მიხეილ ჩხენკელი: ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა
მიხეილ ჩხენკელი
ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ კულტურის მიმართულებით 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და პანდემიის პერიოდში კულტურის სფეროს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ შევინარჩუნეთ კულტურის სფეროს საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მივმართეთ. კერძოდ, სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა საშუალოდ 100 ლარით.
სამინისტრომ ასევე შეინარჩუნა დარგობრივი კონკურსები და მოახდინა მათი ადაპტირება. ჩატარებულ 16 საგრანტო კონკურსში 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტებზე და აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კვლავ გაგრძელდა, კერძოდ: დასრულდა სამხატვრო აკადემიის, ანსამბლ „რუსთავის“ შენობის, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმების მშენებლობა, სრულდება მუსიკისა და დრამის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური და ბოლნისის რეგიონული მუზეუმები“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმადაწვრილებით ისაუბრა იმ ღონისძიებებზე,რომლებიც პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.კერძოდ, „კულტურა თქვენთვის“ კამპანიის ფარგლებში 1000-ზე მეტი ონლაინ კულტურული აქტივობა ჩატარდა; ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, კინოს, ფოლკლორის მიმართულებით 31სახელოვნებო ფესტივალი გაიმართა.
საფესტივალო სპექტაკლები ღია ცის ქვეშ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. ივლისის თვიდან სახელმწიფო და კერძო პროფესიულ თეატრებში 49 ახალ სპექტაკლზე განახლდა მუშაობა, რომლის საპრემიერო ჩვენებებიც შეზღუდვების მოხსნასთან ერთად იგეგმება.
წარმატებით განხორციელდა სოციალური, სახელოვნებო, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, მათ შორის: ინკლუზიური თეატრის სპექტაკლი „იდუმალი მთის მიღმა“, „კინოხელოვნება - სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისთვის“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, არ გაჩერებულა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის,საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებითა და ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ - უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემა. სამტომეულის გადაცემა დაწყებულია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებისათვის. ასევე, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამოიცა 16 ალბომი, ჩატარდა გამოჩენილ ხელოვანთა 13 საიუბილეო ღონისძიება.
ანგარიშში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველომ მოიპოვა უფლება, 2021 წლის შემოდგომაზე ქუთაისი უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს,რომელსაც ევროპის ქვეყნებიდან კულტურული ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო ინსტიტუციების 200-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე დააღნიშნა, რომ ოსკარის უცხოური ფილმების ნომინაციაზე წარდგენილია რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“. აღნიშნული ფილმიკანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა, სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის სტრატეგიის (ST21) საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია და, ასევე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „2020 Travelers 'Choice Award” მოიპოვა“.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 18:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია
ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 აგვისტო 2026, 17:45
პოლიტიკა
Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს
გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.
31 აგვისტო 2026, 17:26
ეკონომიკა
The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.
31 აგვისტო 2026, 17:24
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:21
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.


