www.imedi.ge /  28 იანვარი 2021, 11:44 / სანდო წყარო

„ბრიჯერტონი“ Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა

Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერიალი „ბრიჯერტონი“ გახდა. ამის შესახებ EW წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერიდან 28 დღეში სერიალს, რომლის პროდიუსერიც „გრეის ანატომიის“ ავტორი შონდა რაიმსია, 82 მილიონ სახლში უყურეს.

შოუ ტოპ-ათეულში შევიდა ყველა ქვეყანაში, სადაც Netflix-ი ფუნქციონირებს, იაპონიის გარდა, ამერიკელი მწერლის, ჯულია ქუინის წიგნები კი, რომლებსაც სცენარი ეფუძნება, The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა. უკვე ცნობილია, რომ Netflix-იბრიჯერტონის“ მეორე სეზონის გადაღებას გაზაფხულზე დაიწყებს.

„ბრიჯერტონების“ პრემიერა Netflix-ზე 25 დეკემბერს შედგა. შოუ XIX საუკუნის ბრიტანული არისტოკრატიული საზოგადოების სკანდალებსა და ჭორებზე მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა დაფნი ბრიჯერტონი და ჰასტინგის ჰერცოგი არიან, რომელთა ურთიერთობებს მთელი საზოგადოება ადევნებს თვალს, მათ შორის იდუმალი ლედი უისლდაუნი, რომელიც მაღალი საზოგადოების წევრების სკანდალების შესახებ წერს.

ყველა სიახლე

ბორის ნემცოვი

27 თებერვალი 2021, 21:02

მსოფლიო

ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ტრაგიკული თარიღი მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში აღნიშნეს. მოსკოვში გამართულ აქციაში მონაწილეობა 7,8 ათასამდე ადამიანმა მიიღო. პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას მივიდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები. ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ბოსტონსა და ევროპის ქალაქებში. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2015 წელს მოკლეს.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 20:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო პოლიტიკას, ეს უკვე პარადოქსია

როდესაც ოპოზიციის გამოსვლებია, ან თუნდაც „ნაცმოძრაობის“ ოფისში შეხვედრები, ყოველი მეორე მათი თქმითაც კი რუსეთთან დაკავშირებული პირია. კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო აგიტაციას, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „შაბათის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 20:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, რომ ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ

„როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ხვდებოდა, კანონის ზემიდწევნით დაცვას ასეთი კრიტიკა მოჰყოლოდა, კანონის ზედმიწევნით დაცვის წინააღმდეგ ბოლოს არავინ წავიდა.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 20:28

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ქმედებას ქვეყნის შიგნით სახელი ჰქვია და მას სახელი ქვეყნის გარეთაც დაერქმევა

„ასეთი კრიტიკა მოსალოდნელიც იყო და კიდევ მეტ მუშაობას საჭიროებს ჩვენი მხრიდან, რომ დეტალურად იცოდეს ყველამ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმაც, რა მდგომარეობაში აყენებენ კონკრეტული ადამიანები, პარტიები ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ამ პანდემიის ფონზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2021, 20:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, როდის დაიწყება და რა კრიტერიუმებით შეარჩევენ კოვიდგადატანილ მოქალაქეებს კვლევისთვის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომდევნო კვირაში დაიწყება. ამის შესახებ 1tv.ge წერს.მისივე თქმით, კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2021, 20:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენი ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ყველა მეზობელმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაცია, ისინი ჩვენსავით ელოდებიან ევროპულ და ამერიკულ ვაქცინებს

მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას, მაგრამ მდიდარმა ქვეყნებმა მისცეს თავს ფუფუნება, რომ ლამის ერთი წლით ადრე, წინასწარ შეესყიდათ ვაქცინების სერიოზული რაოდენობა, – ამის შესახებ „ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 19:42

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენი გადასცა.

27 თებერვალი 2021, 19:36

რეგიონი

მალხაზ თორია: 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში ზუგდიდის სოფლებში 100-მდე პროექტი განხორციელდება

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში რეგიონის მუნიციპალიტეტებში გაიმართა 80 საერთო კრება და 73 კონსულტაცია, სადაც მოსახლეობამ მათ სოფელსა და უბანში პრიორიტეტული პროექტები თავად აირჩია.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 19:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე: მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო

„ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო“, - ამის შესახებ„ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადების კომენტირებისას „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

გიგა ბოკერია

27 თებერვალი 2021, 19:06

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თაკო ჩარკვიანისთვის არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია და არც ახლა ვაპირებ სერიოზულად აღქმას

თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 19:00

სამართალი

შსს: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვაცნობეთ, გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც უარი განაცხადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შს სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ნინო ბურჯანაძე

27 თებერვალი 2021, 19:00

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე: პერიოდულად აქვს ხოლმე ასეთი განცხადებების შემოტევები

„პერიოდულად აქვს ხოლმე ასეთი განცხადებების შემოტევები“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებას.

27 თებერვალი 2021, 18:47

სამართალი

გორში, მდინარე მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

გორში, მდინარე მტკვარში ასაკოვანი კაცის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

27 თებერვალი 2021, 18:29

საზოგადოება

როგორი ამინდია ხვალიდან საქართველოში მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1-ლი მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

თაკო ჩარკვიანი

27 თებერვალი 2021, 18:25

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: შეიძლება, რომ გავრილოვნა ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა?

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, შეუძლებელია, რომ მიტინგს რომელზეც ევროატლანტიკური ღირებულებების დამკვიდრებას ითხოვენ, რუსული ვექტორის პოლიტიკოსები ორგანიზატორობდნენ.

27 თებერვალი 2021, 18:20

მსოფლიო

ანტარქტიდას დიდი ზომის აისბერგი გამოეყო

ანტარქტიდას დიდი ზომის (1270 კვადრატული კილომეტრი) აისბერგი გამოეყო. ინფორმაციას რუსული მედია ანტარქტიდის ბრიტანეთის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, აისბერგი შელფურ მყინვარ „ბრანტს“ მოსწყდა, რომელზეც ბრიტანეთის კვლევითი სადგური Halley მდებარეობს. ნაპრალი მყინვარზე 10 წლის წინ გაჩნდა. 26 თებერვალს გაფართოვდა და შემდეგ აისბერგად ჩამოყალიბდა.

27 თებერვალი 2021, 18:19

საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები1-ლი მარტიდან მუშაობას განაახლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები 1-ლი მარტიდან მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მკვლევართა დარბაზებში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნითა და პირბადით, დეზობარიერის გამოყენებითა და ხელის ჰიგიენის დაცვით.

27 თებერვალი 2021, 18:18

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 278 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 278 ადამიანს გამოუვლინდა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 234,267 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,218 ადამიანი. ვირუსისგან 228,651 პაციენტი განიკურნა.

თამაზ დათუნაშვილი

27 თებერვალი 2021, 18:09

პოლიტიკა

თამაზ დათუნაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერმანენტული ფორმა უნდა მიიღოს ამ პროტესტმა

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პერმანენტული ფორმა უნდა მიიღოს ამ პროტესტმა, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ ერთმანეთთან მოახდინონ ყველა აქტივობის კოორდინაცია.

დაჩი ცაგურია

27 თებერვალი 2021, 18:09

საზოგადოება

დაჩი ცაგურია: მატარებლით მგზავრობა სრულიად უსაფრთხოა

სამი თვე ჩვენ პრაქტიკულად გაჩერებულები ვიყავით, ინტერესი საკმაოდ დიდია, მატარებლები საკმაოდ დაიტვირთა, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.