15 ნოემბერი 2021, 10:27 / სანდო წყარო

კულტურის სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ლევილის მამულში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ლევილ-სიურ-ორჟს ეწვია და საქართველოს კუთვნილი მამულის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე, სამინისტროში ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტის კოორდინატორი გოჩა ჯავახიშვილი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე. ადგილზე დელეგაციის წევრებს ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები - ირენ ციციშვილი და ტიერი ბერიშვილი დახვდნენ.

დელეგაციის წევრებმა ლევილის მამული სრულად დაათვალიერეს, მის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და ირენ ციციშვილისა და ტიერი ბერიშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს მამულის წინაშე მდგარი ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ. მოცემული ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა დროული და არსებული გამოწვევების შესაბამისი ნაბიჯები დაიგეგმოს ლევილის მამულის რეაბილიტაციისა და ადგილზე ქართული კულტურის კერის მოწყობის მიზნით.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და კულტურის კერის შექმნის პროექტის შემდგომი ხელმძღვანელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარგობრივ უწყებას - კულტურის სამინისტროს გადასცა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული, 25-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, 2016 წელს საქართველოს დაუბრუნდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის თეა წულუკიანის ძალისხმევის შედეგად.

მამულის რეაბილიტაციის პროექტს, რომლის განხორციელებაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს დაიწყო, ოფიციალურად ეწოდა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია“ და საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ მამულის სრული რეაბილიტაცია 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით ამ ეტაპზე დასრულებულია სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერეის პროექტი“, რის შედეგადაც ორანჟერეის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ყველა სიახლე

30 აგვისტო 2026, 12:26

სამართალი

შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

30 აგვისტო 2026, 12:20

მსოფლიო

CNN: ისლანდიელებმა რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა უარყვეს

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 12:15

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.

30 აგვისტო 2026, 12:12

ჯანდაცვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

30 აგვისტო 2026, 11:58

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

30 აგვისტო 2026, 11:45

სპორტი

ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია

ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.

30 აგვისტო 2026, 11:27

მსოფლიო

კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

30 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

ვლადიმირ პუტინი

30 აგვისტო 2026, 11:18

მსოფლიო

პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.

30 აგვისტო 2026, 11:12

რეგიონი

ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.

30 აგვისტო 2026, 11:11

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნის პარალელურად, ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს

მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ ყოფილი მინისტრი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფედოროვის დანიშვნა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს მრჩევლად მის ყოფილ თანამდებობასთან შეუთავსებელი არ არის.

30 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს. შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და ელჩს შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს.

30 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ტიბეტში დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3044 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ამასთან, მაშველები მდინარის დონის აწევის გამო უფრო შემაღლებულ მაღალ ადგილებში გადავიდნენ. როგორც ცნობილია, პარასკევის შემდეგ სამაშველო ოპერაციები რამდენჯერმე შეჩერდა ცუდი ამინდის და საფრთხის გამო, რომ ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე ოთხშაბათს მყინვარის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ შესაძლოა ახალი წყალდიდობა გამოიწვიოს მას შემდეგ.

30 აგვისტო 2026, 09:46

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 96-ე კმ-ზე - სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

30 აგვისტო 2026, 09:42

რეგიონი

საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 09:00 საათიდან უკვე აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეზღუდული იყო.

ალექსანდრ სტუბი

30 აგვისტო 2026, 09:39

მსოფლიო

ალექსანდრ სტუბი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს.

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

29 აგვისტო 2026, 21:31

სპორტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ალექსეი გონჩარენკო

29 აგვისტო 2026, 21:01

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.

29 აგვისტო 2026, 20:49

სამართალი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.