და შვილები ჩართეს, რაც ლევან რატიანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ემოცია ვეღარ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.

04 დეკემბერი 2020, 14:50

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა. პროპორციული სიით ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა სიუბიექტმა „ქართულმა ოცნებამ” და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა.

04 დეკემბერი 2020, 14:49

რეგიონი

ბათუმის პორტიდან 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა

აჭარიდან უკვე ექსპორტირებულია 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი. დღეს ბათუმის პორტიდან გემი „კაუნასით'“ 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ბათუმის პორტში ექსპორტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. წელს პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ხშირად საუბრობს მოსყიდვაზე, მაგრამ ფაქტები მხოლოდ მათ წინააღმდეგაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილის გასაჯაროვებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არაერთი ფაქტი ადასტურებს, საარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის მიერ მოქალაქეებზე ზეწოლასა და მოსყიდვის შემთხვევებს.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2020, 14:31

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ინაუგურაციაზე ტრამპის ყოფნას სიმბოლური დატვირთვა ექნება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მთქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დაესწრება თუ არა ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიას. „ინაუგურაციაზე მის ყოფნას სიმბოლური დატვირთვა ექნება, რადგანაც ეს ქვეყანაში ქაოსის დასრულების და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის დემონსტრირება იქნება“ -აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს

„მესამე რაუნდი ჯერ არ არის გადაწყვეტილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციაშიც საღი აზრი გაიმარჯვებს, გარკვეული შეთანხმება შედგება და ისინი პარლამენტში შევლენ.

მეუფე იაკობი

04 დეკემბერი 2020, 14:25

საზოგადოება

მეუფე იაკობი კორონავირუსზე: საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში, თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ

საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში. ეს არ უნდა იყოს სტატისტიკა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში პანდემიასთან ერთად, მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა შექმნილი.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა იგივეა, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს

კრიტიკა ყოველთვის ბუნებრივი და მისაღებია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა, რიგ შემთხვევებში გამოგონილი ამბებით არის იგივე, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს და მიზანმიმართული კამპანია გააჩაღო მის წინააღმდეგ, ახლა ამის დრო არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებენ

არის შიდა დუღილი, ამას ყველა ვგრძნობთ, ყველა ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, ამ შიდა დაპირისპირებისა და განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა დუღილი არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:15

COVID19

მამუკა მდინარაძე: ერთად დგომით ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ და ცხოვრებისა და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რითმს დავუბრუნდებით

„მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თანამოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან წესები. სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში, ასევე ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადაადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში“.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ამ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა სრულიად გაუმართლებელია

დღეს, მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ყველამ ვიცით, რომ ჩვენზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ კორონავირუსის შედეგებთან გამკლავება. ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაში, ჯანდაცვის სიტემასა და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მაქსიმ სტეპანოვი

04 დეკემბერი 2020, 13:59

COVID19

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: რუსული ვაქცინა არ არსებობს

„არაერთხელ ვთქვი, რომ რუსული ვაქცინა არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ დაარეგისტრირეს ვაქცინა, რომელიც გამოცდის მესამე ეტაპს გადის. აქ უკვე კომენტარიც ზედმეტია, რადგანაც მესამე ეტაპი ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია და ვაქცინის უსაფრთხოების გარანტიის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა მინისტრმა.

04 დეკემბერი 2020, 13:57

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,184 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,184 ადამიანს დაუდასტურდა, 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 139,692 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,277 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 114,990.

04 დეკემბერი 2020, 13:55

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 15,131 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 15,131 ადამიანს დაუდასტურდა, 235 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 787,891 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 13,195 პაციენტი ემსხვერპლა, 397,809 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ნათია თურნავა

04 დეკემბერი 2020, 13:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის

ამ კვირაში საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის - გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 40 ქვეყანას შორის 37-ე პოზიციაზეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ SolAbility-ს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის შეფასებისას განაცხადა.

იაგო ხვიჩია

04 დეკემბერი 2020, 13:53

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არ ვიცი, ზურაბ ჯაფარიძეს რა დაემართა

ზოგადად, მე და ზურა სამყაროს ერთნაირად ვუყურებთ და შეუძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო, მგონია, რომ ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხი ჩვენთვის, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ზურაბ ჯაფარიძის პოსტის საბაბი მისთვის უცნობია.

04 დეკემბერი 2020, 13:52

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 27,403 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 27,403 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსს 569 ადამიანი ემსხვერპლა.

ირმა ნადირაშვილი

04 დეკემბერი 2020, 13:48

პოლიტიკა

ირმა ნადირაშვილი: განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში, თუნდაც კონკრეტული პარტიის ირგვლივ, პროცესისთვის სასარგებლო არ არის

ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე საქმეები არის კონკრეტულად ამ ოპოზიციური პარტიის შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საერთო სურათზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. „ზოგადად, განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში, თუნდაც რომელიღაც კონკრეტული პარტიის ირგვლივ, ამ პროცესებისთვის არ არის სასარგებლო. თუმცა, მე თავს შევიკავებ ნებისმიერი წინასწარი მოლოდინის თქმისგან და დაველოდები, „გირჩი“ რა განცხადებას გააკეთებს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.