imedi /  04 აპრილი 2021, 11:46 / სანდო წყარო

რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის რეაბილიტირებული დარბაზი და ლიტერატურული სკვერი გაიხსნა

რუსთავში ორი რეაბილიტირებული კულტურული სივრცე გაიხსნა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი და ლიტერატურული სკვერი, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუმრებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გურამ დოჩანაშვილის და ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიებას პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქალაქის საკრებულოს წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ელისო ბოლქვაძემ, ლიტერატურულ სკვერში, სიმბოლურად ხის ნერგი დარგო.

,,მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, მთლიანად გადართულები ვართ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე, ყველამ ვიცით, რომ დღეს, ყველაზე მეტად სწორედ კულტურას გაუჭირდა. დღევანდელი დღე, იძლევა იმედს, რომ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ ხელოვნება და კულტურა არის ჩვენი ქალაქის ნომერ პირველი პრიორიტეტი. დღეს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძესთან ერთად, ახალ რუსთავში გავხსენით ძალიან ლამაზი ლიტერატურული სკვერი და სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ევროპული, თანამედროვე და კომფორტული სივრცეა და საშუალებას მოგვცემს ძალიან ბევრი საინტერესო კონცერტი გავმართოთ, კიდევ უფრო გამოვაცოცხლოთ კულტურული ცხოვრება რუსთავში“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ხელოვნების სასწავლებელში შეკრებილმა საზოგადოებამ, კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზეც იმსჯელა. როგორც ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, სიტუაციის შესწავლა ზედმიწევნითაა საჭირო და არა ზერელედ.

,,უნდა შევისწავლოთ სიტუაცია და კულტურის სამინისტროსთან კოორდინირებულად უნდა მომზადდეს რეფორმა, რადგან აუცილებელია მხარი ავუბათ თანამედროვე მოთხოვნებს კულტურაში. კულტურის კომიტეტის ნომერ პირველი ამოცანა, სწორედ ეს იქნება შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში. როცა ასეთი ტრადიციების მატარებელ ქალაქში, ასეთი არაჩვეულებრივი საკონცერტო დარბაზის განახლება ხდება, ეს არის დასაწყისი იმ საინტერესო მუსიკალური ცხოვრებისა, რომელიც აუცილებლად ელოდება რუსთავს მომავალში. იმედია, პანდემია უკან დაიხევს და მე აუცილებლად გავმართავ სოლო კონცერტს რუსთაველებისთვის“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. ქალაქის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც დღეს უკვე ხელოვნების სასწავლებლის სტატუსს ატარებს, ერთ-ერთი ისტორიული დანიშნულების შენობაა რუსთავში და უნიკალური აკუსტიკის მქონე დარბაზის რეაბილიტაცია, მისი გახსნის დღიდან პირველად განხორციელდა. დარბაზის გარდა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა სასწავლებლის ფოიეში, მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ჩატარდა შიდა სარემონტო და განათება-გახმოვანებისთვის საჭირო სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის ქსელიც. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და ქალაქის მერია უახლოეს მომავალში შენობის ფასადების სარესტავრაციო სამუშაოებსაც დაიწყებს.

,,ორი ძალიან ლამაზი კულტურული სივრცე გავხსენით დღეს რუსთავში. ეს არის ხელოვნების სასწავლებელი, რომელიც რუსთაველებისთვის ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს და ლიტერატურული სკვერი, რომელიც ძალიან საინტერესო კონცეფციითაა შექმნილი. რეკრეაციულ სივრცეში განლაგებულ სკამებს ქართული ანბანის ფორმა აქვს მიცემული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში დაგვეხმარა და მიხარია, რომ პანდემიის პირობებში შევძელით და პროექტები, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის განვახორციელეთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 529000 ლარით, ხოლო ლიტერატურული სკვერი, რუსთავის ბიუჯეტიდან, კიდევ ორ მინი რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, 151 000 ლარით დაფინანსდა.

2021 წლისთვის რუსთავში 52 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:30

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე: ამ ადამიანებმა საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ

მათი ერთობა გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო. ეს არ იყო არანაირ იდეოლოგიაზე დამყარებული, ან ქვეყნის სიყვარულსა თუ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული ერთობა - მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის გამოაშკარავებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით

„ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა - როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რომელიც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:25

პოლიტიკა

კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:21

პოლიტიკა

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

„რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

22 აპრილი 2026, 12:08

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მედია პოზიტივი“ ახორციელებს. ინფორმაციას რუსთავის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 12:00

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის, რადგან მიიაჩნია, რომ უცხოური აგენტურის აკრძალვის გარეშე პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა შეუძლებელია. როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

22 აპრილი 2026, 11:58

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

22 აპრილი 2026, 11:56

საზოგადოება

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკი სრულად განახლდა

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ მოძველებული და მაღალ ხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა - მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის „ტოიოტას“ მარკის 50 ერთეული ავტომობილი შეისყიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 11:55

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მაგდა მამუკაშვილი

22 აპრილი 2026, 11:54

საზოგადოება

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი, ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

მიხეილ ყაველაშვილი

22 აპრილი 2026, 11:51

პოლიტიკა

ყაველაშვილი: მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი კი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი კი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სრულ თანხვედრაშია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუმენ რადევი

22 აპრილი 2026, 11:47

მსოფლიო

The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პროკრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა - ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად მოჰყვა ბალკანეთში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი ლიდერის აღზევება

ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ევროკავშირს თავისი წევრების აღმოსავლეთ ნაწილში არასოდეს უმართლებს. როგორც კი უნგრელმა ამომრჩევლებმა 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ბლოკის ყველაზე დაუღალავი კრიტიკოსი ვიქტორ ორბანი ძალაუფლებას ჩამოაშორეს, ბულგარელებმა მაშინვე აირჩიეს კიდევ ერთი ე.წ. პოპულისტი, რომელსაც პრორუსული რეპუტაცია აქვს. წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

22 აპრილი 2026, 11:46

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

22 აპრილი 2026, 11:43

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, უკანონო 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

22 აპრილი 2026, 11:42

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ქალბატონი კალასი ევროკავშირის ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა. გაბუნია აღნიშნავს, რომ კალასის განცხადება საქართველოს მიმართ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი 2026, 11:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს

ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

22 აპრილი 2026, 11:37

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა ალიანსის წევრებს სამიზნეების გასწორებისკენ მოუწოდა

„მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა, გათავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე, და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ“, - წერს სააკაშვილი.

ალექსანდრე მაისურაძე

22 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

საქართველოს ელჩი ავსტრიაში: დღეს გაიმართება ეუთოს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის პირველი სხდომა საქართველოს ხელმძღვანელობით. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება

დღეს გაიმართება ეუთოს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის პირველი სხდომა საქართველოს ხელმძღვანელობით. ეს იქნება ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ავსტრიაში ალექსანდრე მაისურაძემ ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილი

22 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს დახვეწოს მმართველობის ფორმები

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მთავრობაში განხოციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მამუკა მდინარაძის სახით „ქართული ოცნების" გუნდს რაღაც პერიოდის განმავლობაში დიდი ძალა ჰყავდა დაკარგული, თუმცა ეს ქვეყნის ინტერესებით განპირობებული.

22 აპრილი 2026, 11:28

რეგიონი

სენაკში სპორტული კომპლექსის - საცურაო აუზის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომლის მომსახურების შესრულების ვადად 6 თვეა განსაზღვრული.