1-ელ კლასიკურ გიმნაზიაში დღეს ბადრი პატარკაციშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა
ფოტო: IMEDI
1-ელ კლასიკურ გიმნაზიაში დღეს ბადრი პატარკაციშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.
სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქველმოქმედებისთვის ბიზნესმენის მემორიალური დაფა ისტორიული სკოლის კედელზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გვერდით განთავსდა.
ღონისძიებას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და სკოლის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
03 ოქტომბერი 2026, 18:39
სპორტი
9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს
9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.
03 ოქტომბერი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს - წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით
მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს - წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.
03 ოქტომბერი 2026, 18:12
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გადატვირთული ურთიერთობების ფონზე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები, პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადავდგით არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, სადაც ვთვლით, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, ბურთი ახლა მათ მოედანზეა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე
03 ოქტომბერი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით
ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია „ALDE“-ს მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსისადმი საქართველოში კონკრეტული პირებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.
03 ოქტომბერი 2026, 18:03
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ევროკომისიის კვლევაზე: ერთია რეალობას აცდენილი პოლიტიკური განცხადებები ბრიუსელიდან და მეორეა ავტორიტეტული ორგანიზაციების და ინსტიტუციების მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც სხვადასხვა მიმართულებით საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, ხშირად მსოფლიო მასშტაბით არის ლიდერ პოზიციებზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ევროკომისიის კვლევა შეაფასა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
03 ოქტომბერი 2026, 17:55
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: „რუსეთი უნდა დაიშალოს", „პუტინი მოკვდება", „ვეღარ შეძლებს არმიისთვის ხალხის მობილიზებას" - ამ ვარიანტებს ის ადამიანები ახმოვანებენ, რომლებიც ომის დროს გამდიდრდნენ. მათ ომი უყვართ. არ უნდა მოუსმინოთ
პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო რუსეთთან ომის სწრაფად დასრულების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ მოუსმენენ მათ, რომლებიც ილუზიებს ავრცელებენ. მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ „რუსეთი დაიშლება“ ან „პუტინი მოკვდება“, ხშირად ის ადამიანები ტირაჟირებენ, რომლებიც ომის პერიოდში გამდიდრდნენ.
03 ოქტომბერი 2026, 17:52
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია პარტიების აკრძალვაზე: ამ ქვეყანაში აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს
ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი აგენტურისგან გათავისუფლდეს, რათა აგენტურისგან დაბინძურებული ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ოპოზიციაში იქნებიან სხვა პარტიებთან და არა თავის ქვეყანასთან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
03 ოქტომბერი 2026, 17:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ რეალურად მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევა შეაფასა. მისი განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ გაიმართა, აჩვენა, რომ ის რიცხვებიც კი გადაჭარბებულია, რაც კვლევაში იყო ნაჩვენები.
03 ოქტომბერი 2026, 17:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ხვალ 4 ოქტომბერია - ყველას კარგად გვახსოვს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ - მათი კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი როგორ ჩაბარდა წარსულს და თუ ვინ არის პასუხისგებაში მიცემული
ხვალ 4 ოქტომბერია - ყველას კარგად გვახსოვს და ჩვენს საზოგადოებასაც ძალიან კარგად ახსოვს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.
03 ოქტომბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან
მან ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვიდივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
03 ოქტომბერი 2026, 17:26
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები
პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადების შემდეგ დაწყებული კამპანიის შეფასებისას.
03 ოქტომბერი 2026, 17:18
სპორტი
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი ტურნირის „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულია
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 80,01 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში 135,82 ქულა დააგროვა, ორი პროგრამის ჯამში კი მოპოვებული 215,83 ქულით „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირის „თრიალეთის თასის“ გამარჯვებული გახდა.
03 ოქტომბერი 2026, 17:13
პოლიტიკა
თამთა მიქელაძე: ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობის დროს, ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა - წამების აკრძალვა ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს
ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების პენიტენციურ სისტემაში წინა მმართველობის დროს. ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა, - განაცხადა "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, "ტვ პირველის" ეთერში.
03 ოქტომბერი 2026, 17:10
რეგიონი
გიორგი შარაბიძე: 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადაცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა შვიდ და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობს. როგორც გიორგი შარაბიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადასცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა.
03 ოქტომბერი 2026, 17:01
მსოფლიო
მადრიდში პუერტა-დელ-სოლის მოედანზე ასობით ადამიანი კარავშია დაბანაკებული - ესპანეთის დედაქალაქში გამოსახლებების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქცია დღითიდღე იზრდება
ასობით ადამიანი რჩება კარვებით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის პუერტა-დელ-სოლის მოედანზე, რაც უკვე რამდენიმე დღეა, რაც საცხოვრებლის გამო მიმდინარე პროტესტი ინსტიტუციური წნეხის ფონზე გრძელდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 16:51
მსოფლიო
The New York Times: უკრაინის ომზე აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს ნავთობის შესახებ გარიგებაც დაემატა, რომელიც ტრამპთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და რუსეთის ხელისუფლების მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გაფართოვდა და ახლა ნავთობის მრავალმილიარდიან გარიგებასაც მოიცავს, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მოუტანოს ახლო აღმოსავლეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, რომლებსაც კავშირები აქვთ აშშ-ის მთავარ მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 16:23
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
03 ოქტომბერი 2026, 16:18
რეგიონი
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა.
03 ოქტომბერი 2026, 16:15
საზოგადოება
დედაქალაქში „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს
სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები ხვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოწყობილია სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.
03 ოქტომბერი 2026, 16:13
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს, უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.


